როლინგ სტოუნზი
| როლინგ სტოუნზი The Rolling Stones |
||
|---|---|---|
მიკ ჯეგერი, კით რიჩარდსი, რონი ვუდი, ჩარლი უოტსი
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ლონდონი, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | როკ-ენდ-როლი ქანთრი რიტმ-ენდ-ბლუზი რეგეი ბლუზი |
|
| აქტიური | 1962 - დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Decca, Rolling Stones, Virgin, ABKCO, Interscope, Polydor | |
| საიტი | Rolling Stones.com | |
| წევრები | ||
| მიკ ჯეგერი კით რიჩარდსი ჩარლი უოტსი რონი ვუდი |
||
| ყოფილი წევრები | ||
| ბრაიან ჯონსი ბილ უაიმენი მიკ ტეილორი იენ სტიუარტი ტონი ჩეპმენი დიკ ტეილორი |
||
როლინგ სტოუნზი (ინგლ. The Rolling Stones — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც ლონდონში, 1962 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. მასში თავდაპირველად შედიოდნენ: ბრაიან ჯონსი (გიტარა, ჰარმონიკა), იენ სტიუარტი (ფორტეპიანო), მიკ ჯეგერი (ვოკალი), კით რიჩარდსი (გიტარა), ბილ უაიმენი (ბას გიტარა) და ჩარლი უოტსი (დასარტყამი ინსტრუმენტები). მათ მიერ შესრულებული სიმღერები თავდაპირველად მოიცავდნენ ამერიკული რიტმ-ენდ-ბლუზისა და ბლუზის ქავერ-ვერსიებს, მაგრამ როკ-ენ-როლი მათ შემოქმედებაში თავიდანვე დომინირებადი იყო. ითვლება, რომ როლინგ სტოუნზმა მსოფლიო მასშტაბით უილი დიქსონისა და მადი უოტერსის ბლუზით დაინტერესებაში მნიშვნელობაში როლი ითამაშა (უკანასკნელის მიერ იქნა დაწერილი სიმღერა Rollin' Stone, რომლის მიხედვით ჯგუფს სახელი დაერქვა).[1]
ჯონსი ჯგუფის ლიდერი იყო, მაგრამ ჯეგერმა და რიჩარდსმა შემოქმედებითი ძალები გააერთიანეს. ისინი იყვნენ ჯგუფის სიმღერების ავტორები და ერთგვარი ლიდერების სახესაც ატარებდნენ. 1969 წლისათვის ჯონსმა გიტარისადმი ინტერესი დაკარგა და მიუხედავად იმისა, რომ უკრავდა სხვა ინსტრუმენტებზე (რომელთა შორის იყო სიტარიც), მისი წვლილი ჯგუფის მუსიკაში სულ უფრო მცირდებოდა. მოგვიანებით მან დატოვა კოლექტივი და მის მაგივრად როლინგ სტოუნზში მიკ ტეილორი მოვიდა. ჯგუფის დატოვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჯონსი დაიხრჩო. ტეილორი ჯგუფიდან 1974 წელს წავიდა. მას რონი ვუდი ჩაენაცვლა. უაიმენმა როლინგ სტოუნზი 1993 წელს დატოვა. მის მაგივრად ჯგუფს სესიური ბას გიტარისტის სახით შეუერთდა დერილ ჯონსი. 1963 წელს სტიუარტი ოფიციალური შემადგენლობიდან ჯგუფის ტურ-მენეჯერად იქნა გადაყვანილი. 1985 წელს იგი გარდაიცვალა, თუმცა მანამდე, დრო და დრო კლავიშიან ინსტრუმენტებზეც უკრავდა. 1982 წლიდან ჯგუფში კლავიშიან ინსტრუმენტებთან ძირითადად ჩაკ ლეველი მუშაობდა.
