ქვაბისხევი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ქვაბისხევი | |
![]() ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
თემი | დვირი |
კოორდინატები | 41°46′31″ ჩ. გ. 43°14′45″ ა. გ. / 41.77528° ჩ. გ. 43.24583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 980 მ |
მოსახლეობა | 429[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ქვაბისხევი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დვირის თემში. მდებარეობს მდინარე ქვაბისხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 980 მეტრი, ბორჯომიდან 21 კილომეტრი., დვირიდან 1 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მერძევეობა-მებოსტნეობა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 429 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 480[2] |
2014 | 429 ![]() |
ქვაბისხევის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მახლობლად დგას VIII-IX საუკუნეების დარბაზული წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ააგეს. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი — პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია.
შემორჩენილია აგრეთვე შუა საუკუნეების „დემოთის ციხე“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 505.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|