ვილი სანიოლი
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი |
ვილი დევიდ ფრედერიკ სანიოლი[1] | ||
დაბადების თარიღი | 18 მარტი, 1977[2] | ||
დაბადების ადგილი | სენტ-ეტიენი | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1990–1995 | სენტ-ეტიენი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1995–1997 | სენტ-ეტიენი | 46 | (1) |
1997–2000 | მონაკო | 71 | (0) |
2000–2009 | ბაიერნი | 184 | (7) |
2003–2008 | ბაიერნი II | 3 | (0) |
სულ | 304 | (8) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2000–2008 | საფრანგეთი | 58 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2011–2013 | საფრანგეთი (ტექნ. დირექტორი) | ||
2013–2014 | საფრანგეთი 21 წლ. | ||
2014–2016 | ბორდო | ||
2017 | ბაიერნი (ასისტენტი) | ||
2017 | ბაიერნი (დროებითი) | ||
2021— | საქართველო | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ვილი დევიდ ფრედერიკ სანიოლი (ფრანგ. Willy David Frédéric Sagnol; დ. 18 მარტი, 1977, სენ-ეტიენი, საფრანგეთი) — ფრანგი მწვრთნელი და ვეტერანი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
სანიოლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „სენტ-ეტიენში“. 1997-2000 წლებში თამაშობდა ფრანგულ კლუბ „მონაკოში“. კარიერის უმეტესი წლები გაატარა გერმანულ კლუბ „ბაიერნში“ (2000-2009).
მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სადაც საფრანგეთმა თურქეთის ნაკრებს 4-0 სძლია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002, ევროპის 2004, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებში.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი. 2011-2014 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი. 2013 წელს დაინიშნა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად; 2014-2016 წლებში „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი;[3] 2017 წელს ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი.[4] იმავე წლიდან, კარლო ანჩელოტის კლუბიდან წასვლის შემდეგ სანიოლი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა.[5] 2021 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.[6]
მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მონაკო
- 1-ლი დივიზიონი: 1999–2000
- საფრანგეთის სუპერთასი: 1997
ბაიერნი
- ბუნდესლიგა: 2000–01, 2002–03, 2004–05, 2005–06, 2007–08
- გერმანიის თასი: 2002–03, 2004–05, 2005–06, 2007–08
- გერმანიის ლიგის თასი: 2000
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2000–01
- საკონტინენტთაშორისო თასი: 2001
სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთი
- ფიფა-ს კონფედერაციის თასი: 2001, 2003
- მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი: 2006
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვილი სანიოლი“ ვიკისაწყობში.
- ვილი სანიოლი — Fussballdaten
- ვილი სანიოლი — Soccerway
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Entreprise Willy Sagnol Sports à Beaulieu-sur-Mer (06310) fr (7 December 2020). ციტირების თარიღი: 25 December 2020
Willy Sagnol fr. NextInteractive. ციტირების თარიღი: 25 December 2020 - ↑ 2006 FIFA World Cup Germany: List of Players: Germany. FIFA (21 March 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 22 January 2019
- ↑ „Willy Sagnol: Bordeaux appoint former France defender as coach“. BBC Sport. 23 May 2014. ციტირების თარიღი: 23 May 2014.
- ↑ Willy Sagnol appointed new assistant coach. FC Bayern Munich (9 June 2017). ციტირების თარიღი: 11 June 2017
- ↑ „Carlo Ancelotti: Bayern Munich sack Italian manager“. BBC Sport. 28 September 2017. ციტირების თარიღი: 28 September 2017.
- ↑ საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. Sportall.ge. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2021.
|
|
|
|
- Soccerway template using numeric ID
- ფრანგი ფეხბურთელები
- დაბადებული 1977
- დაბადებული 18 მარტი
- 2001 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის ფეხბურთელები
- 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2003 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასის ფეხბურთელები
- 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- მონაკოს ფეხბურთელები
- სენტ-ეტიენის ფეხბურთელები
- მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელები
- ბაიერნი II-ის ფეხბურთელები
- გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები
- ლიგა 1-ის ფეხბურთელები
- 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2008 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ფრანგი ფეხბურთის მწვრთნელები
- ბუნდესლიგის მწვრთნელები
- საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელები