ახალქალაქის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალქალაქის პლატო[1] — პლატო სამხრეთ საქართველოს ვულკანური ზეგნის ცენტრალურ ნაწილში. შემოფარგლულია თრიალეთის, სამსრის, ჯავახეთისა და ნიალისურის ქედებით და ზემო მტკვრის ხეობით. ზღვის დონიდან 1500-2000 მ აგებულია ქვედამეოთხეული დოლერიტული ლავებითა და ტბიურ-მდინარეული ნალექებით. დაფარულია მთის შავმიწა ნიადაგითა და სტეპის მცენარეულობით. პლატოზე გაშენებულია ქ. ახალქალაქი, დაბა ნინოწმინდა, სოფლები: ბარალეთი, კუმურდო, ხიზაბავრა და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]