ტაგუ მებურიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტაგუ მებურიშვილი
დაბ. თარიღი 28 აგვისტო 1934(1934-08-28)
დაბ. ადგილი ფერეთა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 10 აპრილი 2007(2007-04-10) (72 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო

ტაგუ ვარდენის ძე მებურიშვილი (დ. 28 აგვისტო, 1934, ფერეთა, ვანის რაიონი — გ. 10 აპრილი, 2007, თბილისი)[1]ქართველი პოეტი.

1957 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოქვეყნა 1956 წელს, 1966 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული „მზე მაღლა იწევს“. პოეტური შემოქმედების გარდა დაკავებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობით, რედაქტორობით, აქტიურად მუშაობდა საბავშვო პოეზიაში. მისი შემოქმედება თარგმნილია რუსულ, სომხურ, თათრულ ენებზე.

1981 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობა „მერანის“ პოეზიის განყოფილებას. 2007 წელს, 6 აპრილის მწერალთა კავშირის სხდომაზე დაპირისპირება მოუვიდა გამომცემლობის დირექტორ ვაჟა ოთარაშვილთან, ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, 2007 წლის 10 აპრილს, მწერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეზია

  • მზე მაღლა იწევს, 1966
  • კარგი დღე, 1967
  • მე ვფიქრობ შენზე, 1971
  • ლექსები, 1972
  • იმედის მზე, 1974
  • ლექსები, 1975
  • ლექსები, 1976
  • თანდათან, 1979
  • საკუთარ თავზე ერთი თავით მაღალი კაცი, 1980
  • შენ უკვე მხედავ, 1982
  • ლექსები და პოემები, 1985
  • ისე, პირველად ვხედავდე თითქოს, 1986
  • სიყვარული და ცდომილება, 1989
  • თავისუფლების მზე ბორკილს ამსხვრევს, 1990
  • დღემდე სულსგარდანახადი, 1991
  • თვალს ვერ მოწყვეტ, 1992
  • ერთტომეული, 1996
  • ორი სიცოცხლე, 1998
  • მცირე რჩეული, 2001
  • რჩეული, 2005

ნარკვევები

  • მებაღეც უნდა ვიკითხოთ, 1975
  • შრომის შვილები, 1976

საბავშვო პოეზია

  • მეხანძრე სპილოები, 1967
  • ოქროს წიწილა, 1976
  • ლუკა და ცუგა, 1986

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 პოეტ ტაგუ მებურიშვილის თვითმკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები; გაზეთი PrimeTime, 17 იანვარი, 2011