ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
| ინგლისი | |
| მეტსახელი(ები) | The Three Lions (სამი ლომი) |
|---|---|
| ასოციაცია | ფეხბურთის ასოციაცია |
| კონფედერაცია | უეფა |
| მწვრთვნელი | |
| კაპიტანი | ჯონ ტერი |
| შინაური სტადიონი | უემბლი |
| ფიფა-ს კოდები | ENG |
| მაქს. დარტყმა | პიტერ შილტონი (125) |
| წამყვანი მეგოლე | ბობი ჩარლტონი (49) |
| პირველი საერთაშორისო | |
(პატრიკი, შოტლანდია; 30 ნოემბერი, 1872) |
|
| უდიდესი გამარჯვება | |
(ბელფასტი, ჩრდ. ირლანდია; 18 თებერვალი, 1882) |
|
| უდიდესი დამარცხება | |
(ბუდაპეშტი, უნგრეთი; 23 მაისი, 1954) |
|
| მსოფლიო ჩემპიონატი | |
| გამოჩენა | 12 (პირველად 1950) |
| საუკეთესო შედეგი | გამარჯვებული, 1966 |
| ევროპის ჩემპიონატი | |
| გამოჩენა | 7 (პირველად 1968) |
| საუკეთესო შედეგი | მესამე ადგილი, 1968, ნახევარფინალი 1996 |
ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს ინგლისს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს ფეხბურთის ასოციაცია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილი ნაკრებების უმეტესობა სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, გაერთიანებულ სამეფოს ოთხი წარმომადგენელი ჰყავს საერთაშორისო არენაზე.
ინგლისი იმ შვიდ ნაკრებთაგანია, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს მოხდა 1966 წელს, როცა ინგლისი მასპინძლობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. მათ ფინალური მატჩის დამატებით დროში 4–2 დაამარცხეს დასავლეთ გერმანიის ნაკრები. ინგლისს, საფრანგეთის მსგავსად მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული მსოფლიო პირველობა.მას შემდეგ ინგლისელტა საუკეთესო გამოსვლა იყო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,სადაც მათ ნახევარფინალში პენალტებით წააგეს გერმანიასთან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინგლისი მაინც დარჩა მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ გუნდად, რომელიც ფიფასა და ELo–ს რეიტინგის ათეულიდან იშვიათადაა ჩამოქვეითებული. ინგლისმა ასევე გააღწია 1968 და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში. ბრიტანულ გუნდებს შორის ინგლისი ყველაზე წარმატებული ნაკრებია 54 მოგებით, 1984 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნამდე.
ტრადიციულად, ინგლისელთა უდიდესი მეტოქეა შოტლანდია, რომელთანაც 1870 წელს პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. შოტლანდიასთან რეგულარული შეხვედრები 80–იანი წლიების ბოლოს დასრულდა, სხვა მეტოქეები კი უფრო ცნობილი გუნდები გახდნენ. განსაკუთრებული შემთხვევებით იყო აღსავსე არგენტინასთან და გერმანიასთან მატჩები. ინგლისის ნაკრების საშინაო სტადიონი არის უემბლი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ინგლისის ნაკრები მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაკრებია, რომელიც ჩამოყალიბდა შოტლანდიასთან ერთად. ინგლისსა და შოტლანდიას შორის გაცნობითი ხასიათის მატჩი გაიმართა 1870 წლის 5 მარტს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო შემდეგი შეხვედრა, 1872 წლის 30 ნოემბერს, შოტლანდიის ნაკრების წარმომადგენელთა ორგანიზებით გაიმართა. ცალ–ცალკე დაკომპლექტებულ ამ ორი ნაკრებისთვის ეს მატჩი, შოტლანდიის ჰემილტონ ქრესსენტის სტადიონზე, იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა. აქ უფრო მეტი სამუშაო იქნა გაწეული, ვიდრე წინა, 1870 წლის თამაშზე. მომდევნო 40 წლის მანძილზე ინგლისელი ფეხბურთელები ექსკლუზიურად მხოლოდ მშობლიურ გუნდებთან :შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და უელსთან თამაშობდნენ. ეს მატჩები 1883–1984 წლებში ბრიტანეთის შიდა ჩემპიონატის ეგიდით იმართებოდა.
