ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბულგარეთი
ემბლემა
ასოციაცია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ბულგარეთის დროშა პლამენ მარკოვი
კაპიტანი იველინ პოპოვი
ფიფა-ს კოდი BUL
პირველი საერთაშორისო
ავსტრიის დროშა ავსტრია 6 - 0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
(ვენა, ავსტრია; 21 მაისი, 1924)
უდიდესი გამარჯვება
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 7 - 0 ნორვეგიის დროშა ნორვეგია
(სოფია, ბულგარეთი; 1957)
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 7 - 0 ტაილანდის დროშა ტაილანდი
(მეხიკო, მექსიკა; ოქტომბერი, 1968)
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 7 - 0 მალტის დროშა მალტა
(სოფია, ბულგარეთი; 14 ოქტომბერი, 1982)
უდიდესი დამარცხება
ესპანეთის დროშა ესპანეთი 13 - 0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
(მადრიდი, ესპანეთი; 21 მაისი, 1933)
გამოსვლა (პირველად [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1962|1962]])
საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი, 1994
გამოსვლა (პირველად 1996)
საუკეთესო შედეგი პირველი რაუნდი, 1996, 2004

ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — კონტროლირებადი ბულგარეთის ფეხბურთის კავშირის მიერ. ყველაზე დიდი წარმატება ნაკრების არის 1994 წელს აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილზე გასვლა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები 1922 წელს იყო ფორმირებული, ხოლო ბულგარეთის ფეხბურთის კავშირი კი 1923 წელს. პირველი მატჩი ნაკრებმა ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარეს, სადაც 6:0 დამარცხდნენ. ბულგარეთი პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე 1930 წელს მოხვდა, თუმცა იმის გამო რომ ფრენა შეფერხდა შტორმების გამო, მათი ჩასვლა გამოირიცხა ურუგვაიში. 1962 წელს ჩილეში მსოფლიო ჩემპიონატზე ბულგარეთი კვლავ მოხვდა დიდ ტურნირზე, თუმცა ფლეი-ოფამდე ვერ გააღწია. ანალოგიური მოუვიდათ 66, 70 და 74 წლებში. ხოლო 86-ში მათ შეძლეს გასვლა ჯგუფიდან, მაგრამ 1/8-ფინალში დამარცხდნენ. ბულგარული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი თარიღი 1993 წლის 17 ნოემბერია, როცა ემილ კოსტადინოვმა პარიზში საფრანგეთს დუბლი შეუსრულა და ნაკრები 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა აშშ-ში. ეს პერიოდი იყო ბულგარული ფეხბურთის ოქროს ხანა, რადგან იმ პერიოდში ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი როგორიც ხრისტო სტოიჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი და იორდან ლეჩკოვი, რომელბმაც იმ მსოფლიოზე ნაკრები საბოლოოდ მე-4 ადგილზე გაიყვანეს, ხოლო სტოიჩკოვი კი სალენკოსთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით.

1996 წელს ბულგარეთი პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა, არადა ძლიერ კოლექტივად ითვლებოდა. 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთში ბულგარეთიც მონაწილეობდა, თუმცა მანდაც ჯგუფში ჩარჩა, რის მერეც ის ოქროს თაობა ბულგარეთის ნელ-ნელა წავიდა. ამის შემდეგ ნაკრები ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა 2000 წელს და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე 2002 წელს. 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე კი შეძლეს ბულგარელებმა გასვლა, თუმცა იქ ყველაფერი ფიასკოდ დასრულდა მათთვის. ეს იყო მათთვის ჯერჯერობით ბოლო დიდი ტურნირი, რადგან მათ ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე (2006, 2010) და ვერც ევროპის ჩემპიონატზე (2008) ვეღარ გავიდნენ.

