დიდი მიტარბი
| სოფელი | |
|---|---|
|
დიდი მიტარბი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ბაკურიანი |
| კოორდინატები | 41°44′49″ ჩ. გ. 43°34′33″ ა. გ. / 41.74694° ჩ. გ. 43.57583° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1480 მ |
| მოსახლეობა | 54[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 72,2 % ოსები 20,4 % სომხები 5,6 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
დიდი მიტარბი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ბაკურიანის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე მიტარბულის (გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, ბორჯომიდან დაშორებულია 36 კილომეტრით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 54 ადამიანი.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 48 | 23 | 25 |
| 2014[1] | 54 |
30 | 24 |
კულტურული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის განაპირას, მდინარის პირზე, დგას X საუკუნის წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია. სოფლის ქვემო უბანში, მოქმედ სასაფლაოზე ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებია. შემორჩენილ საფლავის ქვათაგან გამოირჩევა ყოჩის ქანდაკება, რომელსაც ზურგზე ეკლესია ადგას. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაბაწყურისკენ მიმავალი გზის პირას, კიდევ ერთი ნაეკლესიარის — „მაცხოვრის" — ბუდეა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 526.
- საღარაძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., გუჯარეთი, თბ., 1987.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| |||||||||||||