მერაბ ჟორდანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟორდანია.
მერაბ ჟორდანია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მერაბ ჟორდანია
დაბადების
თარიღი
3 სექტემბერი, 1960 (1960-09-03) (63 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1980–1981 დინამო თბილისი 0 (0)
1982–1983 ტორპედო ქუთაისი 18 (0)
1984–1897 დინამო თბილისი 22 (0)
1988–1990 გურია ლანჩხუთი 78 (44)
1991 შევარდენი თბილისი 2 (1)
1992 სტიარნანი 5 (1)
სამწვრთნელო კარიერა
2003 საქართველო
2010–2013 ვიტესი (პრეზიდენტი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მერაბ ჟორდანია (დ. 3 სექტემბერი, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომლის კარიერაც 1980-1992 წწ. მოიცავს. კარიერის დასრულების შემდეგ იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 2010 წლიდან კი ჰოლანდიური ვიტესის პრეზიდენტი იყო, სანამ გუნდის აქციების სამართავი პაკეტი არ გაყიდა.

მან თავისი ბომბარდირული თვისებები მთლიანად წარმოაჩინა ლანჩხუთის გურიაში, საიდანაც შემდეგ ევროპულ გუნდში სცადა გადასვლა, მოსკოველი მეგობრების მეშვეობით, მან მიმართა ისლანდიურ კლუბს, რომელსაც ჰოლანდიელი მეპატრონეები ჰყავდა, სამ თვიანი სინჯების შემდეგ საბოლოოს კუნძულელებმა მისი დატოვება გადაიფიქრეს.

1992-1998 წწ. იგი დინამოს პრეზიდენტი იყო. ხოლო 1998 წლის ბოლოსათვის მან სფფ-ის პოსტზე ნოდარ ახალკაცი შეცვალა, რომელიც 1990 წლიდან მოყოლებული იყო დაკავებულ თანამდებობაზე. 2002 წელს ხელმეორედ იქნა არჩეული ფედერაციის პრეზიდენტად.

რამდენიმეჯერ დაკავებული იქნა საეჭვო ფინანსური მაქინაციების გამო (2002-2003 წ.წ.), თუმცა 700 000 ლარის გადახდის შემდეგ ის ციხიდან გაათავისუფლეს. 2005 წელს ის დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

ვიტესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს შეიძინა ნიდერლანდების ერედივიზიონის კლუბი ვიტესი. კლუბს მიზნად საჩემპიონო და ევროსარბიელის ამბიცია დაუსახა. თუმცა მედიასაშუალებებლი აქტიურად წერდნენ იმაზე, რომ სინამდვილეში კლუბი რომან აბრამოვიჩის მიერ იქნა შეძენილი და ჟორდანია უბრალოდ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. იმავე წელს ნათელი გახდა, რომ ვიტესი ჩელსის ფარმ-კლუბი იქნებოდა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელები დახვეწდნენ საკუთარ შესაძლებლობებს.

2013 წლის ოქტომბრის ბოლოს მან კლუბი წარმოშობით ქუთაისელ რუს-ებრაელს, ჩიგრინსკის მიყიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]