შინაარსზე გადასვლა

მზეთამზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მზეთამზე

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი წაღვერი
კოორდინატები 41°47′45″ ჩ. გ. 43°30′27″ ა. გ. / 41.79583° ჩ. გ. 43.50750° ა. გ. / 41.79583; 43.50750
ცენტრის სიმაღლე 1250
მოსახლეობა 317[1] კაცი (2024)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მზეთამზე — საქართველო
მზეთამზე
მზეთამზე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
მზეთამზე
მზეთამზე — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მზეთამზე

მზეთამზესოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს თორის ქვაბულში, ციხისჯვრის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1250 მ-ზე, ბორჯომიდან დაშორებულია 18 კმ-ით. სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. განსაკუთრებული მდებარეობისა და მრავალფეროვანი ბუნების წყალობით უნიკალური ადგილობრივი კურორტია.

დაარსებულია XX საუკუნეში ქართლიდან და იმერეთიდან გადმოსახლებულთა მიერ ძველ ნასოფლარებზე. შუა საუკუნეებში აქ არსებობდა დასახლება სამძივისხევი, ვახუშტის ატლასიდან კი ცნობილია ზეამზიის სახელით ცნობილი 3 პუნქტი. სოფელსა და მის შემოგარენში შემორჩენილია შუა საუკუნეების რამდენიმე ქვაჯვარი და ნაეკლესიარი, მათ შორის ქვემო მზეთამზის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი. ზემო მზეთამზეში, სასაფლაოზე დგას 1901 წელს აგებული წმ. გიორგის მოზრდილი, დარბაზული ეკლესია. 1983-1997 წლებში სოფლის ტერიტორიაზე გ. ნასიძისა და ვ. ლიჩელის ხელმძღვანელობით გაითხარა მზეთამზის სამაროვანი, რომელიც მოიცავს ხანგრძლივ პერიოდს, დაწყებული ადრებრინჯაოს ხანიდან, განვითარებული შუა საუკუნეების ხანის ჩათვლით.

2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 317 ადამიანი.[1]

აღწერის წელიმოსახლეობა
2002380[2]
2014346[3]
2024317[1]
  1. 1 2 3 საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.