კორკოვადო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კორკოვადო (მრავალმნიშვნელოვანი).
კორკოვადოს მთა

კორკოვადო (პორტ. Corcovado- "კუზიანი") - მთა ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ცენტრალურ ნაწილში. ამ გრანიტის მთის სიმაღლეა 710 მეტრი და იგი მდებარეობს ტიჟუკის ტყეში, რომელიც ეროვნულ პარკადაა გამოცხადებული.

მიუხედავად იმისა, რომ კორკოვადო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, იგი მოჩანს რიო-დე-ჟანეიროს საკმაოდ გარე რაიონებიდანაც. ეს მთა მთელს მსოფლიოში ცნობილია მასზე მდგარი ქრისტეს 32 მეტრიანი ქანდაკებით, რომელიც აქ 1931 წელს აღმართეს.

[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობები

ქრისტეს ქანდაკებას, როგორც კორკოვადოს მთავარ ღირსშესანიშნაობას, ყოველწლიურად 300.000 ტურისტი სტუმრობს. აქედან იშლება რიოს ულამაზესი ხედი, მოჩანს შაქრის მთა, როდრიგო-დე-ფრეიტასის ლაგუნა, კოპაკაბანასა და იპანემას პლაჟები, მარაკანას სტადიონი და რიოს ფაველები (უღარიბესი რაიონები).

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

რიო-დე-ჟანეიროს ხედი კორკოვადოდან — მარცხნივ - შაქრის მთა, ცენტრში - კოპაკაბანას პლაჟი.
რიო-დე-ჟანეიროს ხედი კორკოვადოდან —
მარცხნივ - შაქრის მთა, ცენტრში - კოპაკაბანას პლაჟი.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე