უელსი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უელსი

უელსი (ინგლ. Wales; უელსურად — Cymru) არის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი, ისტორიული პროვინცია. უკავია უელსის ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძული ანგლსი. ადმინისტრაციულად იყოფა 8 საგრაფოდ.


  • ფართობი — 20,8 ათასი კვ.კმ.
  • მოსახლეობა — 2,9 მლნ, ძირითადად უელსელები.
  • ქალაქები (ათ.) — კარდიფი (Cardiff / Caerdydd), სუონსი, ნიუპორტი.
  • ენებიინგლისური და უელსური (18,7 %).


ძველად უელსის ტერიტორია დასახლებული კიმრების კელტური ტომით. ანგლო-საქსონური (5-6 სს.) და ნორმანული (11 ს.) დაპყრობების დროს უელსის ტერიტორიას შეეკედლა ბრიტების ნაწილი. მე-13 საუკუნის ბოლოს დაიპყრო ინგლისმა, მაგრამ უელსი 1536 წლამდე ავტონომიურ სამთავროდ რჩებოდა. 1301 წლიდან ინგლისის ტახტის მემკვიდრეები „უელსის პრინცის“ ტიტულს ატარებენ.


პირადი ხელსაწყოები