შინაარსზე გადასვლა

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 (უმაღლესი ლიგა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 (უმაღლესი ლიგა)
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 (უმაღლესი ლიგა)
ტურნირის დეტალები
ადგილი საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
      ქალაქები 12
      სტადიონები 16
ტურნირის ვადები 7 აპრილი11 ნოემბერი
მონაწილე 16
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი საქართველოს სსრ–ის დროშა თბილისის „დინამო“
მეორე ადგილი უკრაინის სსრ-ის დროშა კიევის „დინამო“
მესამე ადგილი უკრაინის სსრ-ის დროშა დონეცკის „შახტიორი“
ტურნირის სტატისტიკა
მატჩები 240
გოლები 560  (2.33 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ი გიორგი იარცევი  (19 გოლი)
საუკეთესო მოთამაშე რამაზ შენგელია

საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 1978 (უმაღლესი ლიგა)საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველობის რიგით 41-ე გათამაშება. დაიწყო 7 აპრილს და დასრულდა 11 ნოემბერს. გამარჯვებული გახდა თბილისის „დინამო“, რომელმაც მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. მეორე ადგილზე გავიდა კიევის „დინამო“, მესამეზე — დონეცკის „შახტიორი“.

უმაღლესი ლიგის 1978 წლის საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ხანგრძლივობამ შეადგინა 219 კალენდარული დღე — 7 აპრილიდან 11 ნოემბრის ჩათვლით. ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა 240 მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან 131 — მასპინძლებმა მოიგეს, 59 შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო 50 შეხვედრაში წარმატებას სტუმრებმა მიაღწიეს. ჩემპიონატის განმავლობაში გატანილი 560 გოლიდან პირველ წრეში 274 გოლი გავიდა, ხოლო მეორეში — 286. მასპინძლებმა გაიტანეს 354 ბურთი, სტუმრებმა — 206. 41-ე ჩემპიონატის პირველი გოლი მოსკოვის „დინამოს“ მეკარე ნიკოლოზ გონტარის კარში დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ თავდამსხმელმა ვლადიმერ კუცევმა[1] გაიტანა.[2]

ჩემპიონატის ფარგლებში გატანილი ბურთები სულ — 155 ფეხბურთელის ანგარიშზეა. აქედან 149 მოთამაშემ მეტოქეთა კარი, ხოლო ექვსმა — საკუთარი კარი აიღო. 41-ე ჩემპიონატში გატანილი ავტოგოლის ავტორები გახდნენ შემდეგი ფეხბურთელები: კონკოვი („დინამო“ კიევი), კალაიჩევი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), ნოვიკოვი („დინამო“ მოსკოვი), გრიგორიევი (ცსკა მოსკოვი), ოლშანსი (ცსკა მოსკოვი) და რახმანოვი („ნეფთჩი“ ბაქო). ჩემპიონატზე ყველაზე ნაკლები ფეხბურთელი მოსკოვის „დინამოსა“ და დონეცკის „შახტიორის“ შემადგენლობაში გამოვიდა მოედანზე (18–18), ხოლო ყველაზე მეტი (26) — მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში. თბილისის დინამოელთა ღირსება საკავშირო პირველობაზე 24-მა ფეხბურთელმა დაიცვა. სულ დაინიშნა 64 პენალტი, რომელთაგან კარის აღებით დასრულდა — 44. არარეალიზებული 20 თერთმეტმეტრიანიდან ძელს მოხვდა — 2, კარს ასცდა — 7, ხოლო 11 შემთხვევაში მეკარეებმა იმარჯვეს. მათ შორის, რომენსკიმ და იურკოვსკიმ სამ-სამჯერ, ორდაბაევმა — ორჯერ, ზარაპინმა, სტიჟევსკიმ და სივუხამ — თითოჯერ. 41-ე ჩემპიონატის ყველაზე მეტი ბურთი გავიდა მესამე ტურში — 28, ყველაზე ნაკლები კი პირველ და მერვე ტურებში — 10–10. საკუთარ მინდორზე მარცხი არ განუცდია მხოლოდ თბილისის „დინამოს“. