დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დაბა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
დაბა
Borjomi.png
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი წაღვერი
კოორდინატები 41°48′41″ ჩ. გ. 43°26′56″ ა. გ. / 41.81139° ჩ. გ. 43.44889° ა. გ. / 41.81139; 43.44889
ცენტრის სიმაღლე 1025
მოსახლეობა 194[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99,5 %)
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

დაბასოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, გვირგვინას ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე. ბორჯომი–ბაკურიანის საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე. ზღვის დონიდან 1025 მეტრი, ბორჯომიდან 11 კილომეტრი, წაღვერიდან 3 კმ. სოფელში არის რკინიგზის სადგური.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ოსმალთაგან დაპყრობილ სამხრეთ საქართველოში სოფელი დაბა შედიოდა პეტრეს ნაჰიეში, რომელიც პეტრეს ლივაში აღირიცხებოდა. იქ მაშინ მხოლოდ ორი კომლი ქართველი ცხოვრობდა: ბადრია და ალექსა, ძმა მისი, რებიც 4500 ახჩას იხდიდნენ წლიურად. დაბაში ამჟამად XIX საუკუნეში იმერეთიდან და ქართლიდან გადმოსახლებული ქართველები ცხოვრობენ. მათი გვარებია: ჯაფიაშვილი, თედიაშვილი, დათუნაშვილი, შატბერაშვილი, წიქარიშვილი, მესხიძე, ლომიძე, ხაჩიძე და სხვ.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ორი ძეგლი: მარიამწმინდა და წმინდა გიორგის ეკლესია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 194 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 238[2]
2014 194 Decrease2.svg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.