ტიმოთესუბანი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სოფელი | |||
---|---|---|---|
ტიმოთესუბანი | |||
სოფელი ტიმოთესუბანი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | წაღვერი | ||
კოორდინატები | 41°48′12″ ჩ. გ. 43°30′51″ ა. გ. / 41.80333° ჩ. გ. 43.51417° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | კიმოთესუბანი | ||
ცენტრის სიმაღლე | 1100 მ | ||
მოსახლეობა | 235[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (99,6 %) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 367[2] | ||
საფოსტო ინდექსი | 1212[3] | ||
| |||
ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი[4]) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვირგვინას ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრი, კურორტ წაღვერიდან 2 კილომეტრი. სოფელში არის დაწყებითი სკოლა, კლუბი.
ვახუშტი ბატონიშვილი ამ სოფლის შესახებ წერს:
![]() |
„თორისწყლის (ახლანდელი გუჯარეთისწყალი) აღმოსავლეთით არს კიმოთისმანს მონასტერი, გუმბათიანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს...“
|
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 235 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 254[5] |
2014 | 235 ![]() |
ტიმოთესუბნის მონასტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში დგას XII-XIII საუკუნეებში, სავარაუდოდ, შალვა ახალციხელის ხელშეწყობით აშენებული ეკლესია. სავარაუდოდ, ეკლესიის ტერიტორიაზე უნდა იყოს დაკრძალული თავად შალვა ახალციხელიც. აქვე არის მიუვალ კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლებიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებშია აგებული.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 719.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ ს. მაკალათია, ბორჯომის ხეობა, თბ. 1957 წ. გვ. 22
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|