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც თბილისელებმა 1975 წლის 11 სექტემბერს წააგეს შინ ვოროშილოვგრადის „ზარიასთან“ (2–3), მათ საკავშირო პირველობის 49 მატჩი ჩაატარეს თბილისში, რომელთაგან 33 მოიგეს და 16 ფრედ დაამთავრეს, ბურთების შეფარდებით — 90–27. ამიერკავკასიის გუნდებთან ყველაზე მეტი ქულა აიღო მოსკოვის „ტორპედომ“ — 10 ქულა 12 შესაძლებლიდან, მაგრამ თბილისის „დინამოსთან“ მოპოვებული ერთი ქულა „ტორპედოს“ არ ჩაეთვალა. მოსკოვის გუნდებთან ყველაზე მეტი მოაგროვა კიევის „დინამომ“ — 15 ქულა 20 შესაძლებლიდან. უკრაინის გუნდებთან ყველაზე მეტი ქულა აიღო თბილისის „დინამომ“ — 16 ქულა 20-დან. თბილისის „დინამოს“ მატჩები ყველაზე მეტჯერ იმსაჯა მოსკოველმა ე. შკლოვსკიმ — 5-ჯერ. სამ-სამჯერ იმსაჯეს მ. სტუპარმა (ივანო-ფრანკოვსკი), ა. ივანოვმა (ლენინგრადი), ვ. ლიპატოვმა (მოსკოვი) და ვ. ბასკაკოვმა (მოსკოვი). აღსანიშნავია, რომ ბასკაკოვის მსაჯობისას თბილისელებმა სამივე მატჩი მოიგეს. თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გამართულ 15 შეხვედრაში გავიდა 39 ბურთი, აქედან 31 გაიტანეს თბილისელებმა (18 — ჩრდილოეთის, ხოლო 13 — სამხრეთის კარში). სტუმრებმა ბურთები ორივე კარში თანაბრად გაიტანეს — 4–4. სტადიონის საუკეთესო ბომბარდირი 9 გატანილი ბურთით გახდა რამაზ შენგელია. თბილისის „დინამომ“ მეტოქეებთან ყველაზე მეტი შეხვედრა ანგარიშით 1–0 დაამთავრა. ამ შეხვედრებიდან გუნდმა 5 მატჩი მოიგო და 4 დათმო. ყველაზე იღბლიანი თბილისის დინამოელთათვის იყო 49-ე წუთი, როცა მათ მეტოქეთა კარში სამი ბურთი გაიტანეს (შენგელიამ „ჩერნომორეცთან“ და „ნეფთჩისთან“ და დარასელიამ „ფახთაქორთან“. არცერთ კალენდარულ მატჩში 49-ე წუთზე თბილისელებს გოლი არ გაუშვიათ. თბილისის დინამოელთაგან მეცხრე ტურამდე მეტოქეთა კარში გოლები მხოლოდ ყიფიანსა და შენგელიას ჰქონდათ გატანილი. დონეცკელი ნიკოლოზ ლატიში[3] ერთადერთია, რომელმაც თბილისის „დინამოს“ კარში ბურთი გაიტანა თბილისშიც[4] და შინაც.[5] რამაზ შენგელიამ თბილისშიც და სტუმრადაც ბურთები გაიტანა მოსკოვის გუნდებთან — „სპარტაკთან“ და ცსკა-სთან.[6][7] თბილისის დინამოელებმა 4 ისეთი მატჩი მოიგეს, სადაც თავიდან მოწინააღმდეგე იყო წინ: „ჩერნომორეცთან“ — 2–1 (0–1), „ქაირათთან“ — 2–1 (0–1), ცსკა-სთან — 2–1 (0–1) და „ზარიასთან“ — 2–1 (0–1). აღსანიშნავია, რომ „ქაირათთან“, ცსკა-სთან და „ზარიასთან“ დინამოელები სტუმრად თამაშობდნენ. თბილისელთა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა ვოროშილოვგრადელებთან მატჩში გაიტანა თბილისის „დინამოს“ 1700-ე გოლი.[8] თბილისის დინამოელებმა ქულათა მაქსიმუმი აიღეს შემდეგ გუნდებთან შეხვედრაში: „ჩერნომორეცი“ (2–1, 1–0), „ქაირათი“ (2–1, 1–0), „დნეპრი“ (1–0, 1–0), ცსკა (2–1, 4–1), „ზარია“ (4–1, 2–1).

გუნდი გბ მბ ბს კვალიფიკაცია ან დაქვეითება
„დინამო“ თბილისი 30 17 8 5 45 24 +21 42
კვალიფიკაცია ჩემპიონთა თასზე
„დინამო“ კიევი 30 15 9 6 42 20 +22 38 კვალიფიკაცია უეფა-ს თასზე (-1)
„შახტიორი“ დონეცკი 30 16 5 9 42 31 +11 37
4 „დინამო“ მოსკოვი 30 14 10 6 37 23 +14 36
კვალიფიკაცია თასების თასზე
(-2)
5 „სპარტაკი“ მოსკოვი 30 14 5 11 42 33 +9 33
6 „ცსკა“ მოსკოვი 30 14 4 12 36 40 −4 32
7 „ჩერნომორეცი“ ოდესა 30 12 10 8 41 26 +15 32 (-2)
8 „ტორპედო“ მოსკოვი 30 11 11 8 36 29 +7 30 (-3)
9 „ზარია“ ვოროშილოვგრადი 30 9 8 13 38 44 −6 26
10 „ზენიტი“ ლენინგრადი 30 9 8 13 31 46 −15 26
11 „ფახთაქორი“ ტაშკენტი 30 9 8 13 42 43 −1 26
12 „კაირათი“ ალმათი 30 9 7 14 29 41 −12 25
13 „ნეფთჩი“ ბაქო 30 8 7 15 28 39 −11 23
14 „არარატი“ ერევანი 30 8 6 16 20 42 −22 22
15 „ლოკომოტივი“ მოსკოვი 30 7 9 14 26 40 −14 2 (-1)
16 „დნეპრი“ დნეპროპეტროვსკი 30 9 3 18 25 39 −14 21
დაქვეითება პირველ ლიგაში
ტურის ნომერი / გუნდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
„დინამო“ თბილისი 1 1 3 3 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1 1
„დინამო“ კიევი 8 13 15 10 6 5 6 8 8 4 5 5 5 5 6 5 7 7 7 7 7 5 4 5 5 4 2 2 2 2
„შახტიორი“ დონეცკი 2 2 2 2 3 6 2 4 2 3 3 2 2 2 3 2 2 2 2 2 2 2 2 2 2 2 4 4 3 3
„დინამო“ მოსკოვი 13 11 13 9 5 3 4 5 5 7 6 7 6 4 5 6 5 6 5 4 5 6 5 4 3 3 3 3 4 4
„ცსკა“ მოსკოვი 14 15 10 7 12 8 5 2 3 2 2 3 4 6 4 4 3 3 3 6 6 7 8 8 8 8 8 8 6 6
„ჩერნომორეცი“ ოდესა 12 5 8 12 8 9 7 3 4 6 4 4 3 3 2 3 4 4 4 3 3 3 3 3 4 5 5 5 7 7
„ტორპედო“ მოსკოვი 11 7 1 1 2 2 3 7 7 5 7 6 8 9 8 7 6 5 6 5 4 4 6 6 6 6 6 6 8 8
თარიღი ტური გუნდი №1 ანგარიში გუნდი №2
07.04.1978 1 „დნეპრი“ 1:0 (1:0) „დინამო“ (მ.)
