ირლანდია (კუნძული)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძულ ირლანდიის სატელიტური ფოტო

ირლანდია (ირლ. Éire, ინგლ. Ireland, ლათ. Hibernia) — მესამე კუნძული ევროპაში ფართობის მხრივ და მეოცე კუნძული მსოფლიოში.[1] ირლანდიის კუნძული მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში და მის გარშემო არის ასობით პატარა კუნძული. ირლანდიის აღმოსავლეთით მდებარეობს დიდი ბრიტანეთის კუნძული ხოლო ამ ორ კუნძულს შორის მოქცეულია ირლანდიის ზღვა. კუნძულის ძირითადის ნაწილი უკავია ირლანდიის რესპუბლიკას, თუმცა ჩრდილოეთში მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ტერიტორია ჩრდილოეთი ირლანდია. აქ შედარებით მცირე სიმაღლის მთებია, ასეთი ტერიტორიები ძირითადად კუნძულის ცენტრალურ ნაწილშია მოქცეულია, სწორედ აქედან იღებს მნიშვნელოვანი მდინარეები სათავეს. კუნძული უძველესი დროიდან მდიდარი იყო მწვანე საფარით, თუმცა დღეისთვის ტყეების დიდი ნაწილი გაჩეხილია. აქ ოცდაექვსი სხვადასხვა ჯიშის ძუძუმწოვარა სახლობს. მათგან აღსანიშნავია წითელი მელა, ზღარბი და მაჩვი. აქ აგრეთვე ცხოვრობს თეთრი კურდღელი, კეთილშობილი ირემი და ტყის კვერნა. კუნძული აგრეთვე მდიდარია ფაუნის სხვა მრავალი სახეობით.

ირლანიის კუნძულზე მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 6.2 მილიონ ადამიანს. მოსახლეობის უმრავლესობა 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ირლანდიის რესპუბლიკაში, ხოლო 1.8 მილიონი ადამიანი ჩრდილოეთ ირლანდიის მაცხოვრებელია. 2008 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, ირლანდიის რესპუბლიკის მოსახლეობა შეფასდა 4,422,100 და ჩრდილოეთი ირალანდიის მოსახლეობა შეფასდა 1,775,000. კუნძულზე აღწერა აგრეთვე ჩატარდა 2009 წელს, ამ წელს ირლანდიის რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა 4,459,300 ადამიანს. ჩრდილოეთ ირლანდიაში აღწერა არ ჩატარებულა.

კუნძულზე ნორმანები შუა საუკუნის ადრეულ წლებში შეიჭრნენ. შუა საუკუნეების შემდგომ პერიოდში უკვე ეს კუნძული შევიდა ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში. მას შემდეგ რაც დიდ ბრიტანეთში ვრცელდება პროტესტანტიზმი, იმპერია ირლანდიის კუნძულზე ავრცელებს ამ რელიგიას. კუნძულზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა კათოლიციზმის მიმდევრები. 1900 წლამდე აქ დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, საუკუნის დასაწყისს დაიწყო ირლანდიელი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთმა ირლანდიამ მიიღო დომინიონის სტატუსი, ჩრდილოეთი კი უშუალოდ შეუერთდა დიდ ბრიტანეთს. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია რესპუბლიკად გამოცხადდა, ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიწყო დაპირისპირება ბრიტანელებთა, ეს დაპირისპირება მიმდინარეობს 1960-1990 წლებში, დაპირისპირება დასრულდა დიდი პარასკევის შეთანხმებით.

ირლანდიურმა კულტურამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულტურაზე, განსაკუთრებულად ცნობილია ირლანდიური ლიტერატურა და მეცნიერება. კუნძულზე მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ირლანდიურ ენაზე, თუმცა აგრეთვე გავრცელებულია ინგლისური ენაც. აქ განვითრებულია სპორტული ცხოვრება, ირლანდიის რეპუბლიკას ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებები ჰყავს: რაგბიში, ფეხბურთსა და გოლფში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Islands by Area. UN System-Wide Earthwatch. United Nations Environment Programme (1998-02-18). წაკითხვის თარიღი: 2008-08-30.