ევროპაში წარმატების მოპოვების შემდეგ როლინგ სტოუნზი პოპულარული ჩრდილოეთ ამერიკაშიც იქცა, ე.წ. „ბრიტანული შემოსევის“ პერიოდში, 1960-იან წლებში. დღეისათვის მას ბრიტანეთში გამოცემული აქვს 22 სტუდიური ალბომი (24 - აშშ-ში), რვა ცოცხალი ალბომი (9 - აშშ-ში) და არაერთი კრებული. მსოფლიოში მათ მიერ გაყიდული დისკების რაოდენობა 200 მილიონს აღემატება.[2] ალბომით Sticky Fingers (1971) დაიწყო რვა ჩანაწერისგან შემდგარი ერთგვარი თანმიმდევრული სერია, რომლის ფარგლებშიც ყველა ალბომი აშშ-ს ჩარტში #1 პოზიციას იკავებდა. ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი A Bigger Bang 2005 წელს გამოვიდა. 1989 წელს როლინგ სტოუნზი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ხოლო 2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი მათ მიანიჭა #4 ადგილი ყველა დროის უდიდეს შემსრულებელთა სიაში.[3] 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი როლინგ სტოუნზი სიაში ბილბორდის ყველა დროის შემსრულებელთა ცხელი 100-ეული #10 ადგილი მიანიჭა. მისივე რეიტინგების მიხედვით, ბილბორდში ჯგუფი იკავებს რიგით მეორე ადგილს ყველაზე წარმატებული ჯგუფების სიაში.[4]
სექციების სია |
ჯგუფის ისტორია [რედაქტირება]
შექმნის წინა პერიოდი [რედაქტირება]
ჯეგერი და რიჩარდსი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ერთად დადიოდნენ დარტფორდში (კენტის საგრაფო), ვენტმორთის სკოლაში. შემდეგ მათი ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ.[5] 1960 წელს, სიდკეპის სამხატვრო კოლეჯისკენ მგზავრობისას მიკი და კითი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და გამოხატეს ჯგუფის შექმნის ინტერესი. მათ შეუერთდა დიკ ტეილორი, რომელიც შემდგომში ჯგუფში Pretty Things გადავიდა. [6][7] ბრაიან ჯონსი მათ გაიცნეს ალექსის კორნერის ლონდონური ჯგუფიდან Blues Incorporated, ილინგის ჯაზურ კლუბში. Blues Incorporated-ში ამ დროს შედიოდა კიდევ ორი მუსიკოსი, რომელიც შემდგომში როლინგ სტოუნზში მოხვდა - ჩარლი უოტსი და იენ სტიუარტი. [8]
სტიუარტმა და ჯონსმა ჩამოაყალიბეს რიტმ ენდ ბლუზის ჟანრის ჯგუფი, რომელიც ჩიკაგოს ბლუზს უკრავდა. სტიუარტის, ჯონსისა და ჯეგერის გარდა, ჯერ კიდევ სახელის გარეშე არსებული ჯგუფის პირველ რეპეტიციაზე გამოჩნდა რიჩარდსიც. პირველ რეპეტიციაში ასევე მონაწილეობდნენ გიტარისტი ჯეფ ბრედფორდი და ვოკალისტი ბრაიან ნაიტი, მაგრამ ჯგუფში გაერთიანებაზე მათ უარი თქვეს, ვინაიდან ჯეგერისა და რიჩარდის ჩაკ ბერისა და ბო დიდლის შემოქმედებით დაინტერესებას არ იზიარებდნენ. [9] 1962 წლის ივნისში შემადგენლობა იყო ასეთო: ჯეგერი, ჯონსი, რიჩარდსი, სტიუარტი, ტეილორი და ტონი ჩეპმენი (დასარტყმელი საკრავები). რიჩარდის თანხმად, ჯონსმა ჯგუფს სახლი შეურჩია, როდესაც გამოცემას Jazz News დაურეკა. როდესაც მას ჰკითხეს ჯგუფის სახელი, ჯონსმა დახედა მადი უოტერსის ფირფიტას, რომელიც იატაკზე იდო და სიმღერის „Rollin' Stone“ სათაურის შემჩნევის შემდეგ ეს სახელწოდება დაასახელა. [10][11]
ჯგუფის წევრები [რედაქტირება]
|
|
- ქრონოლოგია

დისკოგრაფია [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Egan, Sean (2006), The Rough Guide to the Rolling Stones, London: Penguin, ISBN 1-84353-719-2, http://www.amazon.com/Rough-Guide-Rolling-Stones-Reference/dp/1843537192
- Paytress, Mark (2003), Rolling Stones : off the record, London ; New York: Omnibus, ISBN 0-7119-8869-2, http://books.google.ca/books?id=toSbe1xQxToC&lpg=PP1&dq=The%20Rolling%20Stones&lr&client=firefox-a&pg=PP1#v=onepage&q&f=true
- Forget, Thomas (2003), The Rolling Stones, New York, NY: Rosen Central, ISBN 0-8239-3644-9, http://books.google.ca/books?id=k27BVJZzIwoC&lpg=PP1&dq=The%20Rolling%20Stones&lr&client=firefox-a&pg=PP1#v=onepage&q&f=true
- Sanchez, Tony (1996), Up and down with the Rolling Stones, New York: Da Capo, ISBN 0-306-80711-4, http://books.google.ca/books?id=GFbmlEEPkG4C&lpg=PP1&dq=The%20Rolling%20Stones&lr&client=firefox-a&pg=PP1#v=onepage&q&f=true
- Miller, Jim (1980), The Rolling Stone illustrated history of rock & roll : the definitive history of the most important artists and their music, New York: Random House, ISBN 0-679-73728-6, http://books.google.ca/books?id=W2a27GxUe-sC&lpg=RA1-PA1&dq=The%20Rolling%20Stones&lr&client=firefox-a&pg=PA1931#v=onepage&q&f=true