ლონდონის უემბლის სტადიონის გახსნამდე ინგლისის ნაკრებს არ ჰქონდა მუდმივი სამასპინძლო მოედანი. 1906 წელს ინგლისი ფიფაში გაწევრიანდა, ხოლო 1908 წელს ბრიტანეთს გასცდა. ამ ორი ნაკრებს(ინგლისსა და შოტლანდიას) შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, 1928 წელს ბრიტანელები ფიფადან გამოაძევეს, 1946 წელს კი ხელახლა გაწევრიანდნენ. შედეგად ინგლისს მონაწილეობა არ მიუღია 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, აქ კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 1–0 წააგეს და პირველ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგეს.
ისტორიაში ინგლისმა პირველი საშინაო წაგება 1949 წლის 21 სექტემბერს, ლივერპულის გუდისონ პარკზე, გაერთიანებული სამეფოს არაწევრ ირლანდიასთან იგემა – 2:0, ხოლო 1953 წელს უნგრეთთან 6–3 წაგება იყო ინგლისის პირველი წაგება გაერთიანებული სამეფოს არაწევრთან უკვე უემბლის სტადიონზე. განმეორებითი მატჩი ბუდაპეშტში შედგა, სადაც უნგრელებმა 7–1 დაამარცხეს მეტოქე. ეს შეხვედრა კი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უდიდეს მარცხად მიიჩნევა. ინგლისელთაგან ერთადერთი გოლი ივორ ბროუდისმა გაიტანა. თამაშის შემდეგ შეცბუნებულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა სიდ ოუენმა განაცხადა: "ეს იყო უცხოპლანეტელებივით თამაში".
1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სიდ ოუენმა ორი გოლი გაიტანა და პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი გოლის გატანა მოახერხა: ბროუდმა და ნეტ ლოფთჰაუზმა, ერთად ბელგიასთან სანახაობრივ ფრეში გაიტანეს ორ–ორი გოლი. მეოთხედფინალში გასულმა ინგლისმა პირველად წააგო ურუგვაისთან და ასპარეზობას გამოეთიშა. ინგლისმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა სხვა ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მწვრთნელად უოლტერ ვინთერბოთომი დაინიშნა, 1963 წელს ელფ რამსის დანიშვნამდე გუნდი კვლავ კომიტეტმა ჩაიბარა. რამსის ხელმძღვანელობით ინგლისმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამატებით დროში დაამარცხა დასავლეთ გერმანიის ნაკრები–4:2, ჯოფ ჰარსთმა კი ჰეთ–თრიკი შეასრულა. ეს ტურნირი ინგლისში გაიმართა. თუმცა ერთი წლის შემდეგ ინგლისელებმა თავიანთ მოსისხლე მტერ შოტლანდიასთან უემბლიზე ანგარიშით 3:2 წააგეს. ინგლისის ეროვნული ნაკრები 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა როგორც მოქმედი ჩემპიონი, სადაც მეოთხედფინალში გააღწია, მაგრამ დასავლეთ–გერმანელებთან მარცხი იწვნია. იგებდა რა 2:0–ს, საბოლოოდ დამატებით დროში 3:2 დამარცხდა. 1974 და 1978 წლებში ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატების მიღმა დარჩა, 1982 წელს რონ გრინვუდის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან წაგების გარეშე გამოეთიშა. ბობი რობსონის ხელში ინგლისის ეროვნული გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, რადგანაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა, ოთხი წლის შემდეგ კი მე–4 ადგილი დაიკავა. ეს იყო ერთადერთი პერიოდი, როცა ინგლისმა უცხო ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალიდან გააღწია.
1990-იან წლებში ინგლისის ნაკრებმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, ოთხივე ძალიან მოკლე ხნით. ბობი რობსონი გრეჰემ ტეილორმა შეცვალა, მაგრამ 1994 წლის შესარჩევი ციკლის კრახით დასრულების შემდეგ დატოვა დაკავებული თანამდებობა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა, შესარჩევ ციკლში ნაკრებს ტერი ვენეიბლზი გაუძღვა და ინგლისს ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი - ნახევარფინალი აჩვენებინა. მაგრამ თანამდებობა დატოვა ფინანსურ მაქინაციებში მხილების გამო, ხოლო მისმა შემცვლელმა გლენ ჰოდლიმაც მალე დატოვა პოსტი არასაფეხბურთო მიზეზების გამო. ეს მოხდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ინგლისელები მერვედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. ჰადლის წასვლის შემდეგ ნაკრები კევინ კიგანმა ჩაიბარა, მაგრამ მანაც წინამორბედების ბედი გაიზიარა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე არასასურველი შედეგის გამო.
