ინგლისის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინგლისის ისტორია
ინგლისის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
წინაისტორიული ბრიტანეთი
რომანული ბრიტანეთი
ანგლო-საქსური ინგლისი
ანგლო-ნორმანული ინგლისი
პლანტაგენეტები
ლანკასტერები
იორკები
ტიუდორები
სტიუარტები
პროტექტორატი
სტიუარტები რესტავრაცია
დიდი რევოლუცია
დიდი ბრიტანეთის სამეფო
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის
გაერთიენებული სამეფო
გაერთიანებული სამეფო

 
  •  •  

ინგლისის ისტორია არის ევროპის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი ხალხის წარსული.როგორც 2010 წლის არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს,ინგლისის ანუ გაერთიანებულ სამეფოში შემავალი ქვეყნის ტერიტორია 800 000 წლის წინ დასახლებული ყოფილა.თანამედროვე ადამიანებისთვის ყველაზე ადრეული აღმოჩენა არის 1927 წელს ჩრდილო დასავლეთ ევროპაში აღმოჩენილი ყბის ძვალი,რომელიც 2011 წელს ხელახლა დაათარიღეს 41-44 ათასი წლის წინანდელი კვალიფიკაციით.ადამიანთა შემდგომი დასახლებები თარიღდება 12 000 წლის წინანდელი პერიოდით.ეს არის ბოლო გამყინვარების ეპოქა.რეგიონში არის უმარავი მეზოლითური,ნეოლითური და ბრინჯაოს ხანის ნაშთები,მაგალითად სტოუნჰენჯი და ეივბერი.რკინის ხანაში ფორტის ყურეს სამხრეთით,დღევანდელი ინგლისის და უელსის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ კელტუერი ტომები ბრიტები,კუნძულ ბრიტანეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში ასევე ცხოვრობდნენ ბელგები,ატრებატები,კეტვულანები,ტრინოვანტები და სხვები.ჩვ.წ–აღ 43 წელს ბრიტანეთი რომაელებმა დაიპყრეს.მათი მმართველობა 5 საუკუნის ჩათვლით გაგრძელდა.


[1] დაახლოებით 800 წლის შემდეგ, IX საუკუნის დამდეგიდან, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ვიკინგთა თავდასხმები. 1066 წელს ბრიტანეთში ნორმანები შეიჭრნენ და დაიპყრეს იგი. შუა საუკუნეებში ხშირი იყო სამოქალაქო ომები და ბრძოლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან. რენესანსის პერიოდში ინგლისი ტიუდორების მიერ იმართებოდა. XII საუკუნეში ინგლისმა დაიპყრო უელსი, XVIII საუკუნეში შემოიერთა შოტლანდია და ამით ფაქტიურად დასრულდა გაერთიანებული სამეფოს ფორმირება. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ დიდი ბრიტანეთი უდიდეს იმპერიად გადაიქცა, რომელიც დღესდღეობით აღარ არსებობს, თუმცა მისი კულტურის გავლენა დღესაც მრავალ ქვეყანაზე იგრძნობა.

წინაისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : წინაისტორიული ბრიტანეთი.
სტოუნჰენჯი, აშენდა ძველი წელთაღრიცხვით 2500-2000 წლებში

არქეოლოგიურმა მასალებმა აჩვენა, რომ ადამიანი სამხრეთ ბრიტანიაში ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდში ცხოვრობდა, რაც ალბათ ყველაზე მეტად მისი სტუმართმოყვარე კლიმატის დამსახურებაა.

ამ რეგიონზე დაკავშირებული პირველი ისტორიული წყარო ძვ. წ. VI საუკუნეში ჩნდება, თუმცა კულტურული და სავაჭრო კავშირები კონტინენტთან ერთი ათასწლეულით ადრე დაიწყო. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 325 წელს ძველმა ბერძენმა გეოგრაფმა პიფეიმ თავის ნაშრომში ბრიტანეთის კუნძულებზე მოგზაურობა აღწერა.

მოგვიანებით, ბრიტანეთი მწერლებმა პლინიუს უფროსმა და დიოდორე სიცილიელმაც აღწერეს, თუმცა აქ მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხზე მცირე ინფორმაციაა მოყვანილი.

ტაციტუსი წერდა, რომ სამხრეთ ბრიტანიაში მცხოვრებ და ჩრდილოეთ გალების ენებს შორის არც ისე დიდი განსხვავება იყო. მან ასევე შეამჩნია, რომ ბრიტებს თავიანთ კონტინენტულ მეზობლებთან სხვა საერთო დამახასიათებელი თვისებებიც ჰქონდათ.

რომანული ბრიტანეთი (ბრიტანია)[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რომანული ბრიტანეთი.

ძველი წელთაღრიცხვით 55-54 წლებში ბრიტანეთში იულიუს კეისარი შეიჭრა. მან თავის ნაშრომში „ჩანაწერები გალიის ომზე“ ახსენა, რომ სამხრეთ ბრიტანიის მოსახლეობა უკიდურესად დიდი იყო.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. The Anglo-Saxons, BBC - History