ტიმოთესუბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტიმოთესუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტიმოთესუბანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ტიმოთესუბანი
Timotesubani village, Borjomi district, Georgia.JPG
სოფელი ტიმოთესუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი წაღვერი
კოორდინატები 41°48′12″ ჩ. გ. 43°30′51″ ა. გ. / 41.80333° ჩ. გ. 43.51417° ა. გ. / 41.80333; 43.51417
ადრეული სახელები კიმოთესუბანი
ცენტრის სიმაღლე 1100
მოსახლეობა 235[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99,6 %)
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 367[2]
საფოსტო ინდექსი 1212[3]
ტიმოთესუბანი — საქართველო
ტიმოთესუბანი
borjomi.png
borjomi.png

ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი[4]) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვირგვინას ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრი, კურორტ წაღვერიდან 2 კილომეტრი. სოფელში არის დაწყებითი სკოლა, კლუბი.

ვახუშტი ბატონიშვილი ამ სოფლის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„თორისწყლის (ახლანდელი გუჯარეთისწყალი) აღმოსავლეთით არს კიმოთისმანს მონასტერი, გუმბათიანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს...“

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 235 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 254[5]
2014 235 Decrease2.svg

ტიმოთესუბნის მონასტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტიმოთესუბნის მონასტერი.

სოფელში დგას XII-XIII საუკუნეებში, სავარაუდოდ, შალვა ახალციხელის ხელშეწყობით აშენებული ეკლესია. სავარაუდოდ, ეკლესიის ტერიტორიაზე უნდა იყოს დაკრძალული თავად შალვა ახალციხელიც. აქვე არის მიუვალ კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლებიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებშია აგებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 16 აგვისტო 2016.
  2. http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
  3. http://www.gpost.ge
  4. ს. მაკალათია, ბორჯომის ხეობა, თბ. 1957 წ. გვ. 22
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები