შინაარსზე გადასვლა

ფეხბურთის წესები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფეხბურთის წესები — იმ წესების და ნორმების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ფეხბურთის თამაში და რომელსაც ემორჩილება ყველა მონაწილე პირი. რამდენადაც ცნობილია პირველად მსგავსი წესებით კემბრიჯში, დიდ ბრიტანეთში ითამაშეს.[1] აღნიშნული წესები დგინდება ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ.

საფეხბურთო მოედანი

სათამაშო მოედანს აქვს მართკუთხედის ფორმა. მოედნის მოკლე გვერდები (პარალელური) უნდა იყოს კარის ხაზზე გრძელი.

  • სიგრძე: მინიმუმ 90მ, მაქსიმუმ 120მსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !.
  • სიგანე: მინიმუმ 45 მ, მაქსიმუმ 60 მ

თითოეული კარის ძელების შიგნითა მხრიდან 5.5 მ (6 იარდის) მანძილზე მართობულად კარისა მოედნის შუაგულისაკენ, ივლება ორი ხაზი. 5.5 მ სიგრძეზე ეს ხაზები ერთდება ერთმანეთთან მესამე ხაზით, რომელიც პარალელურია კარის ხაზისა. ზონას, რომელიც შემოისაძღვრება ზემოთხსენებული ხაზებით და კარის ხაზით, ეწოდება კარის მოედანი.

საერთაშორისო მატჩი.

  • სიგრძე: მინიმუმ 100 მ, მაქსიმუმ 110 მ
  • სიგანე: მინიმუმ 64 მ, მაქსიმუმ 75 მ

სათამაშო მოედნის ფართი განისაზღვრება ხაზებით. ეს ხაზები შედის ფართში, რომელთაც ისინი შემოსაზღვრავენ. ორი გრძელი ხაზი, რომელიც საზღვრავს მოედანს, იწოდება გვერდითა ხაზებად, ხოლო ორი მოკლე ხაზი - კარის ხაზად. ხაზის სისქე ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 12 სმ (5 დუიმი). ამის შემდეგ მოედანი იყოფა ზუსტად შუაზე, გვერდითა ხაზების შუაწერტილები ერთდება ერთმანეთთან ხაზით. ამ ხაზის შუაწერტილში კეთდება მოედნის ცენტრის ნიშნული. მის გარშემო შემოიხაზება წრეწირი რადიუსით 9.15 მ (110 იარდი).

საჯარიმო მოედანი არის მოედნის ორივე ნახევარში და აღიწერება შემდეგნაირად: კარის ორივე ძელის შიგნითა მხრიდან 16.5 მ (18 იარდი) სიგრძეზე, კარიოს ხაზის მართობულად, მოედნის სიღრმეში ივლება ორი ხაზი. 16.5 მ სიგრძეზე ეს ხაზები ერთდება მესამე ხაზით, რომელიც პარალელურია კარის ხაზისა. ზონა რომელიც ამგვარად შემოიფარგლა არის საჯარიმო მოედანი. თითოეული საჯარიმო მოედნის შიგნით კეთდება 11 მეტრიანი ნიშნული - კარის ძელების შუაწერტილიდან 11 მეტრის სიღრმეში მოედნის შუაგულისაკენ. საჯარიმო მოედნის გარეთ იხაზება რკალი რადიუსით 9.15 მ, რომლის ცენტრიც არის 11 მეტრიანი ნიშნული.

კარის მოედანი აღინიშნება, მოედნის თითოეული ნახევრის ბოლოში.

მოედნის თითოეულ კუთხეში მაგრდება დროშა, პატარა ძელზე, რომელსაც არ აქვს წვეტიანი თავი, სიმაღლე მაქსიმუმ 1.5 მ. დროშის ძელები შესაძლოა დამაგრებულ იქნას მოედნის შუახაზის ორივე ბოლოში 1 მეტრის დაშორებით გვერდითი ხაზიდან.

თითოეული კუთხის დროშიდან სათამაშო მოედნისაკენ კეთდება წრეწირის მეოთხედი რადიუსით 1 მ.

კარები უნდა იყოს კარის ხაზის შუაში. ისინი შედგებიან ორი ვერტიკალური ძელისაგან, რომლებიც კუთხურის ნიშნულიდან დაშორებულნი არიან თანაბრად, და ზემოდან შეერთებულნი არიან ჰორიზონტალური ძელით. კარის გვერდითა ძელებს შორის მანძილი არის - 7.32 მ (8 იარდი), ხოლო სიმაღლე 2.44 მ (8 ფუტი). ორივე ძელის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 12 სმ-ს. კარის ხაზის სისქე ტოლია ელების სისქისა. ძელების უკან და გრუნტზე დამაგრებულია ბადე, რომელიც უნდა იყოს საიმედოდ დამაგრებული და ისე უნდა იყოს რომ არ უშლიდეს ხელს მეკარეს. ძეები და ხარიხა უნდა იყოს თეთრი ფერის. კარის ძელები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული გრუნტში. გადასატანი ძელების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის შეესაბამება ამ მოთხოვნებს.

ბურთის ხარისხი და პარამეტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლასიკური ფეხბურთის ბურთი

აქვს სფეროს ფორმა;

  • დამზადებულია ტყავისაგან ან სხვა ამ მიზნებისათვის შესაფერისი მასალისაგან;
  • მატჩის დაწყების მომენტში ის იწონის არაუმეტეს 450 გრამისა და არანაკლებ 410 გრამისა;
  • მასში ჰაერის წნევა არის 0.6 - 1.1 ატმოსფერო.

დაზიანებული ბურთის გამოცვლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ ბურთი თამაშის დროს გასკდა ან მიიღო სხვა სახის დაზიანება, მაშინ თამაში წყდება და განახლდება სარეზერვო ბურთის მატჩში სადავოდ აგდების შემდეგ იმ ადგილას რა ადგილასაც იყო დაზიანების მიღების მომენტში. თუ ბურთი გასკდება ან დაზიანდება იმ მომენტში, როდესაც ის არ იყო თამაშში - საწყისი დარტყმისას, კარიდან დარტყმისას, კუთხურის დარტყმამდე, საჯარიმოს დარტყმამდე, თავისუფალ დარტყმამდე, ან 11 მეტრიანის დარტყმამდე და იყო საერთოდ მოედნის გარეთ, მაშინ მატჩი განახლდება შესაბამისად. ბურთი შესაძლებელია იქნას გამოცვლილი მატჩის დროს მხოლოდ მსაჯის მითითებით.

ოფიციალურ შეჯიბრებებზე გამოიყენება მხოლოდ ისეთი საფეხბურთო ბურთები, რომლებიც შეესაბამებიან მაქსიმალურ ტექნიკურ მოთხოვნილებებს, რომლებიც წარმოდგენილი იყო ზემოთ. ფიფას მატჩებზე და იმ ტურნირებზე რომელთაც ორგანიზებას უკეთებს კონფედერაცია, დასაშვებია მხოლოდ იმ ბურთებით თამაში, რომელთაც აქვს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მარკირებათაგანი:

  • ოფიციალური ლოგოტიპი „FIFA APPROVED“ („დაშვებულია ფიფა“);
  • ოფიციალური ლოგოტიპი „FIFA INSPECTED“ („ინსპექტირებული ფიფა“);
  • სიტყვა „INTERNATIONAL MATCHBALL STANDARD“ („ბურთი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“).

ბურთის ასეთი მარკირება მიუთითებს რომ მან გაიარა ოფიციალური შემოწმება და მის შედეგად იგი შეესაბამება ტექნიკურ მოთხოვნილებებს, რომლებიც განსხვავდება თითოეული კატეგორიისათვის და რომლებიც ავსებენ მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნილებებს, ზემოთ ჩამოთვლილთაგან. ჩამონათვალი დამატებითი მოთხოვნილებებისა კატეგორიის მიხედვით უნდა დამტკიცდეს საერთაშორისო საბჭოს მიერ. ფიფა ამტკიცებს შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებიც აწარმოებენ ბურთის შემოწმებას. ეროვნულ ფედერაციებს აქვთ უფლება მოითხოვონ, რომ მათი ტურნირების დროს გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მარკირების მქონე ბურთი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ბურთი უნდა შეესაბამებოდეს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნილებებს.

ფიფას ეგიდის მატჩებზე და იმ მატჩებზე რომლებიც ორგანიზებულია, კონფედერაციის ეგიდით და ეროვნული ფედერაციების ეგიდით, არ დაიშვება არავითარი კომერციული რეკლამა ბურთზე, გარდა ტურნირის ემბლემისა, ტურნირის ორგანიზატორისა და ბურთის მწარმოებლის სავაჭრო მარკისა. ზომა და რაოდენობა ასეთი შტამპებისა შესაძლოა იყოს შეძღუდული ტურნირის რეგლამენტით.

ფეხბურთელთა რაოდენობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არსენალისა და ჩელსის ფეხბურთელების სასტარტო განლაგება, 2002 წლის 4 მაისი

მატჩი ტარდება ორი გუნდის მონაწილეობით, თითოეულში მოთამაშეთა რაოდენობა არის არაუმეტეს 11-სა მეკარის ჩათვლით. მატჩი არ შეიძლება დაიწყოს, თუ რომელიმე გუნდის შემადგენლობაში შედის მხოლოდ 7 ფეხბურთელი.

ოფიციალური შეჯიბრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნებისმიერ მატჩში ოფიციალური ტურნირისა, რომლის ორგანიზებაც ხდება ფიფას ეგიდით, კონფედერაციის და ეროვნული ფედერაციის, დაშვებულია შეცვლა არაუმეტეს სამი ფეხბურთელისა. ტურნირის რეგლამენტში უნდა იყოს შეთანხმებული სათადარიგო ფეხბურთელთა რაოდენობა - სამიდან შვიდამდე. მაგრამ არა 7-ზე მეტი.

სხვა მატჩებში შესაძლოა მოხდეს 5 შეცვლამდე. იმ პირობით რომ:

  • მოთამაშე გუნდები შეთანხმდებიან მაქსიმალურ რაოდენობაზე ცვლილებებისა;
  • მსაჯი ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს მატჩის დაწყებამდე;
  • თუ მსაჯი არ იქნებ ინფორმირებული ამის შესახებ მატჩის დაწყებამდე მაშინ დასაშვები იქნება მხოლოდ 3 ცვლილება.

ნებისმიერ მატჩის დაწყებამდე მსაჯს უნდა ეცნობოს სათადარიგო ფეხბურთელთა გვარები. სხვა ფეხბურთელები ვერ შესძლებენ მატჩში მონაწილეობის მიღებას.

ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის შეცვლისათვის სათადარიგოთა ფეხბურთელით საჭიროა შემდეგი წესების შესრულება:

  • ნებისმიერი ცვლილების შესახებ უნდა ეცნობოს მსაჯს წინასწარ;
  • სათადარიგო ფეხბურთელი მოედანზე გამოდის, მხოლოდ მას შემდეგ რაც შესაცვლელი ფეხბურთელი დატოვებს მოედანს, და მხოლოდ მსაჯის სიგნალის შემდეგ შემოდის შემცვლელი;
  • სათადარიგო ფეხბურთელი შემოდის მოედანზე მხოლოდ მოედნის შუახაზიდან გაჩერებულ თამაშზე;
  • ცვლილება სრულდება სათადარიგო ფეხბურთელის მოედანზე შემოსვლით;
  • ამ მომენტიდან სათადარიგო ფეხბურთელი ხდება ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, ხოლო შეცვლილი ფეხბურთელი აღარ არის ძირითადის ფეხბურთელი;
  • შეცვლილი ფეხბურთელი აღარ იღებს მონაწილოებას მატჩის დარჩენილ ნაწილში;
  • ყველა სათადარიგო ფეხბურთელი ემორჩილება მსაჯს, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ისინი მატჩში.

ნებისმიერი ფეხბურთელი შესაძლოა შეიცვალოს მეკარესთან, შემდეგ პირობებში:

  • მსაჯი ჩაყენებულია საქმის კურსში ცვლილებამდე;
  • ცვლილება ხორციელდება შეჩერებულ თამაშზე;

დარღვევები და დასჯა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ სათადარიგო ფეხბურთელი გამოდის მოედანზე მსაჯის ნებართვის გარეშე:

  • მატჩი ჩერდება;
  • სათადარიგო ფეხბურთელი იღებს გაფრთხილებას ყვითელი ბარათით და მას სთავაზობენ მოედნის დატოვებას;

თამაში განახლდება სადავო ბურთის აგდებით იმ ადგილას რა ადგილასაც იყო ბურთი თამაშის შეწყვეტისას.

თუ ფეხბურთელი უცვლის ადგილს მეკარეს მსაჯის გაფრთხილების გარეშე:

  • თამაში გრძელდება;
  • როდესაც ბურთი უახლოეს მომენტში გავა თამაშიდან, შესაბამისი ფეხბურთელები მიიღებენ ყვითელ ბარათს.

