როდიონოვკა
სოფელი | |
---|---|
როდიონოვკა | |
![]() სოფლის ხედი სამხრეთიდან, უკან მარჯვნივ ჩანს ჭიქიანის მთა | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტამბოვკა |
კოორდინატები | 41°27′12″ ჩ. გ. 43°51′03″ ა. გ. / 41.45333° ჩ. გ. 43.85083° ა. გ. |
ადრეული სახელები | ფარავანი |
ცენტრის სიმაღლე | 2100 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 277[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები (98,2 %), ქართველები (1,8 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
როდიონოვკა, ყოფილი ფარავანი — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ტამბოვკის თემი). მდებარეობს ფარავნის ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 2100 მეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 308[2] |
2014 | 277[1] ![]() |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფარავნის ტბის გარშემო ისტორიულად საკმაოდ მჭიდრო დასახლება ჩანს. სოფელზე გადიოდა საქართველოს ისტორიული გზა, რომელიც კვეთდა თრიალეთსა და ჯავახეთს.
სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცენტრი ამ არეალისა სოფელი თავფარავანი (იგივე ფარავანი) უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომაცაა, რომ სოფლის და ტბის სახელები ერთი და იგივეა. სოფელს სახელი ფარავანი შეუცვალეს 1839 წელს ვოლგისპირეთიდან სოფლის ტერიტორიაზე დასახლებულმა დუხობორებმა.
ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის ცენტრში მდებარეობს დიდი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია, ნაგები სუფთად გათლილი გრძელი კვადრებით. ეკლესია X-XI საუკუნეებს განეკუთვნება.
ეკლესიას გააჩნია ორნამენტები კარის არქიტავრზე. ორნამენტებია შემონახული თავდაპირველი სახის კარნიზებისა და სარკმელების არქივოლტებზეც. ეკლესიას გააჩნია წარწერები. ერთი მათგანი იკითხება შემდეგნაირად: „ქრისტე შეიწყალე პავლე“.
როდიონოვკაში არის მეორე ეკლესიაც, შედარებით მცირე ზომისა. მისი სახურავი და კედლები დაზიანებულია. იქვე მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების ქარვასლა, რომლისათვისაც ქვა შემოუცლიათ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|