შინაარსზე გადასვლა

დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვირი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
დვირი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი დვირი
კოორდინატები 41°46′32″ ჩ. გ. 43°15′50″ ა. გ. / 41.77556° ჩ. გ. 43.26389° ა. გ. / 41.77556; 43.26389
პირველი ხსენება 1595
ცენტრის სიმაღლე 920
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 743[1] კაცი (2024)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
რუსები 0,7 %
ოსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
დვირი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

დვირისოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ქვაბისხევი, ჩითახევი, ჭობისხევი).

მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრისა და დვირულის შესართავთან, ზღვის დონიდან 920 მეტრზე, ბორჯომიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. სოფელში არის რკინიგზის სადგური ხაშური-ვალეს ხაზზე.

სოფელი იხსენიება გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში (1595), ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსაში“, ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრებაში“, ქართლ-კახეთის XVII-XVIII საუკუნეების ქრონიკებში და სხვა წყაროებში.

XII-XIII საუკუნეებში დვირი თორის შემადგენლობაში შედიოდა და მნიშვნელოვანი პუნქტი იყო ქართლიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მიმავალ გზაზე. დვირსა და ხეფინისხევზე გადიოდა ქართლის სამეფოს დასავლეთი საზღვარი. ვახუშტის მიხედვითაც, ყვერბილისა და ლიკანის ხევებს „ზეით არს ჭობის-ხევი და არს დვირამდე“ ქართლი.

XX საუკუნის დასაწყისში სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი იყო.[2]

სოფლის შემოგარენში აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის ხანის კვირაცხოვლისა და ბორნიღელის სამაროვნები, XI საუკუნის ბიზანტიური მონეტების განძი.

დვირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა. სოფლის ცენტრში დგას XIX საუკუნეში გადაკეთებული მთავარანგელოზის ეკლესია. სოფლის თავში, სასაფლაოზე დგას X საუკუნის კვირაცხოვლის ეკლესია. სოფლის მახლობლად, ტყეში შემორჩენილია საკვირიკეს დაზიანებული სამნავიანი ეკლესია, რომელიც უნდა იყოს IX საუკუნეში აგებული კვირიკეწმინდა. დვირის ხევის ქვემო წელზე, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს ნანგრევების სახით მოღწეული დვირის ციხე, რომელიც იცავდა ისტორიული თორიდან სოფელზე გამავალ გზას.

2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 743 ადამიანი.[1]

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]937456481
2014[4] 712338374
2024[1] 743353390
  1. 1 2 3 საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.
  2. ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018.  გვ. 282, ISBN 978-9941-13-771-6.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  4. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.