წაღვლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
წაღვლი
Village Tsaghvli.jpg
სოფლის საერთო ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი წაღვლი
კოორდინატები 42°07′15″ ჩ. გ. 43°41′50″ ა. გ. / 42.12083° ჩ. გ. 43.69722° ა. გ. / 42.12083; 43.69722
ცენტრის სიმაღლე 880
მოსახლეობა 538[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
წაღვლი — საქართველო
წაღვლი
წაღვლი — შიდა ქართლი
წაღვლი
წაღვლი — ხაშურის მუნიციპალიტეტი
წაღვლი

წაღვლისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე ლოპანისწყლის (დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: ზემო ბროლოსანი, კლდისწყარო, ტიტვინისწყარო, ქვემო ბროლოსანი, ჩორჩანა, წეღვერი). ზღვის დონიდან 880 მეტრი, ხაშურიდან 30 კილომეტრი. სოფელში უამარავი ნამოსახლარია, გარდა ამისა დგას წაღვლის ციხე-დარბაზი და წმინდა გიორგის ეკლესია

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 538 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 760 351 409
2014[1] Decrease2.svg 538 274 264

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წაღვლზე გადიოდა დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა, რომელსაც მოსახლეობა დღესაც „საიმერლო გზას“ უწოდებს.იგი იწყებოდა სოფელ ქვენატკოცის ხეობაში, აბისზე გავლით გადიოდა სოფელ წაღვლში, იქიდან კი ჩორჩანა-ჭერათხევის გავლით გადადიოდა სოფელ კორბეულში და საჩხერე-ჭიათურაზე გავლით გადადიოდა გელათსა და ქუთაისში. ამ გზას საიმედოდ იცავდა ჯერ კიდევ უძველეს დროში აგებული წაღვლისთავის ოთხგოდოლიანი ბასტიონი. იგი განუახლებია დავით აღმაშენებელის პაპას, ბაგრატ მეოთხეს, მაგრამ როდის არის აგებული იგი ისტორიული წერილობითი წყაროები ამ საქმეზე სდუმან და საიდუმლოდ ინახავენ წაღვლისათვის ციხის აგების დროსა და ისტორიას.

ციხე აგებული იყო ფლეთილი ქვისაგან კირის დუღაბით, ჰქონდა დატანებული ოთხი გოდოლი, ამ ციხის ნაშთები აღარ არსებობს თუ არ ჩავთვლით შეცემენტებულ, აზელილ კირის გროვებს, როგორც ჩანს მისი განახლება უცდიათ XVII-XVIII საუკუნეებში, მაგრამ გართულებული საშინაო და საგარეო მდგომარეობის გამო განახლება ვეღარ შეძლეს და კირის ხსნარი დარჩა გამოუყენებელი. ციხესიმაგრე დაანგრიეს 30-იან წლებში და დაალაგეს გზებზე, ნაწილი კი მოსახლეობამ გამოიყენა სახლების ასაგებად.

ისტორიული წერილობითი წყაროები წაღვლის შესახებ ღარიბია, იგი პირველად მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებაში“, დავით აღმაშენებელის ისტორიკოსის მიერ. მძიმე სამეფო სკიპტრა ხვდა წილად დავით აღმაშენებელს, რომლის ზიდვაც ვერ გაბედა დავითის მამამ, მამაცმა მეომარმა, მაგრამ სუსტმა პოლიტიკოსმა გიორგი მეორემ და მან თავისი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი წაღვლიდან ქუთაისში გადასულ ახალგაზრდა ძეს-დავითს. დავით აღმაშენებელს სოფ. წაღვლში ჰქონდა საზაფხულო რეზიდენცია - წაღვლისთავის ციხესიმაგრე. წაღვლისთავი და წაღვლისთავის ციხესიმაგრე მდემარეობდა დღევანდელი სოფლის დასავლეთით, რომელსაც დღესაც მოსახლეობა „გალავნებს“ უწოდებს. ტოპონიმმა შემოგვინახა რაღაც ნაწილი ისრტორიისა, ასეთი ტოპონიმები კი წაღვლში ბევრია გავრცელებული.

1976 წლიდან სოფელ წაღვლში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე რამიშვილი, რის შედეგადაც აღმოჩენილია ქვის ხანის და ბრინჯაოს ხანის უამრავი ნივთი, რომელთა დიდი ნაწილიც დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

გარდა არქეოლოგიური ძეგლებისა შემორჩენილია ეკლესიათა ნანგრევები და ფეოდალური ხანის ნამოსახლარები. სოფლის ტერიტორიაზე 30-მდე არქეოლოგიური ნამოსახლარია. ესენია რეზოს მიწა, ყვირალა კარი, გოროკო, კვინიკაძეების მიწა, ჩოჩქოლი კარი, გალავნები, ტბები, მიქელაანთ ვერხვები, გიგოს მიწა, ზაქას ტყე, პატარა ლაშე და სხვა მრავალი. ფეოდალური ხანის ნამოსახლარებია: კვინიკაძეების ყორე, ოსანაძის ახო, ხარაულიაანთ სათივე, ცაცხვები, გალავნები, ჩოჩქოლი კარი, ნიკოლოზი, მილიწყარო და სხვა მრავალი. სოფელში შემორჩენილი იყო ბარბაცი კარის, ჩოჩქოლის კარის, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიათა ნანგრევები, რომელთა უმრავლესობა დანგრეული იქნა 30-იან წლებში „ულტრარევოლუციონერების“ მიერ. ძმებმა გიორგი და სვიმონ მიქელაშვილებმა ააშენეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, სიმონ კაპანაძემ კი ჩოჩქოლის კარზე სვიმონ მესვეტის სახელობის ეკლესია.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]