- Hector, James (1995), The complete guide to the music of the Rolling Stones, London: Omnibus, ISBN 0-7119-4303-6, http://books.google.ca/books?id=b2b3HmK4bOoC&lpg=PP1&dq=The%20Rolling%20Stones&lr&client=firefox-a&pg=PP1#v=onepage&q&f=true
- Gered Mankowitz: The Rolling Stones – Out of Their Heads. Photographs 1965–67 and 1982, ISBN 3-89602-664-X
- Booth, Stanley, The True Adventures of the Rolling Stones, Chicago Review Press (2000), ISBN 1-55652-400-5 (also published as Dance with the Devil: The Rolling Stones and Their Times, Random House (1984), ISBN 0-394-53488-3)
- Stanley Booth, Keith: Standing in the Shadows, St. Martin's Press (1995), ISBN 0-312-11841-4
- Wyman, Bill, Rolling with the Stones, DK Publishing (2002), ISBN 0-7894-9998-3
- Carr, Roy, The Rolling Stones: An Illustrated Record, Harmony Books (1976), ISBN 0-517-52641-7
- Robert Greenfield, S.T.P.: A Journey Through America with the Rolling Stones (1974), Reissued Da Capo Press, 2002. ISBN 0-306-81199-5
- James Phelge, Nankering with the Stones 2000. ISBN 1-55652-373-4
- The Rolling Stones, According to the Rolling Stones, Chronicle Books (2003), ISBN 0-8118-4060-3
- Oldham, Andrew Loog, Stoned, St. Martin's Griffin (2000), ISBN 0-312-27094-1
- Chet Flippo, On the Road With the Rolling Stones, Doubleday/Dolphin (1985), ISBN 0-385-19374-2
- Marcus, Greil, "Myth and Misquotation", The Dustbin Of History, Harvard University Press (1997), ISBN 0-674-21858-2
- "The Ecstasy and the Irony: The Evolution of a Rhythm & Blues Band" Ian McPherson (2000)
- Lazar, Zachary, Sway, Little, Brown (2008), ISBN 0-316-11309-3
- Richards, Keith; Fox, James (2010). Life. Weidenfeld & Nicolson. ISBN 978-0-297-85439-5.
- Marc Spitz, Jagger: Rebel, Rock Star, Rambler, Rogue, Gotham Books (2011), ISBN 978-1-59240-655-5
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- როლინგ სტოუნზი საიტზე Discogs
- როლინგ სტოუნზი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ "Podcast: Faking It with Yuval Taylor". http://www.maximumfun.org/shows/sound-young-america. http://www.maximumfun.org/. April 09 2007. Archived from the original on -. http://www.bbc.co.uk/programmes/b00kc752აკითხულია: August 29, 2010.
- ↑ Holton, Kate. “Rolling Stones sign Universal album deal“, Reuters.com, 17 January 2008. წაკითხვის თარიღი: 2010-09-06.
- ↑ Steven Van Zandt (April 2004). 100 Greatest Artists of All Time - 4 The Rolling Stones. RollingStone.com. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 2010-09-02.
- ↑ “Billboard Hot 100 Chart 50th Anniversary“, Billboard. წაკითხვის თარიღი: 1 October 2009.
- ↑ Biography of the Stones. Stonesplanet.com. წაკითხვის თარიღი: 6 September 2010.
- ↑ The Rolling Stones Biography. Rolling Stone. Rolling Stone magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან 2 August 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 6 June 2006.
- ↑ Greenfield, Robert (1981). The Rolling Stone Interviews – Keith Richards. New York: St. Martin's Press/Rolling Stone Press. ISBN 0-312-68954-3.
- ↑ The Rolling Stones Biography. Rock and Roll Hall of Fame and Museum. წაკითხვის თარიღი: 1 June 2006.
- ↑ Jagger, Mick; Richards, Keith; Watts, Charlie; Wood, Ronnie (editors: Loewenstein, Dora & Dodd, Philip) (2003). According to he Rolling Stones. Chronicle Books, გვ. 40. ISBN 0-8118-4060-3.
- ↑ Jagger, Richards, Watts, Wood 2003. p. 42
- ↑ Rolling Stones Biography. All Media Guide. წაკითხვის თარიღი: 21 December 2006.
|
|||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
- სტატიების ესკიზები მუსიკის შესახებ
- როლინგ სტოუნზი
- ინგლისური როკ-ჯგუფები
- 1960-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1970-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1980-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 1990-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2000-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- 2010-იანი წლების მუსიკალური ჯგუფები
- Atlantic Records-ის შემსრულებლები