08.04.1978 1 „ნეფთჩი“ 0:0 „ტორპედო“ (მ.)
08.04.1978 1 „ფახთაქორი“ 1:0 (0:0) „ცსკა“
08.04.1978 1 „დინამო“ (თბ.) 2:0 (1:0) „სპარტაკი“
08.04.1978 1 „შახტარი“ 2:0 (1:0) „ზარია“
08.04.1978 1 „არარატი“ 0:0 „ზენიტი“
08.04.1978 1 „ჩერნომორეცი“ 0:0 „დინამო“ (კ.)
08.04.1978 1 „კაირათი“ 2:2 (1:1) „ლოკომოტივი“
12.04.1978 2 „ფახთაქორი“ 1:1 (1:1) „ლოკომოტივი“
12.04.1978 2 „კაირათი“ 1:0 (1:0) „ცსკა“
12.04.1978 2 „დინამო“ (თბ.) 1:0 (0:0) „დინამო“ (კ.)
12.04.1978 2 „არარატი“ 0:1 (0:0) „ტორპედო“ (მ.)
12.04.1978 2 „ნეფთჩი“ 0:1 (0:0) „ზენიტი“
12.04.1978 2 „ჩერნომორეცი“ 2:1 (1:0) „სპარტაკი“
12.04.1978 2 „დნეპრი“ 0:2 (0:0) „ზარია“
20.04.1978 3 „ლოკომოტივი“ 2:1 (1:0) „ნეფთჩი“
21.04.1978 3 „ტორპედო“ (მ.) 4:0 (1:0) „კაირათი“
22.04.1978 3 „დინამო“ (კ.) 1:2 (1:0) „შახტარი“
22.04.1978 3 „ზარია“ 2:1 (1:1) „ჩერნომორეცი“
22.04.1978 3 „ზენიტი“ 5:4 (1:2) „ფახთაქორი“
22.04.1978 3 „სპარტაკი“ 1:0 (0:0) „დნეპრი“
23.04.1978 3 „ცსკა“ 2:1 (0:1) „არარატი“
24.04.1978 3 „დინამო“ (მ.) 1:1 (1:0) „დინამო“ (თბ.)
26.04.1978 4 „ტორპედო“ (მ.) 3:0 (0:0) „ზენიტი“
27.04.1978 4 „არარატი“ 1:0 (1:0) „ნეფთჩი“
27.04.1978 4 „კაირათი“ 3:2 (0:0) „ფახთაქორი“
27.04.1978 4 „ცსკა“ 2:1 (2:0) „ლოკომოტივი“
27.04.1978 4 „შახტარი“ 2:1 (0:0) „დნეპრი“
28.04.1978 4 „დინამო“ (კ.) 3:0 (1:0) „სპარტაკი“
28.04.1978 4 „დინამო“ (მ.) 2:1 (1:0) „ზარია“
28.04.1978 4 „დინამო“ (თბ.) 2:1 (0:0) „ჩერნომორეცი“
02.05.1978 5 „დნეპრი“ 0:1 (0:0) „დინამო“ (თბ.)
02.05.1978 5 „ლოკომოტივი“ 0:0 „ტორპედო“ (მ.)
02.05.1978 5 „ჩერნომორეცი“ 1:0 (0:0) „შახტარი“
02.05.1978 5 „ნეფთჩი“ 1:0 (1:0) „კაირათი“
02.05.1978 5 „ზარია“ 1:2 (0:2) „დინამო“ (კ.)
02.05.1978 5 „ფახთაქორი“ 2:0 (1:0) „არარატი“
02.05.1978 5 „ზენიტი“ 2:1 (1:0) „ცსკა“
03.05.1978 5 „სპარტაკი“ 1:2 (0:1) „დინამო“ (მ.)
07.05.1978 6 „ნეფთჩი“ 1:0 (0:0) „შახტარი“
07.05.1978 6 „ტორპედო“ (მ.) 2:2 (1:0) „სპარტაკი“
08.05.1978 6 „დინამო“ (მ.) 3:1 (0:0) „ლოკომოტივი“
09.05.1978 6 „დინამო“ (კ.) 1:0 (0:0) „ზენიტი“
09.05.1978 6 „დნეპრი“ 0:1 (0:0) „არარატი“
09.05.1978 6 „ფახთაქორი“ 3:0 (2:0) „დინამო“ (თბ.)
09.05.1978 6 „ცსკა“ 2:1 (1:0) „ზარია“
09.05.1978 6 „ჩერნომორეცი“ 1:1 (0:1) „კაირათი“
18.05.1978 7 „ლოკომოტივი“ 1:1 (1:0) „დინამო“ (კ.)
18.05.1978 7 „ზარია“ 3:0 (1:0) „ტორპედო“ (მ.)
18.05.1978 7 „დინამო“ (თბ.) 1:0 (1:0) „ნეფთჩი“
18.05.1978 7 „ზენიტი“ 1:1 (0:1) „დინამო“ (მ.)
