ბაკინგემის სასახლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუკინგემის სასახლე და ვიქტორიის მემორიალი.

ბაკინგემის სასახლე (ინგლ. Buckingham Palace) — ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია ლონდონში. „ბაკინგემის სასახლე“ ან შემოკლებით „სასახლე“ გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებების წყაროს სინონიმი. სასახლე სახელმწიფო ღონისძიებათა და სამეფო დღესასწაულების გამართვის ადგილია. სასახლეში ასევე ჩერდებიან ოფიციალური ვიზიტით მყოფი სხვა სახელმწიფოების მეთაურები. სასახლის წინა მოედანი ხშირად ბრიტანელთა აზრის მასობრივი გამოხატვის მთავარი სცენაა სხვადასხვა ვითარებაში.

სასახლეს თავდაპირველად ბაკინგემის სახლი ერქვა და ის ბაკინგემის ჰერცოგისთვის აშენდა 1703 წელს. 1762 წელს მეფე ჯორჯ III-მ იგი საკუთარი კერძო რეზიდენციისთვის შეისყიდა. მომდევნო 75 წელიწადში სახლი მნიშვნელოვნად გაფართოვდა არქიტექტორების ჯონ ნეშისა და ედვარდ ბლორის მიერ — ცენტრალურ ეზოს ირგვლივ სამი ფრთა შემოემატა. ბაკინგემის სასახლე მონარქის ოფიციალური სამეფო რეზიდენცია გახდა დედოფალ ვიქტორიის კორონაციის დროს 1837 წელს. ბოლო მნიშვნელოვანი არქიტექტურული დამატებები XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გაკეთდა — დამატებულ იქნა ვრცელი ფრთა ფასადით აღმოსავლეთის მდელოსკენ, მარმარილოს თაღმა კი სპიკერს კორნერთან გადმოინაცვლა ჰაიდ-პარკში. აღმოსავლეთის მთავარი ფასადი შეიმოსა პორტლანდის ქვით 1913 წელს, რამაც ბაკინგემის დღევანდელი „საზოგადოებრივი სახე“ შექმნა, ცნობილი აივნის ჩათვლით.

ბაკინგემის სასახლის ბაღები ლონდონში უდიდესია კერძო ბაღთაგან; მისი თავდაპირველი დიზაინი ეკუთვნის კეპებილიტი ბრაუნს (ლანსელოტ ბრაუნი), მოგვიანებით იგი უილიამ ტაუნსენდ ვილტონმა და ჯონ ნეშმა გადააკეთეს. ხელოვნური ტბა 1828 წელს დასრულდა, მას წყალი ჰაიდ-პარკის სერპენტინის ტბიდან მოეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Blaikie, Thomas (2002). You look awfully like the Queen: Wit and Wisdom from the House of Windsor. London: Harper Collins. ISBN 0-00-714874-7.
  • Goring, O.G. (1937). From Goring House to Buckingham Palace. London:Ivor Nicholson & Watson.
  • Harris, John; de Bellaigue, Geoffrey; & Miller, Oliver (1968). Buckingham Palace. London: Nelson. ISBN 0-17-141011-4.
  • Healey, Edma (1997). The Queen's House: A Social History of Buckingham Palace. London: Penguin Group. ISBN 0-7181-4089-3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

Wikivoyage-Logo-v3-icon.svg ბაკინგემის სასახლე, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე