ტბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ტბა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ტბა |
| კოორდინატები | 41°47′59″ ჩ. გ. 43°26′42″ ა. გ. / 41.79972° ჩ. გ. 43.44500° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1100 მ |
| მოსახლეობა | 237[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ტბა — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლიბანი, პატარა ცემი, სადგერი, ცემი). მდებარეობს მდინარე ბორჯომულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ბორჯომიდან 9 კილომეტრი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 237 ადამიანი.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 2002 | 372[2] |
| 2014 | 237 |
კურორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტბა ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. იცის ცივი თოვლიანი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,3 °C) და ხანგრძლივი გრილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 17,2 °C). სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა დაავადებანი, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 679.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| |||||||||||||