18.05.1978 7 „შახტარი“ 2:1 (1:1) „ფახთაქორი“
18.05.1978 7 „კაირათი“ 1:0 (0:0) „დნეპრი“
18.05.1978 7 „არარატი“ 0:2 (0:1) „ჩერნომორეცი“
19.05.1978 7 „სპარტაკი“ 1:2 (1:1) „ცსკა“
22.05.1978 8 „ლოკომოტივი“ 0:0 „ზენიტი“
23.05.1978 8 „არარატი“ 1:0 (0:0) „კაირათი“
23.05.1978 8 „დინამო“ (თბ.) 1:1 (1:1) „შახტარი“
23.05.1978 8 „ზარია“ 0:0 „სპარტაკი“
23.05.1978 8 „ნეფთჩი“ 0:2 (0:1) „ფახთაქორი“
23.05.1978 8 „ცსკა“ 2:1 (0:0) „ტორპედო“ (მ.)
23.05.1978 8 „ჩერნომორეცი“ 2:0 (0:0) „დნეპრი“
24.05.1978 8 „დინამო“ (მ.) 0:0 „დინამო“ (კ.)
28.05.1978 9 „შახტარი“ 2:0 (0:0) „არარატი“
28.05.1978 9 „კაირათი“ 1:2 (1:1) „დინამო“ (თბ.)
28.05.1978 9 „ზენიტი“ 1:1 (0:0) „ზარია“
28.05.1978 9 „ფახთაქორი“ 1:1 (0:0) „ჩერნომორეცი“
28.05.1978 9 „სპარტაკი“ 1:0 (0:0) „ლოკომოტივი“
28.05.1978 9 „დნეპრი“ 3:1 (0:1) „ნეფთჩი“
29.05.1978 9 „ტორპედო“ (მ.) 0:0 „დინამო“ (მ.)
29.05.1978 9 „დინამო“ (კ.) 0:0 „ცსკა“
01.06.1978 10 „ლოკომოტივი“ 1:0 (1:0) „დნეპრი“
02.06.1978 10 „ტორპედო“ (მ.) 1:0 (0:0) „დინამო“ (თბ.)
03.06.1978 10 „არარატი“ 1:4 (0:2) „დინამო“ (კ.)
03.06.1978 10 „ზენიტი“ 0:0 „ჩერნომორეცი“
03.06.1978 10 „კაირათი“ 1:0 (1:0) „დინამო“ (მ.)
03.06.1978 10 „ნეფთჩი“ 3:1 (0:1) „სპარტაკი“
03.06.1978 10 „ფახთაქორი“ 0:1 (0:1) „ზარია“
03.06.1978 10 „ცსკა“ 1:0 (0:0) „შახტარი“
11.06.1978 11 „დინამო“ (თბ.) 3:1 (0:0) „ზენიტი“
11.06.1978 11 „ჩერნომორეცი“ 2:1 (1:0) „ტორპედო“ (მ.)
11.06.1978 11 „სპარტაკი“ 3:0 (2:0) „არარატი“
11.06.1978 11 „შახტარი“ 2:1 (0:0) „ლოკომოტივი“
11.06.1978 11 „ზარია“ 2:2 (1:0) „კაირათი“
11.06.1978 11 „დნეპრი“ 1:2 (1:1) „ცსკა“
11.06.1978 11 „დინამო“ (კ.) 1:1 (0:0) „ნეფთჩი“
12.06.1978 11 „დინამო“ (მ.) 1:0 (1:0) „ფახთაქორი“
16.06.1978 12 „ტორპედო“ (მ.) 1:1 (0:1) „ფახთაქორი“
17.06.1978 12 „არარატი“ 0:0 „დინამო“ (თბ.)
17.06.1978 12 „დინამო“ (კ.) 5:1 (1:0) „დნეპრი“
17.06.1978 12 „დინამო“ (მ.) 2:3 (1:2) „ჩერნომორეცი“
17.06.1978 12 „ზარია“ 1:2 (1:1) „ლოკომოტივი“
17.06.1978 12 „ზენიტი“ 3:1 (0:1) „სპარტაკი“
17.06.1978 12 „კაირათი“ 0:1 (0:1) „შახტარი“
18.06.1978 12 „ცსკა“ 1:1 (0:0) „ნეფთჩი“
25.06.1978 13 „ლოკომოტივი“ 0:3 (0:1) „ჩერნომორეცი“
26.06.1978 13 „არარატი“ 1:4 (0:1) „დინამო“ (მ.)
26.06.1978 13 „ზენიტი“ 2:2 (0:1) „დნეპრი“
26.06.1978 13 „კაირათი“ 0:0 „დინამო“ (კ.)
26.06.1978 13 „ნეფთჩი“ 2:1 (0:1) „ზარია“
26.06.1978 13 „ფახთაქორი“ 1:3 (1:1) „სპარტაკი“
26.06.1978 13 „ტორპედო“ (მ.) 1:2 (1:0) „შახტარი“
27.06.1978 13 „ცსკა“ 1:2 (1:0) „დინამო“ (თბ.)
30.06.1978 14 „სპარტაკი“ 4:1 (1:0) „კაირათი“
01.07.1978 14 „შახტარი“ 1:0 (0:0) „ზენიტი“
01.07.1978 14 „დინამო“ (თბ.) 2:0 (0:0) „ლოკომოტივი“
01.07.1978 14 „დნეპრი“ 2:0 (2:0) „ტორპედო“ (მ.)
01.07.1978 14 „დინამო“ (მ.) 1:0 (0:0) „ნეფთჩი“
01.07.1978 14 „დინამო“ (კ.) 2:2 (1:1) „ფახთაქორი“
01.07.1978 14 „ჩერნომორეცი“ 4:0 (2:0) „ცსკა“
01.07.1978 14 „ზარია“ 1:0 (0:0) „არარატი“
08.07.1978 15 „ლოკომოტივი“ 2:1 (2:1) „არარატი“
09.07.1978 15 „დინამო“ (კ.) 0:2 (0:1) „ტორპედო“ (მ.)