ნებისმიერი სხვა სახის დარღვევისათვის ზემოთ აღნიშნული წესებისა:

  • შესაბამისი ფეხბურთელები მიიღებენ ყვითელ ბარათს.

თუ თამაში შეჩერებულია მსაჯის მიერ ფეხბურთელის გასაფრთხილებლად:

თამაში განახლდება თავისუფალი დარტყმით, რომელიც შესრულდება იმ ფეხბურთელისაგან რომელიც არის მოწინააღმდეგე გუნდში დამრღვევისა, იმ ადგილიდან სადაც ბურთი იმყოფებოდა მატჩის გაჩერების მომენტში.

ძირითადის და სათადარიგო ფეხბურთელების გაგდება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელი, რომელიც გაგდებულია მოედნიდან, პირველი დარტყმის შესრულებამდე, ის შესაძლოა შეიცვალოს სათადრიგო ფეხბურთელით. ცვლილება მატჩის პროტოკოლში შეყვანილი სათადარიგო ფეხბურთელის, ან გაგდებულისა საწყის დარტყმამდე ან მატჩის დაწყების შემდეგ, არ დაიშვება

ეროვნულ ფედერაციებს შეუძლიათ თავისი თვალსაზრისით განსაძღვრონ მინიმალური რაოდენობა ფეხბურთელებისა. მიუხედავად ამისა,საბჭო თვლის რომ, მატჩი არ უნდა გაგრძელდეს თუ რომელიმე გუნდის შემადგენლობაში არის 7 ფეხბურთელზე ნაკლები.

მატჩის მსვლელობისას მწვრთნელს აქვს უფლება მისცეს ფეხბურთელებს ინსტრუქციები, ის და დანარჩენი ოფიციალური პირები ვალდებულნი არიან იყვნენ ტექნიკურ ზონაში. ისინი ვალდებულნი არიან მოიქცნენ კორექტულად და შესაბამისი პასუხისმგებლობით.

ფეხბურთელთა ეკიპირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელმა არ უნდა გამოიყენოს ისეთი ეკიპირება ან არ უნდა ჩაიცვას ისეთი რამ, რაც წარმოადგენს საშიშროებას თავის თავის ან სხვა ფეხბურთელისათვის (მათ შორის ნებისმიერი სახის საიუველირო ნაწარმი).

სავალდებულო ელემენტები ეკიპირებისა ფეხბურთელთათვის არის:

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პაველ ნედვედს აცვია ტიპური საფეხბურთო ფორმა
  • მაისური;
  • ტრუსი - თუ გამოიყენება ტრუსისქვეშ ჩასაცმელიც, მაშინ ის უნდა იყოს იგივე ფერის, რა ფერისაც არის ტრუსი, წინდები, შიტები, ფეხსაცმელი. შიტები მთლიანად იფარება წინდებით, რომელიც დამზადებულია შესაბამისი მასალისაგან (რეზინა, პლასტიკი ან ანალოგიური მასალა);
  • უზრუნველყოფა უსაფრთხოების საკმარის დონისა ;

ფერი თითოეული მეკარის ტანსაცმლისა უნდა გამოარჩევდეს მათ სხვა ფეხბურთელებისაგან, მსაჯებისაგან და დამხმარე მსაჯებისაგან.

დარღვევები/დასჯები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში:

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მატჩის შეჩერების აუცილებლობა არ არის;
  • მსაჯი ავალდებულებს შესაბამის ფეხბურთელს დატოვოს მოედანი თავისი ეკიპირების მწყობრში მოსაყვანად;
  • ფეხბურთელი ტოვებს მოედანს, როდესაც ბურთი მორიგჯერ გადავა მოედნიდან, თუ ამ ხნის განმავლობაში მას ჯერ კიდევ არ მოუყვანია ეკიპირება მწყობრში;
  • ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც დატოვებს მოედანს მსაჯის მოთხოვნით რათა მწყობრში მოიყვანოს თავისი ეკიპირება, ვერ შესძლებს დაუბრუნდეს მოედანს მსაჯის ნებართვის გარეშე;
  • მანამ სანამ ნებას მისცემენ ფეხბურთელს დაუბრუნდეს მოედანს, მსაჯი ამოწმებს მის ეკიპირებას;
  • ფეხბურთელს შეუძლია დაუბრუნდეს მოედანს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ბურთი გავა თამაშიდან;

ფეხბურთელს, რომელიც გაუშვეს მოედნიდან მოცემული წესების არ დაცვის გამო და ფეხბურთელი რომელიც შემოდის მოედანზე (ან რომელიც კვლავ შემოდი) მსაჯის ნებართვის გარეშე, მიეცემა გაფრთხილება ყვითელი ბარათით.

