გაერთიანებული სამეფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ბრიტანეთი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
United Kingdom of Great Britain and Northern Ireland
გაერთიანებული სამეფო
A flag featuring both cross and saltire in red, white and blue გაერთიანებული სამეფოს Coat of arms containing shield and crown in centre, flanked by lion and unicorn
დროშა
ჰიმნი: „God Save the Queen“[1]
Two islands to the northwest of continental Europe. Highlighted are the larger island and the northeastern fifth of the smaller island to the west.
გაერთიანებული სამეფოს მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ლონდონი
51°30′ ჩ. გ. 0°07′ დ. გ. / 51.500° ჩ. გ. 0.117° დ. გ. / 51.500; -0.117
ოფიციალური ენა ინგლისური
აღიარებული რეგიონული ენები შოტლანდიური, ოლსტერულ-შოტლანდიური, უელსური, კორნული, ირლანდიური, შოტლანდიურ-გელური[2]
ეთნიკური ჯგუფები (2011)
ეთნოქორონიმი ბრიტანელი, ბრიტონი
მთავრობა საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ელისაბედ II
 -  პრემიერ-მინისტრი დეივიდ კამერონი
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა ლორდთა პალატა
 -  ქვედა პალატა თემთა პალატა
ფორმირება
 -  უნიის აქტი 1707 1 მაისი, 1707 
 -  უნიის აქტი 1800 1 იანვარი, 1801 
 -  ანგლო-ირლანდიური
ხელშეკრულება
6 დეკემბერი, 1922 
ფართობი
 -  სულ 243 610 კმ2 (მე-80)
 -  წყალი (%) 1.34
მოსახლეობა
 -  2013 შეფასება 64 100 000[4] (22-ე)
 -  2011 აღწერა 63 181 775[5] (22-ე)
 -  სიმჭიდროვე 255.6 კაცი/კმ2 (51-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $2.497 ტრილიონი[6] (მე-8)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $38 711[6] (21-ე)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $2.828 trillion[6] ჯინის წელი = 2012 (მე-6)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $43 830[6] (21-ე)
ჯინი positive decrease 32.8[7]
საშუალო · 33-ე
აგი (2013) Steady2.svg 0.892[8]
ძალიან მაღალი · მე-14
ვალუტა გირვანქა სტერლინგი (GBP)
სასაათო სარტყელი GMT (UTC​)
 -  ზაფხული (DST) BST (UTC+1)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ 
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +44
ინტერნეტ-დომენი .uk

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო (ან გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი) — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს — ირლანდია. სახმელეთო საზღვრების გარდა, დიდი ბრიტანეთი გარშემორტყმულია ატლანტის ოკეანით, ჩრდილოეთის ზღვით, ლა-მანშის სრუტითა და ირლანდიის ზღვით. ქვეყანა საფრანგეთს უკავშირდება ევროგვირაბით.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ქართულად — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ინგლისურად - UK; United Kingdom; United Kingdom of Great Britain and Northern Ireland.
  • ეტიმოლოგია — დიდი ბრიტანეთი (Great Britain) კუნძულებს ჰქვია. სახელი ბრიტების ტომისაგან მომდინარეობს. ეთნონიმის მნიშვნელობაა „დახატული“, რაც კუნძულების უძველეს მცხოვრებთა სხეულის მოხატვის (ტატუირების) ტრადიციას უნდა უკავშირდებოდეს. ასევე შესაძლებელია სახელი აიხსნას კელტური ქალღმერთის — ბრიგიდის სახელის მიხედვით.
  • ქვეყნის კოდი — GB.

გეოგრაფია და ბუნება[რედაქტირება]

გაერთიანებული სამეფო მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. მას ერთი სახმელეთო მეზობელი ჰყავს - ირლანდია. XX საუკუნის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ქვეყნის გეოპოლიტიკურმა მდებარეობამ. რელიეფი ჩრდილოეთით და დასავლეთით მთიანია. ევროკავშირის მასშტაბით სამეფო ენერგეტიკული რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა. გამოირჩევა წყალუხვი ჰიდროგრაფიული ქსელი, კლიმატი ძირითადად ყალიბდება ატლანტის ოკეანის გავლენით. დასავლეთი რაიონები ტენიანობით გამოირჩევა. უდიდესი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას. მოქმედებს 15 ეროვნული პარკი. ბენ-ნევისი 1343 მ. სიმაღლით სამეფოს უმაღლესი მწვერვალია.

გაერთიანებული სამეფოს ფართობი დაახლ. 245,000 კვ. კმ-ია. იგი მდებარეობს ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანესა და ჩრდილოეთის ზღვაშ შორის და გამოყოფილია საფრანგეთისაგან ლა-მანშის სრუტით.

სახელმწიფო წყობა[რედაქტირება]

ვესტმინსტერის სასახლე გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობა

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

გაერთიანებული სამეფოს ადმინისტრაციული ერთეულები

გაერთიანებული სამეფო არის ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური გაერთიანება. სამეფო გვირგვინის ქვეშ მყოფი ტერიტორიებია: გერნსი, ჯერსი და მენი, რომელთაც განსაკუთრებული სტატუსი აქვთ.

