ფოკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფოკა (ბიზანტია).
სოფელი
ფოკა
Phoka.JPG
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი ფოკა
კოორდინატები 41°23′48″ ჩ. გ. 43°47′32″ ა. გ. / 41.39667° ჩ. გ. 43.79222° ა. გ. / 41.39667; 43.79222
ზღვის დონიდან 2080
მოსახლეობა 1176[1] კაცი (2014)
ეროვნული
შემადგენლობა
სომხები (98%)[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
ფოკა (საქართველო)
Red pog.svg
ფოკა (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
Red pog.png
ფოკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
Red pog.png

ფოკასოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა). მდებარეობს ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, ზღვის დონიდან 2080 მ–ზე, ნინოწმინდიდან დაშორებულია 28 კმ-ით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1176 კაცი.[1] სოფელში არის საჯარო სკოლა. ასევე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2007[2]
2014 1176[1] Decrease2.svg

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ნინოს ეკლესია

ფოკაში მდებარეობს XI საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმინდა ნინოს დარბაზული ეკლესია. ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია პროფილირებულ იმპოსტებიანი პილასტრებით, რომლებზედაც დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღები. საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშია. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში — ძეგლის მშენებელი „ხელოსანი ბევრელი“. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს თანახმად, სომხეთიდან საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოსული წმინდა ნინო კაბადოკიელი სწორედ ამ ადგილას შეჩერდა.

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები, რომელშიც წინა და ადრე შუა ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები გამოირჩევა.

ფოკის განძი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ფოკის განძი.

1979 წელს ფოკაში აღმოჩნდა XIV საუკუნის, ილხანების ვერცხლის მონეტების განძი, შეიცავს 155 ვერცხლის დირჰემს. განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა თარიღდება 1310 წლით, უგვიანესი 1316 წლით. ფოკის განძი დაფლული უნდა იყოს 1317 წლის შემდეგ. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მოქმედებს წმინდა ნინოს დედათა და მამათა მონასტრები. დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა და სამედიცინო კაბინეტი, აგრეთვე მონასტრის მაღაზია. 1989 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოველ პირველ ივნისს აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე. ფოკაში ნინოობას საქართველოს წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრება. ფარავნის ტბაში ტარდება ნათლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფოკა&oldid=3125387“-დან