ბრაზილიის ატლანტიკური ტყე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაზილიის ატლანტიკური ტყე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Atlantic Forest.jpg
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია იუნესკოს სია
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 892
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
Rio Paraibuna Paulista.jpg
კურიტიბას ჩანჩქერი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 892
რუს.ინგლ.ფრ.

ბრაზილიის ატლანტიკური ტყე (პორტ. Mata Atlântica) — ტყის მასივის რეგიონი, რომელიც შედგება ტროპიკული ნესტიანი, ტროპიკული მშრალი, რიზოფორული ტყეებისა და ტროპიკული სავანებისაგან. იგი გადაჭიმულია ბრაზილიის ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, ჩრდილოეთით რიო გრანდე დო ნორტეს შტატიდან სამხრეთით – რიო გრანდე დო სულის შტატამდე. ასევე ვრცელდება პარაგვაისა და არგენტინის ტერიტორიებზეც.

ატლანტიკური ტყე შედგება მრავალი ნაირსახეობებისაგან:

  • სანაპირო მხარე შედგება დაბალი ტყეებისაგან, რომლებიც სანაპირო დიუნებზეა აღმოცენებული.
  • სანაპირო ტყეები, რომლებსაც ასევე ატლანტიკურ ნესტიან ტყეებს უწოდებენ, წარმოადგენს მარადმწვანე ატლანტიკურ ტყეებს.
  • შიდა ტყეები ძირითადად ფოთოლმცვენი ხეებისაგან შედგება.
  • უფრო ღრმად, მშრალი ატლანტიკური ტყეებია, რომლებიც გარდამავალია ჩრდილო-აღმოსავლეთით მშრალ კაატინგასა და აღმოსავლეთით სერადო სავანაში.
  • მონტანის ნესტიანი ტყეები იწყება სიერა დო მარიდან და კვეთავს სამხრეთ ბრაზილიის მთებსა და პლატოებს. ეს ტერიტორია მდიდარია დაფნისებრთა და მირტისებრთა ოჯახების წარმომადგენლებით.
  • ყველაზე მაღალი არეალი მოიცავს ბუჩქნარის სავანებს.

ატლანტიკური ტყე განსაკუთრებით უჩვეულოა იმით, რომ ის ვრცელდება სამხრეთის 24 გრადუსი განედის ზემოთაც. იგი ამჟამად მიჩნეულია მსოფლიოს ბიოსფეროს რეზერვად, რომელიც მოიცავს მრავალ გადაშენების პირას მყოფ ფლორისა და ფაუნის სახეობას. მათ შორისაა მაიმუნი ანთარი.

ატლანტიკური ტყის გაჩეხვა ინტენსიურად დაიწყო კოლონიზაციის შემდეგ.გაჩეხილ ტერიტორიაზე ძირითადად შაქრის ლერწამს აშენებდნენ ან ეს ხდებოდა ურბანული მიზნებისთვის.

ამჟამად, ამაზონის ინსტიტუტი განსაკუთრებით აქტიურად ეწევა ტყის ხელახლა განაშენიანებას და შენარჩუნებას ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ პერნამბუკუში. მისი ეგიდით, 2007 წლის განმავლობაში, აქ 5 500 ახალი ხე დაირგო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: