შინაარსზე გადასვლა

დილიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დილიფი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თემი გონდრიო
კოორდინატები 41°16′36″ ჩ. გ. 43°28′12″ ა. გ. / 41.27667° ჩ. გ. 43.47000° ა. გ. / 41.27667; 43.47000
ადრეული სახელები დლივი
ცენტრის სიმაღლე 1850
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1 075[1] კაცი (2024)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დილიფი — საქართველო
დილიფი
დილიფი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დილიფი
დილიფი — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
დილიფი

დილიფი, დილითი (ისტ. დლივი) — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული დიდი გონდრიო).

მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ხანჩალის ტბის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე. ნინოწმინდიდან დაშორებულია 16 კმ-ით.

სოფელთან არის ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია. დილიფის მიდამოებში არის მძლავრი მინერალური წყაროები და პემზის დიდი მარაგი.[2] სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]

სოფლის ძველი ქართული სახელწოდებაა „დლივი“. ასეა იგი მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებასა“ და სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის (X– XI სს.) თხზულებაში „მსოფლიო ისტორია“.[4] X–XI საუკუნეებში იგი ქართველ მეფეთა ერთ-ერთი სადგომი იყო. 988 წელს, ბაგრატ III-ის თავდასხმის მოლოდინში, დლივში დაბანაკდა დავით III კურაპალატი. აქვე, პერიოდულად, სადგომი ჰქონდათ ცენტრალიზებული სამეფო ხელისუფლების მტრებს – კლდეკარის ერისთავებსბაღვაშებს. 1058 წელს დლივში შეიპყრეს ლიპარიტ ბაღვაში და მისი ძე ივანე.[2]

სოფლის მახლობლად შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების საყდრის ნანგრევები.[2] სოფლის მახლობლად აღმოჩენილია სასანური და არაბული მონეტების განძი.

2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 075 ადამიანი.

წელიმოსახლეობაკაციქალიწყარო
20021 528757771[5]
2014 1 098553545[6]
2024 1 075548527[1]
  1. 1 2 საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.
  2. 1 2 3 ბერძენიშვილი დ., დილიფი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.  გვ. 432.
  3. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
  4. დლივი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.  გვ. 456.
  5. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  6. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.