ასფარა
სოფელი | |
---|---|
ასფარა სომხ. Ասփարա | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტამბოვკა |
კოორდინატები | 41°27′06″ ჩ. გ. 43°46′47″ ა. გ. / 41.45167° ჩ. გ. 43.77972° ა. გ. |
ადრეული სახელები | ასპანა |
ცენტრის სიმაღლე | 2080 მ |
მოსახლეობა | 0[1] კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ასფარა[2] — ნასოფლარი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. ნინოწმინდიდან დაშორებულია 40 კმ-ით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის თავდაპირველი სახელია ასპანა. ასფარა მისი ახალი ფორმაა. ასპანასთან არის დაკავშირებული გეოგრაფიული სახელი ასპანაური, ასევე მესხეთში გავრცელებული გვარი ასპანიძე. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა. შედიოდა ტამბოვკის სასოფლო საბჭოში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 107 კაცი.[3] 2014 წლის მონაცემებით სოფელი დაცლილია.
ღირსშესანიშნაობანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტბის სიახლოვეს თითქმის მიწასთან გასწორებული ტაძრის კედელიღაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, თავის დროზე საკმაოდ დიდი ნაგებობა ყოფილა, რომელსაც შემოვლებული ჰქონია გალავანი. სოფელთან მდებარეობს ციხესიმაგრე „ქოროღლის“ ნანგრევები, დათარიღებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 663.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.
- ↑ http://pop-stat.mashkeorg/georgia-census.htm[მკვდარი ბმული]