სნო
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
სნო | |
|
სნო | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| თემი | სნო |
| კოორდინატები | 42°36′20″ ჩ. გ. 44°38′22″ ა. გ. / 42.60556° ჩ. გ. 44.63944° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1760 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 263[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
სნო — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ართხმო, აჩხოტი, ახალციხე, კარკუჩა, ქოსელი, ჯუთა). მდებარეობს მდინარე სნოსწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი. XVIII საუკუნეში სნო იყო ხევის ოთხი სამოურავოდან ერთ-ერთის ცენტრი. სოფელს მთიდან გადაჰყურებს ეკლესია და ზურგიანი ციხე. ეკლესია 1987 წელსაა აშენებული ძველი ეკლესიის საფუძველზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1900 წელს „ქრისტიანობის აღმადგენელმა საზოგადოებამ“ სოფელში დააარსა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. სოფლის მცხოვრებლებმა სკოლის შენობის ასაგებად ოთხ-ოთხი მანეთი გაიღეს. 1902 წლის თებერვალში მათი თხოვნით სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა. 1903 წელს სოფელში გახსნეს კიდევ ერთი მსგავსი სკოლა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 263 კაცი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1926[2] | 605 | 272 | 333 |
| 2002[3] | 204 | 214 | |
| 2014[1] | 122 | 141 |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დარყის წმინდა გიორგი
- სნოს ციხე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 446.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 471-472.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 19.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||