ევროპის საბჭო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ევროპის საბჭო}} |
ევროპის საბჭო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ევროპის 47 სახელმწიფოსგან. მისი მიზნებია: 1) ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვა; 2) ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება; 3) ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული და სხვა).
შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს ლონდონში დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს მიერ (ბელგია, დანია, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი).
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: