თორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
თორია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ეშტია
კოორდინატები 41°22′09″ ჩ. გ. 43°34′28″ ა. გ. / 41.36917° ჩ. გ. 43.57444° ა. გ. / 41.36917; 43.57444
ცენტრის სიმაღლე 1880
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა Decrease2.svg 491[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
თორია — საქართველო
თორია
თორია — სამცხე-ჯავახეთის მხარე
თორია
თორია — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თორია

თორიასოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ეშტიის თემში. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1880 მეტრი, ნინოწმინდიდან 15 კმ–ზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 620 კაცი.[2] სოფელში არის საჯარო სკოლა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მნიშვნელოვანია სოფლის თავზე, მთაზე არსებული ციკლოპური ციხის ნაშთები. შემორჩენილია კედლები. შეიმჩნევა რთული კომპლექსი. იმავე მთაზე არის სამლოცველო, რომელშიც ძველი საკურთხეველია.

სოფელში ყოფილა ქართული ეკლესია, რომლის დუღაბიღა შემოგვრჩა. ერთი საბუთით (ს. ჯიქია) 1847 წელს თორიაში ჯერ კიდევ არავინ ცხოვრობდა. ე.ი. ეკლესია იდგა. დაანგრიეს იგი და მისი ქვებით ააშენეს ახალი წმ. დომინიკეს სალოცავი. კედლებში ჯერ კიდევ შეიმჩნევა ქართული ეკლესიის ძველი დამუშავებული ქვები. იქვეა ქართული სასაფლაოს ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 364-365.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. http://pop-stat.mashke.org/georgia-census.htm