ჯვარცხმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ჯვარცხმა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
თემი ჯვარცხმა
კოორდინატები 41°59′37″ ჩ. გ. 42°15′28″ ა. გ. / 41.99361° ჩ. გ. 42.25778° ა. გ. / 41.99361; 42.25778
პირველი ხსენება [[1839[1]]]
ადრეული სახელები ჩაისუბანი
ცენტრის სიმაღლე 220
მოსახლეობა 491[2] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[3]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ჯვარცხმა — საქართველო
ჯვარცხმა
ჯვარცხმა — გურიის მხარე
ჯვარცხმა

ჯვარცხმა (2012 წლის 15 აგვისტომდე„ჩაისუბანი“[4]) — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ვაზიანი, ინტაბუეთი) . სოფელში მოქმედებს ბიბლიოთეკა.[5] სოფლის ტერიტორიაზე გადის კურორტ ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზა. სოფელში დგას მაცხოვრის სახელობის ეკლესია, საჯარო სკოლა.[6] სოფელში დაიბადა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ლეონტი ჟღენტი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯვარცხმა მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 3 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 23 კმ.

სოფელში ჩამოედინება მცირე ზომის ღელე-მდინარეები: ოსკოჭინა, ქოროშა და მათი შენაკადები, რომლებიც საზრდოობენ წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით და ჩაედინებიან სუფსა-გუბაზეულის აუზში. სოფელში, ძირითადად, წითელმიწა ნიადაგებია, რომელსაც ადგილობრივები „ალიზა მიწას” უწოდებენ.

ოსკოჭინა (ოსკროჭინა, ოსკოჭურე) სათავეს იღებს სოფელ ვაზიანის შავი მთიდან. გაივლის ჯვარცხმის ტერიტორიას, გადაკვეთს სოფელ გუთურს და ჩაედინება მდინარე სუფსაში. ღელის სახელწოდება უკავშირდება ჭინკების, ავსულების ნამოსახლარს. ლეგენდის თანახმად ისინი იკვებებოდნენ ამ ადგილებში გავრცელებული ბალახით - ოქროსყურათი. დროთა განმავლობაში ჭინკები გადაშენებულან, ბალახისათვის კი „ოსკოჭურე” უწოდებიათ. აქედან წარმოიშვა მდინარის სახელი „ოსკოჭინა”.

ჯვარცხმაში არის რამდენიმე პატარა მთა, მათ შორის შედარებით დიდია კოკოტია და სახარია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ ჯვარცხმაში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის არქეოლოგიური მასალა: კაჟის ანატკეცები, ქვის ცულები. ძეგლები სოფლის სკოლის მუზეუმშია დაცული.[7]

სოფელში იდგა დიდი მუხა. ამ მუხის ძირში ასამართლებდნენ დამნაშავე ყმა-გლეხებს, აწამებდნენ მათ, სჭრიდნენ ხელ-ფეხს და ჰკიდებდნენ მუხაზე. სხეულს კი ისროდნენ ტყეში. ამიტომ მას ხალხმა „ხელფეხიან მუხა“ შეარქვა.[8]1887 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი.

1901 წლის მონაცემებით ჯვარცხმის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 7 სოფელს და ცხოვრობდა 4215 ადამიანი.[9] საბჭოთა პერიოდში ეწოდა ჩაისუბანი და შეიქმნა ჩაისუბნის სასოფლო საბჭო, რომელიც მოიცავდა სოფლებს ვაზიანს, ინტაბუეთს და გორაბერეჟოულს. გავრცელებული იყო მეჩაიეობა და მეცხოველეობა. დამოუკიდებლობის შემდეგ ჩაისუბნის თემს გამოაკლდა გორაბერეჟოული. 2012 წელს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება.[10]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 491 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[11] 841
1911[12] Decrease2.svg 807
2002[3] Decrease2.svg 560 258 302
2014[2] Decrease2.svg 491 234 257

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იმერეთის ეპარქიალური კანცელარია, ქსია ხელნაწერი ფონდები N21 საქმე N1909
  2. 2.0 2.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  3. 3.0 3.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №714 2012 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ
  5. ჯვარცხმის ბიბლიოთეკა გაიხსნა
  6. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  7. „ნეოლითის ხანის ძეგლები სოფელ ჯვარცხმაში“, გურია NEWS, გვ ა-6 7 მარტი, 2013
  8. გაზეთი „კვალი“ N39 გვ. 304 — 1897 წ.
  9. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  10. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N714, 2012 წლის 15 აგვისტო
  11. Кавказский календарь на 1910 год
  12. Кавказский календарь на 1912 год