დემოგრაფია[რედაქტირება]

63,181,775 მოსახლეობით (2011 წლის აღწერით), სამეფო მესამე ქვეყანაა ევროკავშირში. ძირითადი მკვიდრნი არიან ინგლისელები (81,5%), შოტლანდიელები (9,6%), ირლანდიელები (2,4%), უელსელები (1,9%) და ჩრდილოეთ ირლანდიელები (1,8%). აქ ცხოვრობს ასევე 4 მლნ-ზე მეტი უცხოელი, რომლებიც ძირითადად ჩავიდნენ თანამეგობრობის ქვეყნებიდან. გაერთიანებული სამეფო ურბანიზაციის სამაგალითო ქვეყანაა. მოსახლეობის 91% ცხოვრობს ქალაქში. მრავალფეროვანია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ლონდონი არის ევროპის უდიდესი, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრი ნიუ-იორკსა და ჰონგ კონგთან ერთად.

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება ლიბერალიზმის, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპებს. ის ითვლება წინაპრად ე.წ. ანგლოსაქსური კაპიტალიზმისა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს, გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ვაჭრობის მხრივ, ხოლო მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე, ხოლო ევროპაში მესამეა გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.[9]

ეკონომიკის უდიდესი დარგია მომსახურების სფერო, რაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბანკო-საფინანსო ბიზნესი და ტურიზმი. ენერგეტიკული შესაძლებლობებით უძლიერესია ევროკავშირში. ქვეყანა მანქანათმშენებლობის სამშობლოა. სამრეწველო საწარმოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით. შრობის ნაყოფიერება[10] ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. გამოირჩევა ქიმიური, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ინდუსტრია. მნიშვნელოვანია ასევე ელექტრონიკა და თვითმფრინავთმშენებლობა. აგრობიზნესი ერთი-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიულია მსოფლიოში.

ტურიზმი[რედაქტირება]

მრავალფეროვანი ლანდშაფტი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები და ულტრათანამედროვე საკომუნიკაცია საშუალებების გამო, ბრიტანეთი სმფოლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტულია რეგიონია. ყოველწლიურად აქ 28-30 მილიონი ტურისტი ჩამოდის. უდიდესი ტურისტული ცენტრებია: ლონდონი, სტრატფორდი მდ, ეივონზე, უინძირო, ედინბურგი და ა.შ.

ტურისტების უდიდესი ნაწილი ჩამოდის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და ნიდერლანდებიდან. ბოლო წლებში ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგი გახდა.

ისტორია[რედაქტირება]

შოტლანდიის პარლამენტის შენობა
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ინგლისის ისტორია.

XV საუკუნის ბოლოს ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. 1707 წელს მიღებული იქნა აქტი ინგლისისა და შოტლანდიის კავშირის შესახებ, 1801 წელს გაერთიანდა ბრიტანეთი და ირლანდია. 1918 წელს ჩრდილოეთი ირლანდია ინკორპორირებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში. 1931 წელს — შეიქმნა ბრიტანეთის თანამეგობრობა, რომელიც 54 ქვეყანას (ყოფილ დომინიონებს და კოლონიებს) აერთიანებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის დაშლა. უკანასკნელ წლებში შოტლანდიისა და უელსის მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა საკუთარი პარლამენტების შექმნას. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის კათოლიკური ნაწილი კი მოითხოვს შეერთებას ირლანდიის რესპუბლიკასთან. ამან გამოიწვია სამეფოს ამ ნაწილში სამოქალაქო ომის დაწყება 1961 წელს. 1994 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა პრობლემის საბოლოო მოწესრიგებამდე ალბათ ჯერ კიდევ შორია. 1993 წელს რატიფიცირებულ იქნა მაასტრიხტის შეთანხმება. უკანასკნელ წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო მოწყობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ, ედინბურგსა და კარდიფში — შეიქმნა შოტლანდიისა და უელსის ასამბლეები.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ბაკინგემის სასახლე გაერთიანებული სამეფოს მონარქის ოფიციალური რეზიდენცია

ბრიტანეთის კულტურული მრავალფეროვნება განპირობებულია როგორც რეგიონალური თავისებურებებით, ასევე ბრიტანეთის იმპერიის მემკვიდრეობით. ბრიტანული ლიტერატურის სახეებია ინგლისელი შექსპირი, შოტლანდიელი რობერტ ბერნსი, უელსელი დილან თომასი, ჩრდილოეთირლანდიელი შეიმან ჰინი. 60-იანი წლებიდან დაწყებული, „ბითლზისა“ და „როლინგ სტოუნზის“ პოპულარობის გამო, ბრიტანეთი ახალგაზრდული კულტურის ავანგარდშია. ღირსშესანიშნაობანი:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. National Anthem, British Monarchy official website. Retrieved 16 November 2013.
  2. List of declarations made with respect to treaty No. 148. Council of Europe. წაკითხვის თარიღი: 12 December 2013.
  3. 2011 Census: KS201UK Ethnic group, local authorities in the United Kingdom ONS, Retrieved 21 October 2013
  4. Population Estimates for UK, England and Wales, Scotland and Northern Ireland, Mid-2013. Office for National Statistics. წაკითხვის თარიღი: 26 June 2014.
  5. 2011 UK censuses. Office for National Statistics. წაკითხვის თარიღი: 17 December 2012.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 United Kingdom. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 30 May 2014.
  7. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.
  8. 2014 Human Development Report pp. 22–25 (14 March 2013). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.
  9. საერთაშორისო სავალუტო ფონდი
  10. დროის ერთეულში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა