მუმბაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
მუმბაი
მარათ. मुंबई[1]
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 19°04′33″ ჩ. გ. 72°52′39″ ა. გ. / 19.07583° ჩ. გ. 72.87750° ა. გ. / 19.07583; 72.87750
მმართველი Iqbal Singh Chahal[2]
დაარსდა 1507[3]
ფართობი 603±1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14±1 მეტრი
მოსახლეობა 15 414 288 (2018)
სასაათო სარტყელი Indian Standard Time[4]
სატელეფონო კოდი 0022
საფოსტო ინდექსი 400001
საავტომობილო კოდი MH-01, MH-02 და MH-03
ოფიციალური საიტი https://portal.mcgm.gov.in/[5]
მუმბაი — ინდოეთი
მუმბაი

მუმბაი (მარათ. मुंबई; /mʊmˈb/, უწინ ბომბეი) — ქალაქი ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატის დედაქალაქი, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ინდოეთში და ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი მსოფლიოში 12,442,373 მილიონი მცხოვრებით (2011 წლის მონაცემებით). მდებარეობს სალსეტის კუნძულზე, მაჰარაშთრას დასავლეთ სანაპიროსთან. მეზობელ გარეუბნებთან ერთად ის ქმნის მსოფლიოს სიდიდით მეექვსე აგლომერაციას, 21 მილიონი მცხოვრებით. ქალაქს ღრმა ბუნებრივი ყურე აქვს. მის პორტში გადის ინდოეთის მგზავრთა ნახევარი და ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მუმბაი ინდოეთის კომერციული და გართობის ცენტრია. აქ მდებარეობს მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ინდოეთის სარეზერვო ბანკი, ბომბეის სააქციო ბირჟა, ინდოეთის ეროვნული სააქციო ბირჟა და მრავალი ინდური კომპანიის კორპორაციული შტაბ-ბინა. ამ ქალაქში მდებარეობს ინდოეთის კინო და ტელეინდუსტრიის ცენტრიც — ბოლივუდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]