თუ მსაჯი გააჩერებს თამაშს განაჩენის გამოსატანად:

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • თამაში განახლდება თავისუფალი დარტყმით, რომელსაც შეასრულებენ იმ გუნდის მოწინააღმდეგე ფეხბურთელები რომელი გუნდის ფეხბურთელის გამოც შეჩერდა თამაში, და იმ ადგილიდან სადაც იმყოფებოდა ბურთი მატჩის შეჩერების დროს.

ყოველი მატჩი კონტროლირდება მსაჯის მიერ, რომელსაც აქვს ყველა თავისი უფლება დაიცვას წესები მხოლოდ იმ მატჩში რომელზეც დანიშნულია ის. უფლებები და ვალდებულებები მსაჯისა:

  • თამაშის წესების დაცვის უზრინველყოფა;
  • აკონტროლოს მატჩის მსვლელობა დამხმარე მსაჯებთან ერთად, და აგრეთვე თუ საჭიროა სათადარიგო მსაჯთანაც;
  • უზრუნველყოს თითოეული გამოყენებული ბურთის შესაბამისობაში ყოფნა სტანდარტებთან;
  • უზრუნველყოფა ფეხბურთელთა ეკიპირების შესაბამისობაში ყოფნისა წესებთან;
  • აწარმოებს ქრონომეტრაჟს თამაშისა და მატჩის ჩაწერას;
  • თავისი შეხედულებისამებრ აჩერებს, დროებით წყვეტს ან საერთოდ აჩერებს მატჩს ნებისმიერი დარღვევისა წესების;
  • აჩერებს, დროებით წყვეტს ან საერთოდ აჩერებს მატჩს ნებისმიერი გვერდითი ჩარევის შემთხვევაში;
  • აჩერებს მატჩს, თუ, მისი აზრით, ფეხბურთელმა მიიღო სერიოზული ტრავმა, და უზურნველყოფს მის გაყვანას/გატანას მოედნის გარეთ; თუ ფეხბურთელმა, მისი აზრით, მიიღო მხოლოდ უმნიშვნელო ტრავმა, მაშინ აგრძელებს თამაშს ბურთის თამაშიდან გამოსვლამდე;
  • უზრუნველყოფს, რომ ფეხბურთელმა დატოვოს მოედანი სისხლდენის შემთხვევაში. ფეხბურთელს შეუძლია დაბრუნდეს მოედანზე მხოლოდ მსაჯის სიგნალის შემდეგ, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი დარწმუნდება რომ სისხლდენა შეჩერებულია. აძლევს თამაშის გაგრძელების საშუალებას, როდესაც გუნდი რომლის წინააღმდეგაც დაირღვა წესი, მიიღებს ხეირს უპირატესობისაგან, და სჯის თავდაპირველი დარღვევისათვის, თუ სავარაუდო უპირატეობით ვერ ისარგებლეს;
მსაჯი ფეხბურთელს უჩვენებს წითელ ბარათს
  • როდესაც ფეხბურთელი ერთდროულად არღვევს ერთზე მეტ წესს, ის ისჯება ამ დარღვევებიდან უარესისათვის;
  • იღებს გადაწყვეტილებებს დისციპლინარული მოქმედებისათვის ფეხბურთელების მიმართ, რომლებმაც დაარღვიეს წესი, და იმსახურებენ ყვითელ ბარათს ან გაგდებას. ის არ არის ვალდებული მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ, მან უნდა გააკეთოს ეს მას შემდეგ რაც ბურთი გამოვა თამაშიდან;
  • იღებს ზომებს ოფიციალური პირების მისამართით, რომლებიც იქცევიან არაკორექტულად, და შაეუძლია შეხედულებისაამებრ გააგდოს ისინი მოედნის შესაბამისის ზონიდან;
  • მოქმედებს დამხმარე მსაჯებისრეკომენდაციების მიხედვით იმ ინციდენტებთან დაკავშირებით, რომელთა დანახვაც მან ვერ შესძლო;
  • უზრუნველყოფს, რომ უცხო პირებმა ვერ შესძლონ მოედანზე შემოსვლა;
  • აგრძელებს მატჩს მისი შეჩერების შემდეგ;
  • წარუდგენს შესაბამის ორგანოებს მატჩის რაპორტს, რომელშიც შედის ინფორმაცია ყველა მიღებულ დისციპლინარულ საკითხებზე ფეხბურთელთა და/ან ოფიციალურ პირთა მიმართ, აგრეთვე ყველა სხვა ინციდენტების შესახებ, რომელიც მოხდა მატჩამდე, მატჩის დროს ან მატჩის შემდეგ.
დამხმარე მსაჯი ძირითადს ამცნობს თამაშგარე მდგომარეობას

