ყაურმა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ყაურმა | |
|
სოფ. ყაურმა და ტონთიოს ხიდი (ხედი სამხრეთიდან). | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ეშტია |
| კოორდინატები | 41°19′20″ ჩ. გ. 43°35′00″ ა. გ. / 41.32222° ჩ. გ. 43.58333° ა. გ. |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა |
|
| ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,7 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ყაურმა — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ეშტიის თემში. მდებარეობს ჯავხეთის ზეგანზე, მდინარე ფარავნის ნაპირებზე, ნინოწმინდიდან 5 კმ, ახალქალაქიდან 10 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში მდინარე ფარავანზე გადებულია XII საუკუნის ხუთთაღიანი ტონთიოს ხიდი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. გადმოცემის მიხედვით ხიდზე იყო ქართული წარწერა. სოფელში არის XI საუკუნის 30-იანი წლებით დათარიღებული ეკლესია. მისი სამხრეთ კარის თავზე დევს გრძელი ქვა, რომელზეც ლაპიდარული წარწერაა. ასევე წარწერაა ეკლესიის დასავლეთ კედელზე, ფანჯრის ქვეში. წარწერებზე მოხსენიებულნი არიან საქართველოს მეფე გიორგი I და კათალიკოს-პატრიარქები მელქისედეკ I და იოანე V ოქროპირი.
„ქრისტე ადიდე გიორგი მეფე და შვილნი მათნი.“ |
„ქრისტე ადიდე მელქისედეკ ქართლისა კათალიკოსი და შეეწიე დღესა ამას ამინ.“ |
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოფელი ყაურმა. ხიდი. საერთო ხედი
- სოფელი ყაურმა. ხიდის თაღის დეტალი
- სოფელი ყაურმა. ქვაფენილი ხიდზე
- ეკლესიის ფასადი
- ეკლესიის ფასადი
- ბარელიეფი და წარწერა ეკლესიის ფასადზე
- ხედი სოფელ ყაურმაზე და ხიდზე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 631.
- ჟურნალი „მოგზაური“ N3 გვ. 209-201 1901 წ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
| |||||||||||||