განძანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
განძანი
Gandzan Cultural house.jpg
სოფლის კულტურის სახლი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი განძანი
კოორდინატები 41°21′14″ ჩ. გ. 43°44′55″ ა. გ. / 41.35389° ჩ. გ. 43.74861° ა. გ. / 41.35389; 43.74861
ცენტრის სიმაღლე 2020
მოსახლეობა Decrease2.svg 2 558[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები
სასაათო სარტყელი UTC+4
განძანი — საქართველო
განძანი
განძანი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
განძანი
განძანი — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
განძანი

განძანისოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ზეგანზე, ფარავნის ტბის სამხრეთით, მდინარე ფარავნის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 2020 მ. ნინოწმინდიდან დაშორებულია 22 კმ-ით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განძანი სოფლის ისტორიული სახელია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის შედგენის დროს განძანი და, საერთოდ, აკშეჰირის ნაჰიჲეს ამ მონაკვეთზე რიგი სოფლებისა გაუკაცრიელებულია. 1847 წლის არქივისეულ ერთ საბუთში განძანში, როგორც შედარებით ახალ გაშენებულ სოფელში, 28 კომლია აღრიცხული.

განათლება და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი. ყოველი ივლისის ბოლო კვირას არინიშნება ვაჰან ტერიანის პოეზიის დღე. სოფელში არის ორი საჯარო სკოლა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია საკმაოდ კარგად შენახული XIV საუკუნის ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლის შალვას მიერ აშენებული ორი ქართული ეკლესია. უფრო ადრე აშენებული ეკლესია ერთნავიანია, ნაშენია თლილი ქვით, გადახურულია ორფერდა სახურავით, აქვს თითო კარი სამხრეთიდან. ეკლესიებზე შემორჩენილია ორ-ორი ასომთავრული წარწერა. როგორც წარწერებიდან ჩანს, ეკლესიები აშენებულია ნიკოლასძეთა მიერ. განძის ზედა ეკლესიის წარწერა ივანე როსტომაშვილს სრულად უნახავს, მაგრამ შემდეგ ვიღაცას დაუზიანებია. ზედა ეკლესიას აქვს მეორე წარწერაც, რომელიც შედარებით მაღლაა და უკეთ შენახულა. მეორე, ქვედა ეკლესია შედარებით მომცრო ზომისაა, ორი წარწერა აქვს. ეს ეკლესია ღვთიმშობლის სახელობისაა. მის ერთ წარწერაზე ვარსკვლავი ამოუხატიათ და ამოუშლიათ. ივანე როსტომაშვილის ცნობით ეკლესიებთან ერთად შემორჩნილი იყო ასევე ერთი ციხე.

სოფელში ასევე არის 1858 წელს აშენებული წმინდა კარაპეტის სახელობისა სომხური ეკლესია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 335-404.
  • ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 343.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.