ინიშნება ორი თანაშემწე მსაჯისა, ვის მოვალეობებშიც შედის (მსაჯის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული) სიგნალის მიცემა:

  • როდესაც ბურთი მთლიანად გადავა მოედნის ფარგლებიდან;
  • თუ რომელიმე გუბდი მოიპოვებს კუთხურის ჩაწოდების, კარიდან დარტყმის ან ბურთის აგდების უფლებას;
  • როდესაც ფებხურთელი შესაძლოა დასასჯელი იყოს თამაშგარეში ყოფნისათვის, როდესაც არის თხოვნა ფეხბურთელის ცვლილებისა;
  • შემთხვევებში არადისციპლინირებული ქცევის დროს ან ნებისმეირი სხვა ინციდნეტისას, რომელიც ხდება მთავარი მსაჯის მხედველობის არის გარეთ.

დამხმარე მსაჯები აგრეთვე ეხმარებიან ძირითად მსაჯს ჩატარდეს მატჩი წესების სრული დაცვით. უსაფუძვლო ან არაკორექტული ჩარევის შემთხვევაში მთავარი მსაჯი ათავისუფლებს თანაშემწეს მისი მოვალეობებიდან და აგზავნის რაპორტს შესაბამის ორგანოში.

თამაშის ხანგრძლივობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშის ხანგრძლივობა - არის 2 ტოლი 45 წუთიანი ტაიმი (თუ მსაჯი და ორივე მონაწილე გუნდი მატჩისა არ შეთანხმებულა სხვა ვარიანტზე). ნებისმიერი შეთანხმება ხანგრძლივობის ცვლილებაზე (მაგალითად, თითოეული ტაიმის 40 წუთამდე შემცირება განათების დაბალი დონის გამო) უნდა იყოს მიღწეული თამაშის დაწყებამდე და უნდა შეესაბამებოდეს ტურნირის წესებს.

შესვენება ტაიმებს შორის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთელებს აქვს უფლება შეისვენონ ტაიმებს შორის არაუმეტეს 15 წუთისა. რეგლამენტში ტურნირისა უნდა იყოს მითითებული ხანგრძლივობა ტაიმებს შორის შესვენებისა. შესვენების ხანგრძლივობა ტაიმებს შორის შესაძლოა შეიცვალოს მხოლოდ მსაჯთან შეთანხმების შედეგად.

ნებისმიერ ტაიმს ემატება განსაზღვრული დრო, რომელიც დაიკარგა:

  • შეცვლაზე (შეცვლებზე);
  • ფეხბურთელთა ტრავმების სერიოზულობის შეფასებაზე;
  • ტრავმირებული ფეხბურთელების ტრანსპორტირებაზე მოედნიდან სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად;
  • დროის ხელოვნურად გაწელვისათვის;
  • ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო.

დამატებითი დროის ხანგრძლივობას განსაძღვრავს მხოლოდ მსაჯი.

კოტ-დ’ივუარის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ურტყამს თერთმეტმეტრიანს

11 მეტრიანი დარტყმის შესასრულებლად, რომელიც დანიშნულია რომელიმე ტაიმის ბოლოს ძირითადი ან დამატებითი დროისა, გამოიყოფა დამატებითი დრო.

ტურინირის რეგლამენტში შესაძლოა იყოს გათვალისწინებული შესაძლებლობა დამატებითი ტაიმებისა.

დაუსრულებელი მატჩი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაუსრულებელი მატჩი გადაითამაშება, თუ ტურნირის წესებში არ შედის სხვა სანქცია ან წესი.