მსოფლიო 2014-ის კვალიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს შესარჩევის კვალიფიკაციაზე ბულგარეთი B-ჯგუფში მოხვდა, სადაც მოწინააღმდეგედ იტალია, დანია, ჩეხეთი, სომხეთი და მალტა ამოუვიდათ. ლუბო პენევი ახალი დანიშნული იყო ნაკრებში და მასზე დიდი იემდები მყარდებოდა, რასაც მისი ამხანაგურ მატჩეშბი დადებითი შედეგებიც მეტყველებდა, განსაკუთრებით როცა ჰოლანდიას გასვლაზე 1:2 მოუგეს. ჯგუფური ეტაპი 7 სექტემბერს დაიწყო როდესაც სოფიაში იტალიის ნაკრები ჩამოვიდა. ბულგარეთმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და იღბალის საკითხია რომ სამი ქულა ვერ აიღეს. თამაში ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები კი მანოლევმა და შესვლაზე შემოსულმა გიორგი მილანოვმა გაიტანეს. შემდეგი მატჩი ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ გამართეს ისევ სახლში სოფიაში და ამჯერად სამი ქულა თავისუფლად ჩაიწერეს. თუმცა აღსანიშნავია რომ თამაში მძიმედ მიმდინარეობდა, რაზეც სამი წითელი ბარათი და რვა ყვითელი ბარათი მეტყველებს. 12 ოქტომბერს სოფიაში უკვე დანიის ნაკრები ჩამოვიდა და ბულგარეთმა აქაც კარგად ითამაშა და იგებდა კიდეც 1:0-ს თუმცა ბანდალოვსკის უხეში თამაშის გამო გუნდი ათი კაცით დარჩა და საბოლოოდ ანგარიში 1:1 დამთავრდა, თუმცა აღსანისნავია რომ ათი კაცითაც ძლიერად თამაშობდა ბულგარეთი. შემდეგი თამაში კი ნაკრებმა ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარა გასვლაზე, სადაც თანაბარი ბრძოლის შედეგად თამაში ფრედ 0:0 დასრულდა. ბულგარეთი ჯერჯერობით მე-2 ადგილზეა 6 ქულით, ერთი მოგებით და 3 ფრით, პირველზე კი იტალიის ნაკრებია 10 ქულით. მომდევნო მატჩი 2013 წლის 22 მარტს სოფიაში გაიმართება, სადაც ბალკანელებს მალტელები ესტუმრებიან.

მონაწილეობის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Year Result Position GP W D L GS GA
ურუგვაის დროშა1930 არ გამოცხადდა - - - - - - -
იტალიის დროშა1934 კვალიფიკაცია ვერ გაიარა - - - - - - -
საფრანგეთის დროშა1938 კვალიფიკაცია ვერ გაიარა - - - - - - -
ბრაზილიის დროშა1950 არ გამოცხადდა - - - - - - -
შვეიცარიის დროშა1954 კვალიფიკაცია ვერ გაიარა - - - - - - -
შვედეთის დროშა1958 კვალიფიკაცია ვერ გაიარა - - - - - - -
ჩილეს დროშა 1962 პირველი რაუნდი 15 3 0 1 2 1 7
ინგლისის დროშა 1966 პირველი რაუნდი 15 3 0 0 3 1 8
მექსიკის დროშა 1970 პირველი რაუნდი 13 3 0 1 2 5 9
დასავლეთ გერმანიის დროშა 1974 პირველი რაუნდი 12 3 0 2 1 2 5
არგენტინის დროშა1978 კვალიფიკაცია ვერ გაიარა - - - - - - -
ესპანეთის დროშა1982 კვალიფიკაცია ვერ გაიარა - - - - - - -
მექსიკის დროშა 1986 1/8-ფინალი 12 4 0 2 2 2 6
იტალიის დროშა 1990 კვალიფიკაცია ვერ გაიარა - - - - - - -
აშშ-ის დროშა 1994 მე-4 ადგილი 4 7 3 1 3 10 11
საფრანგეთის დროშა 1998 პირველი რაუნდი 29 3 0 1 2 1 7
იაპონიის დროშასამხრეთ კორეის დროშა2002 კვალიფიკაცია ვერ გაიარა - - - - - - -
გერმანიის დროშა2006 კვალიფიკაცია ვერ გაიარა - - - - - - -
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა2010 კვალიფიკაცია ვერ გაიარა - - - - - - -
სულ 7/19 28 3 8 17 19 53

ევროპის ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Year Round Position GP W D* L GS GA
საფრანგეთის დროშა 1960 კვალიფიკაცია ვერ გაიარა
ესპანეთის დროშა 1964
იტალიის დროშა 1968
შვედეთის დროშა 1992
ინგლისის დროშა 1996 ჯგუფური ეტაპი 11th 3 1 1 1 3 4
ბელგიის დროშა ნიდერლანდების დროშა 2000 კვალიფიკაცია ვერ გაიარა
პორტუგალიის დროშა 2004 ჯგუფური ეტაპი 16th 3 0 0 3 1 9
ავსტრიის დროშა შვეიცარიის დროშა 2008 კვალიფიკაცია ვერ გაიარა
პოლონეთის დროშა უკრაინის დროშა 2012
სულ ჯგუფური ეტაპი 2/14 6 1 1 4 4 13

ვასილი ლევსკის სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთი საშინაო მატჩებს ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 43,632K ადამიანს იტევს. სტადიონი ოფიციალურად 1953 წელს იყო გახსნილი, ხოლო 1966 და 2002 წელს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. თავისუფლად შეულია სტადიონს ევროპა ლიგის ფინალის მიღება. 2006-07 სეზონში კი სოფიის ლევსკი მანდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ატარებდა, ისეთ სერიოზულ გუნდებთან როგორებიცაა ბარსელონა, ჩელსი და ვერდერი. ასევე ამ სტადიონზე ტარდება ბულგარეთის სუპერ-თასი ფეხბურთში და სხვა სპორტულ-ათლეტური ღონისძიებები. 2011 წელს 4 ნოემბერს სპორტის მინისტრმა სვილენ ნეიკოვმა განაცხადა რომ იგი აპირებს სოფიაში, ვრაჟძებნას გარეუბანში ახალი სტადიონის აშენებას, რომელიც ნაკრების ახალი სტადიონი იქნება. ახალ სტადიონს "Arena of the Rose" (ვარდის არენა) ერქმევა, რომელიც 60.000 ადამიანს დაიტევს და იგი სოფიის აეროპორტის ახლოს იქნება გაშენებული, ვრაჟძებნას გარეუბანში. სტადიონის ეს სახელი კი იმიტომ შეურჩიეს რომ თითქოს და ვარდს ემგვანება ახალი სტადიონი.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2014-ზე.

0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
GK ვლადისლავ სტოიანოვი 6 აგვისტო, 1987 (1987-08-06) (31 წლის) 5 0 მოლდოვის დროშა შერიფი
GK სტოიან კოლევი 2 მარტი, 1976 (1976-03-02) (42 წლის) 15 0 ბულგარეთის დროშა ჩერნომორეცი ბურგასი
GK ნიკოლაი მიჰაილოვი 6 აპრილი, 1988 (1988-28-06) (29 წლის) 19 0 ნიდერლანდების დროშა ტვენტე
DF სტანისლავ მანოლევი 12 აპრილი, 1985 (1985-16-12) (32 წლის) 25 2 ნიდერლანდების დროშა პსვ
DF ალექსანდარ ალექსანდროვი 4 იანვარი, 1986 (1986-13-04) (31 წლის) 0 0 ბულგარეთის დროშა ჩერნო მორე
DF პეტარ ზანევი 10 ივნისი, 1985 (1985-18-10) (32 წლის) 18 0 უკრაინის დროშა ვოლინი
DF ნიკოლაი ბოდუროვი 5 ივნისი, 1986 (1986-30-05) (31 წლის) 12 0 ბულგარეთის დროშა ლიტექსი
DF იორდან მინევი 10 თებერვალი, 1980 (1980-14-10) (37 წლის) 4 0 ბულგარეთის დროშა ლუდოგორეცი
DF ვესელინ მინევი 11 ნოემბერი, 1986 (1986-23-11) (31 წლის) 12 0 თურქეთის დროშა ანთალიასპორი
DF ივან ბონდალოვსკი 11 ნოემბერი, 1986 (1986-23-11) (31 წლის) 12 0 ბულგარეთის დროშა ცსკა სოფია
DF ივან ივანოვი 2 იანვარი, 1988 (1988-25-02) (29 წლის) 31 1 სერბეთის დროშა პარტიზანი
DF ილია მილანოვი 2 ივლისი, 1992 (1992-19-02) (25 წლის) 2 0 ბულგარეთის დროშა ლიტექსი
MF გეორგი ილიევი 9 მაისი, 1981 (1981-05-09) (37 წლის) 15 1 ბულგარეთის დროშა ჩერნო მორე
MF ვლადიმერ გაჯევი 7 ივნისი, 1987 (1987-18-07) (30 წლის) 12 0 ბულგარეთის დროშა ლევსკი
MF გეორგი სარმოვი 9 ივლისი, 1985 (1985-07-09) (33 წლის) 11 0 თურქეთის დროშა კასიმპასა
MF გიორგი მილანოვი 2 ივლისი, 1992 (1992-19-02) (25 წლის) 9 1 ბულგარეთის დროშა ლიტექსი
MF ალექსანდარ ტონევი 2 მარტი, 1990 (1990-03-02) (28 წლის) 9 0 პოლონეთის დროშა ლეხი პოზნანი
MF სვეტოსლავ ძიაკოვი 5 ივლისი, 1984 (1984-31-05) (33 წლის) 8 0 ბულგარეთის დროშა ლუდოგორეცი
MF მარკინიოსი 4 ივნისი, 1982 (1982-30-04) (35 წლის) 4 0 ჩინეთის დროშა ჩანგჩუნ იატაი
FW ვალერი ბოჟინოვი 2 მარტი, 1986 (1986-15-02) (31 წლის) 40 6 იტალიის დროშა ვერონა
FW იველინ პოპოვი 10 თებერვალი, 1987 (1987-26-10) (30 წლის) 39 6 რუსეთის დროშა ყუბანი
FW დიმიტარ რანგელოვი 3 ივლისი, 1987 (1987-07-03) (31 წლის) 26 3 შვეიცარიის დროშა ლუცერნი
FW ივან ცვეტკოვი 8 ივლისი, 1979 (1979-31-08) (38 წლის) 1 0 ბულგარეთის დროშა ბოტევი პლოვდივი

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]