სტოუნჰენჯი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Stonehenge2007 07 30.jpg
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 51°10′43″ ჩ. გ. 1°49′28″ დ. გ. / 51.17861° ჩ. გ. 1.82444° დ. გ. / 51.17861; -1.82444
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 373
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 373
რუს.ინგლ.ფრ.

სტოუნჰენჯი (ინგლ. Stonehenge) — პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში (სოლზბერის ვაკე). 1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები.

აგებულება[რედაქტირება]

მსოფლიოს ეს ცნობილი ძეგლი შედგება 3 სამშენებლო ფენისგან:

  • 97,5 მ დიამეტრის მქონე ქვაყრილისგან, რომლის შიგნით ორმოებია(ნაწილი კრემაციული).
  • ძველი მიწაყრილის შიგნით ვერტიკალურად განლაგებული ქვის(38 წყვილი) 2 კონცენტრირებული წრისგან.
  • მიწაში ვერტიკალურად ჩასობილი თლილი ქვები(სიმაღლე დაახლოებით 8,5 მ, მასა 28 ტონა), რომლებსაც თავზე ქვის ფილები ადევს.

ეს უკანასკნელი ქვათა კონსტრუქცია ქმნის 30 მ დიამეტრის წრეს. წრეში 5 ტრილიტია(ზემოდან ფილაგადაფარებული 2 ქვა), რომელიც თავის მხრივ საკურთხევლის ქვის გარშემოა განლაგებული.[1]

დათარიღება[რედაქტირება]

სტოუნჰენჯი ინგლისის ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მჭიდრო მონუმენტების კომპლექსის ცენტრია, რომელიც მოიცავს ასეულობით სამარხ მიწაყრილს.[2]

არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმოსადეგი ქვის მონუმენტი ძვ. წ. 2500 წლების ფარგლებში აღიმართა.[3] მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ იგი ძვ. წ. 3000 წელზე ადრეა აღმართული. გარს შემოვლებული მიწაყრილი, რომელიც მონუმენტის ყველაზე ადრეულ ეტაპს წარმოადგენს, ძვ. წ. 3 100 წლით თარიღდება.

2008 წელს, არქეოლოგებმა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სტოუნჰენჯი ადრეული ადამიანებისთვის სამარხის როლს ასრულებდა. აღმოჩენილია ადამიანის კრემაციის ნარჩენები, რომლებიც ძვ. წ. 3000 წლით თარიღდება, ანუ იმ დროით, როდესაც სტოუნჰენჯის თავდაპირველი კომპონენტები - მიწაყრილები შექმნეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 9, გვერდი 575, თბილისი, 1985 წელი.
  2. (July 2008) „Stonehenge World Heritage Site Management Plan“. UNESCO. 
  3. Dig pinpoints Stonehenge origins“, BBC, 21 September 2008. წაკითხვის თარიღი: 22 September 2008.