გუჯარათული ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Gujarati.png

გუჯარათული ენა (ગુજરાતી Gujarātī, ასევე ცნობილი როგორც გუჯარათი) – გუჯარათელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ინდურ ჯგუფს . დამწერლობა დევანაგარის მონათესავე ანბანზე.


ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: >35 მლნ
  • ენის კოდი: gu
  • სახელწოდება: gu, en - Gujarati; eo - Gugharata
  • დამწერლობა: გუჯარათული


გუჯარათული ენა გავრცელებულია ინდოეთის გუჯარათისა და მაჰარაშტრის შტატებში. თავისი სტრუქტურული ტიპით უკავია შუალედური მდებარეობა ჰინდისა და მარატჰის შორის. იგი ახლოსაა რაჯასტანულ ენასთან, აქვს ბევრი დიალექტები, მათ შორის სოციალური. ძირითადი დიალექტებია: ჩრდილოეთის ანუ აჰმადაბადის, დასავლეთის ანუ კათხიავარის, სამხრეთის ანუ სურატის. გუჯარათულ ჯგუფს მიეკუთვნება ინდოეთისა და პაკისტანის რამდენიმე მცირერიცხოვანი ენა, მათ შორის: აერი, ჯანდავრა, პარკარი, ვადიარა და სხვები.


სტატუსი[რედაქტირება]

ოფიციალური ენა:


გავრცელების არეალი:

ინდოეთი (გუჯარათი), პაკისტანი


გრამატიკა[რედაქტირება]

...


ლექსიკა[რედაქტირება]

ლექსიკაში ბევრია ნასესხებობები სანსკრიტიდან, სპარსულიდან და არაბულიდან. ევროპული სიტყვები მასში აღწევს ინგლისურის მეშვეობით.


ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Kem cho
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Swaagat; Ao padharo
  • გმადლობთ - Aabhar; Dhanyawaad
  • კი / არა - HaaN; Au / NahiiN; Naa
  • გეთაყვა - Kripaa karine
  • ნახვამდის - Awjo; Fari malshun


რიცხვები

  • 1 - e:k, 2 - be, 3 - tran., 4 - cha:r, 5 - pã:ch, 6 - ch'a, 7 - sa:t, 8 - a:t', 9 - naw, 10 - das