საქართველოს საპატრიარქო
იერსახე
| საქართველოს საპატრიარქო | |
|---|---|
|
| |
| დევიზი | ႹႥႤႬႧႠႬ ႠႰႱ ႶႫႤႰႧႨ[1] |
| შეიქმნა | 1995 |
| სტატუსი | სსიპ |
| ტიპი | თეოკრატიული |
| მიზანი | საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა |
| მდებარეობა | ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ერეკლე II-ის მოედანი №1 |
| ემსახურება რეგიონს | საქართველო |
| ენა | ქართული |
| კათოლიკოს-პატრიარქი | ილია II |
| ქვეყანა | საქართველო |
| www.patriarchate.ge | |
სრულიად საქართველოს საპატრიარქო — დაწესებულებათა ერთობლიობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში, რომლებიც თავისი განყოფილებებითა და სამსახურებით ეხმარებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში. შესაბამისად, ექვემდებარებიან და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე. საპატრიარქო კოორდინაციას უწევს ეპარქიებში მოქმედ მსგავს დაწესებულებებს. საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი[2].
საპატრიარქოს გააჩნია თავისი გამომცემლობა, რადიო და ტელემაუწყებლობა. საპატრიარქო, პატრიარქის რეზიდენციასთან ერთად, მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ერეკლე II-ის მოედანი № 1.
-
წარწერა საქართველოს საპატრიარქოს შესასვლელთან
-
საქართველოს საპატრიარქოს ძველი შენობა
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს საპატრიარქო. ოფიციალური საიტი.
- საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება. საეკლესიო სამართალი. საქართველოს საპატრიარქო.
- საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება. საეკლესიო სამართალი. www.orthodoxy.ge.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ასომთავრულით: ჩვენთან არს ღმერთი.
- ↑ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, თავი V: სრულიად საქართველოს საპატრიარქო. საქართველოს საპატრიარქო (18-19 სექტემბერი, 1995). ციტირების თარიღი: 2009-05-16.