ვიკიპედიიდან
დიდი რვიანი (ინგლ. Group of Eight - G8) შედგება კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან. ერთობლივად, ეს ქვეყნები წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის 65% [1]. ჯგუფის ძირითადი ღონისძიებაა ამ ქვეყნის ლიდერების ყოველწლიური პოლიტიკური სამიტი საერთაშორისო ოფიციალურ პირებთან ერთად, თუმცა ამასთან ასევე ტარდება მრავალი უფრო დაბალი საფეხურის მუშა შეხვედრებიდა პოლიტიკის კვლევითი სამუშაოები.
ჯგუფის პრეზიდენტობა ყოველწლიურად იცვლება. 2008 წელს იაპონიის რიგია და ამ წლის სამიტი ჩატარდება იაპონიაში.