დაწყება და განახლება თამაშისა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინასწარი პირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფეხბურთო მატჩი იწყება საწყისი დარტყმის მეშვეობით

მატჩის დაწყების წინ ტარდება კენჭისყრა, და ერთ-ერთი გუნდი იღებს უფლებას კარის არჩევისა, რომლის მხარესაც შეუტევს იგი პირველ ტაიმში. მოწინააღმდეგე გუნდს კი შეყავს ბურთი თამაშში. გუნდი, რომელიც ირჩევს კარს, იწყებს თამაშს მეორე ტაიმში. მეორე ტაიმში გუნდები ცვლიან მხარეებს.

საწყისი დარტყმა - ეს არის მატჩის დაწყების ან განახლების საშუალება:

  • მატჩის დასაწყისში;
  • გატანილი გოლის შემდეგ;
  • მეორე ტაიმის დასაწყისში;
  • თითოეული ტაიმის დასაწყისში დამატებითი დროისა, თუ დაინიშნება.

გოლი, გატანილი უშუალოდ საწყისი დარტყმით, ითვლება.

  • ყველა ფეხბურთელი არის თავის ნახევარზე თამაშის დაწყებისას;
  • ფეხბურთელები გუნდისა, რომლებმაც ვერ მიიღეს საწყისი დარტყმის შესრულების უფლება, არიან არა ნაკლებ 9.15 მ დაშორებით ბურთისაგან, მანამ სანამ, ბურთი არ შევა თამაშში;
  • ბურთი არის უმოძრაოდ მოედნის ცენტრში;
  • მსაჯი აძლევს სიგნალს;
  • ბურთი არის თამაშში, როდესაც მას დაარტყამს და წავა წინ;
  • საწყისი დარტყმის შემსრულებელს არ აქვს უფლება მეორედ შეეხოს ბურთს მანამ სანამ, ბურთი არ შეეხება სხვა ფეხბურთელს.

ერთ-ერთი გუნდის მიერ გოლის გატანის შემდეგ, საწყისი დარტყმა სრულდება მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის მიერ.

დარღვევები/დასჯებიი

თუ საწყისი დარტყმის შემსრულებელი მეორედ შეეხება ბურთს, ისე რომ მანამდე არავის არ შეხებია ბურთი, მაშინ ინიშნება თავისუფალი დარტყმა, რომელიც სრულდება მოწინააღმდეგე გუნდის მიერ, იმ ადგილიდან სადაც მოხდა დარღვევა. ნებისმიერი სხვა დარღვევისათვის ამ საწყისი დარტყმის შესრულების პროცედურებისა, ხელახლა ინიშნება საწყისი დარტყმა.

"სადავო ბურთი" - ეს არის საშუალება თამაშის განახლებისა დროებით შეჩერების შემდეგ, რომელიც საჭირო გახდა იმ დროს, როდესაც ბურთი არ იყო თამაშში, - ნებსმიერი მიზეზით, რომელიც არ არის გათვლაისწინებული თამაშის წესებში.

  • მსაჯი აგდებს ბურთს იმ ადგილას, სადაც ის მდებარეობდა მატჩის შეწყვეტის მომენბტში;
  • თამაში ნახლდება ბურთის მიწასთან შეხების მომენტში.

დარღვევები/დასჯები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადავო ბურთის გათამაშება მეორდება:

  • თუ ფეხბურთელი შეეხება ბურთს მანამ სანამ ბურთი შეეხება მიწას;
  • თუ ბურთი გავა მოედნის გარეთ მიწასთან შეხების შემდეგ, ისე რომ არც ერთი ფეხბურთელი მას არ შეეხება.

ბურთი თამაშშია და თამაშგარეშია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურთი თამაშგარეშია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურთი ითვლება თამაშიდან გასულად, თუ:

  • ის მთლიანად გადაკვეთს კარის ან გვერდითა ხაზს - მიწაზე ან ჰაერში;
  • თამაშში შეჩერებულ იქნა მსაჯის მიერ.

დანარჩენი დროის განმავლობაში ბურთი არის თამაშში, იმ შემთხვევების ჩათვლით, როცა:

  • ის აისხლიტება კარის ძელებიდან, ხარიხიდან ან კუთხურის ალმიდან და რჩება მოედანზე;
  • ის აისხლიტება მსაჯიდან ან დამხმარე მსაჯებისაგან, თუ ისინი არიან მოედნის ფარგლებში.