გორელოვკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
გორელოვკა
Duxaborebi.JPG
დუხობორების სამლოცველო სოფელ გორელოვკაში
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი გორელოვკა
კოორდინატები 41°12′52″ ჩ. გ. 43°41′32″ ა. გ. / 41.21444° ჩ. გ. 43.69222° ა. გ. / 41.21444; 43.69222
ცენტრის სიმაღლე 2065
მოსახლეობა Increase2.svg 1165[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 56 %, ქართველები 33 %, რუსები 11 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
გორელოვკა — საქართველო
გორელოვკა
გორელოვკა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გორელოვკა
გორელოვკა — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
გორელოვკა

გორელოვკასოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: გორელოვკა, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება, ჟდანოვაკანი).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი მდებარეობს ჯავხეთის ზეგანზე, მდინარე ბუღდაშენის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 2065 მეტრი. სოფელში არის ვულკანური წიდის საბადო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი რუსეთიდან იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროს გამოძევებულმა დუხობორებმა XIX საუკუნის შუა წლებში დააარსეს. დასახლებისთანავე მათ ააშენეს ობოლთა სახლი, რუსულ-უკრაინული ტიპის ხატა და 1946-1947 წლებში ევროპულ ყაიდაზე ააგეს სამლოცველო სახლი. 1895 წელს 2000-მდე დუხობორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დუხობორები ამ ფაქტის გამო დასაჯა, სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს. 90–იან წლებამდე დუხობორების რიცხვი ოთხი ათასს აღწევდა, თუმცა 1990-იანებში მათმა უმეტესობამ საქართველო დატოვა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1165 კაცი. სოფელში არის სამი საჯარო სკოლა და დუხობორების ეთნოგრაფიული მუზეუმი. დუხობორების რაოდენობა 125 ადამიანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 26 ივლისი 2016.