ქედიგორა
ქედიგორა[2][3][4] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტის წინაგრის თემში. მდებარეობს მდინარეების მეჯუდისა და ლეხურის წყალგამყოფის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 1040 მ, ახალგორიდან 75 კმ.[5]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრის[6] მეჯვრისხევის მონაკვეთში.[7] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონის[2] წინაგრის სოფსაბჭოში.[5] ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს ვერ აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[8] 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[9] და დე ფაქტოდ შედის არაღიარებული ე. წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ლენინგორის რაიონის შემადგენლობაში.[1]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1908 წელს სოფელში ცხოვრობდა 45 კაცი (უმრავლესობა ოსი;[7] აღწერაში შესულია როგორც „ქედი“), 1911 წელსაც — 45 (ოსები).[6] 1926 წლის აღწერით (ამ დროს შედიოდა „წინა-კარის“ (დღ. წინაგარი) სოფსაბჭოში) ქედიგორაში დასახლებული იყო 16 კომლი და 123 კაცი (ოსი — 100 %; აღწერაში შესულია როგორც „ქედი-გორა“).[10] 1959 წელს (ამ დროს შედიოდა წინაგრის სოფსაბჭოში) სოფელში ცხოვრობდა კვლავ 123 კაცი, რომელთაგან უმრავლესობა იყო ისევ ოსი.[11] დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით ქედიგორის მოსახლეობას 3 კაცი (2 მამაკაცი და 1 ქალი) შეადგენდა (აღწერაში შესულია „რაგიყაუს“ სახელით).[1]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ქედიგორის წმინდა გიორგისა და კვირაცხოვლის ეკლესიები.[12]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელ ქედიგორაში დაიბადა ცნობილი ქართველი (ეროვნებით ოსი) ფეხბურთელი და მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი.[13]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქედიგორა GeoNames-ის გეოგრაფიულ მონაცემთა ბაზაზე
- ქედიგორა GEOnet სახელების სერვერზე
- ქედიგორა — Wikimapia
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის 2015 წლის მოსახლეობის აღწერა, გვ. 17
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 105.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 174.
- ↑ ელერდაშვილი ა., ქედიგორა // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ 5.0 5.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 497.
- ↑ 6.0 6.1 Кавказский календарь на 1912 годъ
- ↑ 7.0 7.1 Кавказский календарь на 1910 годъ
- ↑ სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2019-10-08.
- ↑ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.
- ↑ მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 186
- ↑ ლენინგორის რაიონის სოფლები, 1959 წ. (რუსული)
- ↑ შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. 4, გვ., 176-177, თბ., 2008
- ↑ ვლადიმერ გუცაევის დეკლარაცია. declaration.gov.ge (1 იანვარი, 2008). ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.[მკვდარი ბმული]