09.07.1978 15 „დინამო“ (მ.) 1:2 (1:0) „ცსკა“
09.07.1978 15 „დინამო“ (თბ.) 4:1 (3:0) „ზარია“
09.07.1978 15 „ზენიტი“ 2:1 (1:0) „კაირათი“
09.07.1978 15 „ნეფთჩი“ 0:0 „ჩერნომორეცი“
09.07.1978 15 „ფახთაქორი“ 1:1 (0:1) „დნეპრი“
10.07.1978 15 „სპარტაკი“ 2:0 (2:0) „შახტარი“
14.07.1978 16 „ტორპედო“ (მ.) 2:1 (0:1) „ლოკომოტივი“
15.07.1978 16 „არარატი“ 1:0 (1:0) „ფახთაქორი“
15.07.1978 16 „დინამო“ (კ.) 4:1 (2:1) „ზარია“
15.07.1978 16 „დინამო“ (მ.) 0:0 „სპარტაკი“
15.07.1978 16 „დინამო“ (თბ.) 1:0 (1:0) „დნეპრი“
15.07.1978 16 „კაირათი“ 0:0 „ნეფთჩი“
15.07.1978 16 „შახტარი“ 3:1 (1:0) „ჩერნომორეცი“
16.07.1978 16 „ცსკა“ 2:1 (0:1) „ზენიტი“
21.07.1978 17 „ლოკომოტივი“ 1:1 (1:1) „ცსკა“
22.07.1978 17 „სპარტაკი“ 0:1 (0:1) „ტორპედო“ (მ.)
22.07.1978 17 „ფახთაქორი“ 1:0 (1:0) „კაირათი“
22.07.1978 17 „ზენიტი“ 1:0 (0:0) „დინამო“ (კ.)
22.07.1978 17 „ნეფთჩი“ 2:0 (1:0) „არარატი“
22.07.1978 17 „ჩერნომორეცი“ 0:1 (0:1) „დინამო“ (თბ.)
22.07.1978 17 „დნეპრი“ 1:2 (1:1) „შახტარი“
22.07.1978 17 „ზარია“ 0:1 (0:1) „დინამო“ (მ.)
28.07.1978 18 „ცსკა“ 3:1 (3:1) „ფახთაქორი“
29.07.1978 18 „დნეპრი“ 0:2 (0:1) „სპარტაკი“
29.07.1978 18 „ზენიტი“ 0:1 (0:1) „არარატი“
29.07.1978 18 „ტორპედო“ (მ.) 1:0 (1:0) „ნეფთჩი“
29.07.1978 18 „ჩერნომორეცი“ 1:1 (1:0) „ზარია“
30.07.1978 18 „დინამო“ (თბ.) 1:1 (0:0) „დინამო“ (მ.)
30.07.1978 18 „ლოკომოტივი“ 0:2 (0:2) „კაირათი“
30.07.1978 18 „შახტარი“ 2:0 (2:0) „დინამო“ (კ.)
02.08.1978 19 „არარატი“ 3:0 (1:0) „ცსკა“
02.08.1978 19 „სპარტაკი“ 1:1 (0:1) „ზენიტი“
02.08.1978 19 „ფახთაქორი“ 1:1 (1:0) „ტორპედო“ (მ.)
03.08.1978 19 „დინამო“ (კ.) 1:0 (1:0) „დინამო“ (თბ.)
03.08.1978 19 „დინამო“ (მ.) 1:0 (0:0) „დნეპრი“
03.08.1978 19 „კაირათი“ 1:1 (0:1) „ჩერნომორეცი“
03.08.1978 19 „ზარია“ 2:2 (0:1) „შახტარი“
03.08.1978 19 „ნეფთჩი“ 2:0 (0:0) „ლოკომოტივი“
06.08.1978 20 „ტორპედო“ (მ.) 1:0 (0:0) „არარატი“
06.08.1978 20 „ზენიტი“ 1:0 (0:0) „ნეფთჩი“
07.08.1978 20 „ცსკა“ 2:4 (0:3) „დინამო“ (მ.)
07.08.1978 20 „შახტარი“ 1:0 (0:0) „სპარტაკი“
07.08.1978 20 „დნეპრი“ 1:0 (0:0) „დინამო“ (კ.)
07.08.1978 20 „დინამო“ (თბ.) 1:0 (1:0) „კაირათი“
07.08.1978 20 „ჩერნომორეცი“ 4:1 (2:0) „ფახთაქორი“
07.08.1978 20 „ლოკომოტივი“ 1:1 (0:0) „ზარია“
20.08.1978 23 „ტორპედო“ (მ.) 1:2 (1:1) „დინამო“ (კ.)
20.08.1978 23[9] „დინამო“ (თბ.) 3:0 (1:0) „ფახთაქორი“
21.08.1978 23 „დინამო“ (მ.) 2:1 (1:1) „შახტარი“
22.08.1978 23 „ცსკა“ 1:2 (0:2) „სპარტაკი“
25.08.1978 21 „დინამო“ (მ.) 0:1 (0:0) „ტორპედო“ (მ.)
26.08.1978 21 „ფახთაქორი“ 5:1 (4:0) „ნეფთჩი“
26.08.1978 21 „ზარია“ 4:0 (2:0) „ზენიტი“
26.08.1978 21 „შახტარი“ 1:1 (0:1) „დინამო“ (თბ.)
26.08.1978 21 „ცსკა“ 0:1 (0:1) „დინამო“ (კ.)
26.08.1978 21 „დნეპრი“ 2:0 (1:0) „კაირათი“
27.08.1978 21 „ჩერნომორეცი“ 3:1 (1:1) „არარატი“
27.08.1978 21 „ლოკომოტივი“ 0:1 (0:1) „სპარტაკი“
01.09.1978 22 „დინამო“ (კ.) 1:0 (0:0) „დინამო“ (მ.)
01.09.1978 22 „ტორპედო“ (მ.) 0:0 „ცსკა“
01.09.1978 22 „ფახთაქორი“ 2:1 (1:0) „შახტარი“
01.09.1978 22 „არარატი“ 1:1 (0:0) „ლოკომოტივი“
01.09.1978 22 „ნეფთჩი“ 3:3 (2:0) „დინამო“ (თბ.)
02.09.1978 22 „დნეპრი“ 1:0 (0:0) „ჩერნომორეცი“
02.09.1978 22 „კაირათი“ 3:2 (1:1) „ზენიტი“
02.09.1978 22 „სპარტაკი“ 4:1 (2:0) „ზარია“
09.09.1978 2 „შახტარი“ 1:1 (0:0) „დინამო“ (მ.)
10.09.1978 23 „ზარია“ 2:2 (1:1) „დნეპრი“
10.09.1978 23 „ჩერნომორეცი“ 1:0 (1:0) „ნეფთჩი“
10.09.1978 23 „ზენიტი“ 3:1 (1:1) „ლოკომოტივი“
19.09.1978 23 „კაირათი“ 2:0 (0:0) „არარატი“
23.09.1978 24 „სპარტაკი“ 2:1 (1:0) „დინამო“ (თბ.)
23.09.1978 24 „კაირათი“ 2:2 (1:2) „ტორპედო“ (მ.)
23.09.1978 24 „შახტარი“ 3:1 (1:0) „ნეფთჩი“
23.09.1978 24 „არარატი“ 1:0 (0:0) „დნეპრი“
23.09.1978 24 „ზარია“ 1:0 (0:0) „ცსკა“
24.09.1978 24 „ლოკომოტივი“ 0:1 (0:1) „დინამო“ (მ.)
24.09.1978 24 „დინამო“ (კ.) 0:0 „ჩერნომორეცი“
24.09.1978 24 „ფახთაქორი“ 3:0 (2:0) „ზენიტი“
29.09.1978 25 „დინამო“ (მ.) 3:1 (0:0) „ზენიტი“
30.09.1978 25 „შახტარი“ 1:3 (0:1) „კაირათი“
30.09.1978 25 „დინამო“ (კ.) 3:1 (0:1) „ლოკომოტივი“
30.09.1978 25 „დნეპრი“ 0:1 (0:1) „ფახთაქორი“
30.09.1978 25 „ნეფთჩი“ 2:1 (1:1) „ცსკა“
01.10.1978 25 „ტორპედო“ (მ.) 2:0 (0:0) „ზარია“
01.10.1978 25 „სპარტაკი“ 1:1 (0:0) „ჩერნომორეცი“
01.10.1978 25 „დინამო“ (თბ.) 3:0 (2:0) „არარატი“
14.10.1978 26 „ზარია“ 1:2 (1:0) „დინამო“ (თბ.)
14.10.1978 26 „ზენიტი“ 1:1 (1:1) „ტორპედო“ (მ.)
14.10.1978 26 „ლოკომოტივი“ 3:2 (1:1) „ფახთაქორი“
15.10.1978 26 „ნეფთჩი“ 4:1 (2:0) „დნეპრი“
15.10.1978 26 „სპარტაკი“ 0:2 (0:0) „დინამო“ (კ.)
15.10.1978 26 „ჩერნომორეცი“ 0:1 (0:1) „დინამო“ (მ.)
16.10.1978 26 „არარატი“ 1:1 (0:1) „შახტარი“
16.10.1978 26 „ცსკა“ 2:0 (0:0) „კაირათი“
21.10.1978 27 „ლოკომოტივი“ 2:0 (0:0) „შახტარი“
22.10.1978 27 „დინამო“ (თბ.) 4:1 (3:1) „ცსკა“
22.10.1978 27 „დნეპრი“ 2:1 (2:1) „ზენიტი“
22.10.1978 27 „კაირათი“ 2:1 (1:1) „ზარია“
22.10.1978 27 „ფახთაქორი“ 0:0 „დინამო“ (მ.)
22.10.1978 27 „სპარტაკი“ 5:1 (1:0) „ნეფთჩი“
23.10.1978 27 „დინამო“ (კ.) 3:0 (2:0) „არარატი“
23.10.1978 27 „ტორპედო“ (მ.) 2:2 (1:2) „ჩერნომორეცი“
27.10.1978 28 „ზენიტი“ 1:0 (0:0) „დინამო“ (თბ.)
27.10.1978 28 „ნეფთჩი“ 0:1 (0:0) „დინამო“ (კ.)
28.10.1978 28 „არარატი“ 1:0 (1:0) „სპარტაკი“
28.10.1978 28 „დინამო“ (მ.) 2:0 (1:0) „კაირათი“
28.10.1978 28 „ზარია“ 2:1 (1:1) „ფახთაქორი“
28.10.1978 28 „ჩერნომორეცი“ 0:1 (0:1) „ლოკომოტივი“
29.10.1978 28 „ცსკა“ 1:0 (0:0) „დნეპრი“
29.10.1978 28 „შახტარი“ 2:1 (0:1) „ტორპედო“ (მ.)
02.11.1978 29 „სპარტაკი“ 2:1 (1:0) „ფახთაქორი“
03.11.1978 29 „ცსკა“ 2:1 (1:1) „ჩერნომორეცი“
04.11.1978 29 „დინამო“ (მ.) 1:1 (0:1) „არარატი“
05.11.1978 29 „ზარია“ 1:0 (0:0) „ნეფთჩი“
05.11.1978 29 „ზენიტი“ 0:3 (0:2) „შახტარი“
05.11.1978 29 „ლოკომოტივი“ 0:0 „დინამო“ (თბ.)
06.11.1978 29 „დინამო“ (კ.) 3:0 (1:0) „კაირათი“
06.11.1978 29 „ტორპედო“ (მ.) 1:2 (0:1) „დნეპრი“
11.11.1978 30 „ნეფთჩი“ 1:1 (1:1) „დინამო“ (მ.)
11.11.1978 30 „შახტარი“ 1:2 (1:1) „ცსკა“
11.11.1978 30 „კაირათი“ 0:1 (0:0) „სპარტაკი“
11.11.1978 30 „დინამო“ (თბ.) 2:2 (2:1) „ტორპედო“ (მ.)
11.11.1978 30 „ფახთაქორი“ 1:1 (0:1) „დინამო“ (კ.)
11.11.1978 30 „დნეპრი“ 1:0 (0:0) „ლოკომოტივი“
11.11.1978 30 „არარატი“ 2:2 (1:0) „ზარია“
11.11.1978 30 „ჩერნომორეცი“ 3:0 (2:0) „ზენიტი“

საუკეთესო ბომბარდირი — გიორგი იარცევი („სპარტაკი“) — 19 გოლი 29 მატჩში.

პრიზი დამწესებელი მფლობელი
წლის საუკეთესო ფეხბურთელი ყოველკვირეულ „ფუტბოლის“ რედაქცია რამაზ შენგელია
წლის საუკეთესო მეკარე ჟურნალ „ოგონიოკის“ რედაქცია [10][11]
წლის საუკეთესო ბომბარდირი გაზეთ „ტრუდის“ რედაქცია გიორგი იარცევი
ორი შემადგენლობით საკავშირო ფეხბურთის ფედერაცია „დინამო“ თბილისი
გრიგორი ფედოტოვის სახელობის „ცსკა“ მოსკოვი „დინამო“ თბილისი
სამართლიანი თამაშის ჟურნალ „ჩელოვეკ ი ზაკონის“ რედაქცია „ზარია“ ვოროშილოვგრადი
დიდი ანგარიშის ყოველკვირეულ „ფუტბოლის“ რედაქცია „დინამო“ კიევი
გამარჯვებისაკენ სწრაფვისათვის გაზეთ „სოვეტსკაია როსიას“ რედაქცია „ცსკა“ მოსკოვი
საუკეთესო სხვაობისათვის ჟურნალ „სტარტის“ რედაქცია „დინამო“ კიევი
აგრესიული სტუმარი გაზეთ „კომსომოლსკოე ზნამიას“ რედაქცია „დინამო“ მოსკოვი
ავტორიტეტთა რისხვა ყოველკვირეულ „სპორტივნაია მოსკვას“ რედაქცია „ფახთაქორი“ ტაშკენტი
პრიზი დუბლიორთათვის სსრ კავშირის სპორტკომიტეტი „დინამო“ თბილისი
პროგრესის თასი გაზეთ „რაბოჩაია გაზეტას“ რედაქცია „სპარტაკი“ მოსკოვი
გუნდთან ერთად პროფკავშირების სპორტსაზოგადოებათა ფეხბურთის ფედერაცია „დინამო“ თბილისი [12]
ფეხბურთელი გოლი კლუბი წყარო
რსფსრ-ის დროშა გიორგი იარცევი 19 „სპარტაკი“ მოსკოვი [13][14]
საქართველოს სსრ–ის დროშა რამაზ შენგელია 15 „დინამო“ თბილისი [13]
უკრაინის სსრ-ის დროშა ოლეგ ბლოხინი 13 „დინამო“ კიევი [13]
უკრაინის სსრ-ის დროშა ნიკოლოზ ლატიში 11 „შახტიორი“ დონეცკი [13][3]
რსფსრ-ის დროშა ვლადიმერ კლემენტიევი 10 „ზენიტი“ ლენინგრადი [13]
რსფსრ-ის დროშა ნიკოლოზ კოლესოვი 9 „დინამო“ მოსკოვი [13][15]
რსფსრ-ის დროშა ალექსეი ბელენკოვი 8 „ცსკა“ მოსკოვი [13]
საქართველოს სსრ–ის დროშა ვახტანგ ქორიძე 8 „დინამო“ თბილისი [13]
უკრაინის სსრ-ის დროშა ვიქტორ კუზნეცოვი 8 „ზარია“ ვოროშილოვგრადი [13]
1978 წლის
სსრ კავშირის ჩემპიონი
სსრკ
„დინამო“ თბილისი
მეორე ტიტული

ჩემპიონატის სტატისტიკიდან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჩემპიონატის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგებიდან ყველაზე ხშირად დაფიქსირდა ანგარიში — 1–0. ამ ანგარიშით სულ 63 მატჩი დამთავრდა.
  • მოსკოვის „ტორპედოს“ მეკარემ ანატოლი ზარაპინმა პირველობის მონაწილე მეკარეთაგან განსხვავებით — მთელი ჩემპიონატი შეუცვლელად ჩაატარა.[16]
  • მეტოქეთა მინდვრებზე ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა ტაშკენტის „ფახთაქორმა“ — 19, ხოლო ყველაზე ნაკლები ერევნის „არარატმა“ — 6.
  • სტუმრად ყველაზე მეტი ბურთი (ექვს-ექვსი) გაიტანეს თბილისელმა რამაზ შენგელიამ და ტაშკენტელმა კონსტანტინე ბაკანოვმა.[17]

ჩემპიონის სტატისტიკიდან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჩემპიონის შემადგენლობაში მოედანზე 24 ფეხბურთელი გამოვიდა: მანუჩარ მაჩაიძე (30 თამაში), ვახტანგ ქორიძე (30), რამაზ შენგელია (28), ფირუზ კანთელაძე (26), ვლადიმერ გუცაევი (26), დავით ყიფიანი (25), ალექსანდრე ჩივაძე (25), დავით გოგია (25), გოჩა მაჩაიძე (23), შოთა ხინჩაგაშვილი (21), ვიტალი დარასელია (18), ნოდარ ხიზანიშვილი (15), დავით მუჯირი (15), თამაზ კოსტავა (14), რევაზ ჩელებაძე (12), ოთარ გაბელია (9), თენგიზ სულაქველიძე (8), ვახტანგ კოპალეიშვილი (6), ილია რუხაძე (4), ამირან მინაშვილი (4), ნოდარ ბაზაზაშვილი (3), ტარიელ დურდიაძე (3), გიორგი ჭილაია (1), დიმიტრი გოგოლაძე (1).
  • თბილისელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს 4 შეხვედრა: „ფახთაქორთან“ (3–0), „არარატთან“ (3–0), ცსკა-სთან (4–1) და „ზარიასთან“ (4–1).
  • გუნდმა დიდი ანგარიშით პირველობის მხოლოდ ერთი შეხვედრა ტაშკენტის „ფახთაქორთან“, ანგარიშით 0–3 დათმო.
  • 30 მატჩიდან 6 მატჩი თბილისელებმა ცვლილების გარეშე ჩაატარეს.
  • ჩემპიონატის პირველ წრეში გუნდმა 23 ქულა მოაგროვა, ხოლო მეორეში — 19.
  • თბილისელებმა სულ 45 ბურთი გაიტანეს, თითო თამაშში საშუალოდ 1,5; საკუთარ კარში მიიღეს 24 (საშუალოდ ერთ თამაშში 0,8).
  • ჩემპიონატის ფარგლებში მეტოქეთა კარებში გატანილი 45 ბურთი სულ რვა დინამოელის ანგარიშზეა.
  • დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: შენგელიამ (15), ქორიძემ (8), ყიფიანმა (7), დარასელიამ (5), გუცაევმა (4), ჩელებაძემ (3), მ. მაჩაიძემ (2) და გ. მაჩაიძემ (1).
  • ყველაზე სწრაფი გოლი დინამოელთაგან გაიტანეს შენგელიამ (ცსკა-სთან) და ქორიძემ („შახტიორთან“). ორივე ბურთი შეხვედრის მეორე წუთზე გავიდა.
  • საკუთარ კარში ყველაზე სწრაფი გოლი თბილისელებმა მატჩის მეათე წუთზე მიიღეს. ბურთი გოროხოვოდაცკიმ გაიტანა („ქაირათი“).
  • თბილისელებმა საკუთარ მინდორზე გაიტანეს 31 ბურთი და მიიღეს 8, ხოლო მეტოქის მოედანზე გაიტანეს 14 და მიიღეს 16 ბურთი.
  • თბილისის „დინამომ“ ჩემპიონატის ორი წრის ჯამში ყველა მეტოქის კარის აღება შეძლო.
  • თბილისელთა კარში ვერცერთი გოლი ვერ გაიტანეს „დნეპრმა“, „არარატმა“ და „ლოკომოტივმა“.
  • მსაჯებმა თბილისელთა სასარგებლოდ დანიშნეს 5 პენალტი. ხუთიდან 3 პენალტი ყიფიანმა გაიტანა, ხოლო 2 — გუცაევმა.
  • თბილისელთა კარში დანიშნული იყო ერთი პენალტი, რომელიც კარგად გამოიყენა ჟურავლიოვმა („ზარია“).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თემატური საიტები
FC-DYNAMO.RU · Rec.Sport.Soccer Statistics Foundation · WildStat
მედია
ლელო
  1. Куцев Владимир Николаевич · FootballFacts.ru
  2. Днепр (Днепропетровск) 1:0 Динамо (Москва) Чемп. СССР · 07.04.1978 · 1 тур.
  3. 3.0 3.1 Латыш Николай Иванович · FootballFacts.ru
  4. Динамо (Тбилиси) 1:1 Шахтёр (Донецк) Чемпионат СССР · 23.05.1978 · 8 тур.
  5. Шахтёр (Донецк) 1:1 Динамо (Тбилиси) Чемпионат СССР · 26.08.1978 · 21 тур.
  6. ЦСКА (Москва) 1:2 Динамо (Тбилиси) Чемпионат СССР · 27.06.1978 · 13 тур.
  7. Динамо (Тбилиси) 4:1 ЦСКА (Москва) Чемпионат СССР · 23.10.1978 · 27 тур.
  8. აღსანიშნავია, რომ იმავე გუცაევს ეკუთვნის გუნდის 1600-ე გოლიც.
  9. რაც უფრო ახლოვდება ფინიში // „ლელო“, 20.08.1978, № 164 (6219), გვ. 3.
  10. 1978 წელს ჟურნალ „ოგონიოკის“ რედაქციას პრიზის მფლობელი არ გამოუვლენია.
  11. Киселёв Н.Я., 1979, გვ. 10
  12. ახალი პრიზი კვლავაც ბევრს გვავალებს! // „ლელო“, 19 ნოემბერი, 1978, № 226 (6281), გვ. 1.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 13.8 Киселёв Н.Я., 1979, გვ. 6–8
  14. Ярцев Георгий Александрович · FootballFacts.ru
  15. Колесов Николай Борисович · FootballFacts.ru
  16. Зарапин Анатолий Петрович · FootballFacts.ru
  17. Баканов Константин Александрович · FootballFacts.ru