2001-2006 წლებში ინგლისის ნაკრები სვეენ გორან ერიქსონმა ჩაიბარა. იგი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო. მისი პირადი ცხოვრების გამოპრესასთან მომხდარი უთანხმოების გამო ერიქსონი მაინც ინგლისელი ფანების ფავორიტი იყო.ინგლისმა კარგად ითამაშა ორივე მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო-2004-ზე,2006 წლის მუნდიალის დროს კი FIFA-ს რეიტინგში მე-4 ადგილი ეკავა. 2006 წელს კი მისი ორწლიანი კონტრაქტი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან,რომელიც მოიცავდა ასევე ევრო 2008-ს, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გამო შეწყდა.
მის ნაცვლად კი სტივ მაკლარენი დაინიშნა.მისი ხანა ნაკლები წარმატებით გამოირჩა-ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.იგი 2007 წლის 22 ნოემბერს თანამდებობიდან გადააყენეს და ნაკრების არსებობის მანძილზე ყველაზე ხანმოკლე მწვრთნელად დარჩა.მაკლარენი ფაბიო კაპელომ ჩაანაცვლა. იტალიელი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონის შენდეგ მეორე უცხოელი მწვრთნელი გახდა.მან პირველი თამაში 2008 წლის 6 თებერვალს შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარა,რომელიც ინგლისელებმა 2-1 მოიგეს. კაპელომ შემდგომშიც მიაღწია წარმატებას - 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 10-იდან 9 თამაში მოიგო და ვადაზე ადრე მოიპოვა დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება. ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდმა მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც გერმანიის ნაკრებთან დამარცხდა ანგარიშით 1-4. კაპელოს ინგლისმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, 2012 წლის დასაწყისში კაპელო დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
[რედაქტირება] სტადიონი
არსებობის მანძილზე პირველი 50 წლის მანძილზე ინგლისის ნაკრები საშინაო თამაშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებდა.საფეხბურთო კლუბების სტადიონებზე გადასვლამდე ინგლისელები კრიკეტის მოედნებზე თამაშობდნენ.ინგლისმა უემბლის სტადიონზე პირველი მატჩი 1924 წელს, შოტლანდიასთან გამართა, მომდევნო 27 წლის მანძილზე ეს სტადიონი მხოლოდ შოტლანდიელთა წინააღმდეგ თამაშისთვის გამოიყენებოდა.
უემბლის სტადიონი მდებარეობს ბრენტის რაიონში, ლონდონში, ეკუთვნის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას.იგი პირველ რიგში გამოიყენება ინგლისის ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის და ინგლისის თასის ფინალებისთვის.
[რედაქტირება] მედია მაუწყებლობა
ინგლისის ნაკრების ოფიციალურ საშინაო და გასვლით ამხანაგურ მატჩებს უჩვენებს ტელეკომპანია ITV,ხოლო ოფიციალურ გასვლით და საშინაო ამხანაგურებს–სეტანტა სპორტსი უჩვენებდა 2009 წლის ივნისში დახურვამდე.ამ მიზეზით ხალხმა ინტერნეტით ნახა 2009 წლის 10 ოქტომბერს თავიანთი გუნდის მატჩი უკრაინასთან.ეს იყო პირველი ფაქტი როცა,ინგლისელმა ხალხმა ასე უყურა თავისი გუნდის თამაშს.ინგლისში ტელეკომპანიები იხდიან 250 000 დან 300 000–მდე ევროს,მაყურებელი კი 500 000 კაცს შეადგენს.ყველა მატჩი თავისი კომენტარებით გადაიცემა BBC-რადიოზე.
ავსტრალიაში კი ინგლისელი ლომების მატჩების ტრანსლაციას სეტანტა სპორტს ავსტრალია აწარმოებს.
[რედაქტირება] ფერები
ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ტრადიციული ფერებია თეთრი მაისური,მუქი–ლურჯი შორტები და თეთრი წინდები.2001 წლიდან გუნდს პერიოდულად აცვია თეთრი შორტები.
ინგლისელთა ტრადიციული გასვლითი ფერებია წითელი მაისური,თეთრი შორტები და წითელი წინდები.თუმცა ინგლისელები არაბრიტანულ გუნდთან თამაშამდე გასვლით ფორმას არ იყენებდნენ.1945–52 წლებში ინგლისელების გასვლითი ფორმა ლურჯი იყო.1996 წელს შეიცვალა და გახდა რუხი მაისური,შორტები და წინდები.ეს ფორმა მათ გერმანელებთან,ბულგარელებთან და ქართველებთან მატჩებში ეცვათ.მაგრამ ტრადიციიდან გადახვევა არაპოპულარული იყო და მას შემდეგ ინგლისის ნაკრები ისევ წითელ ფორმას დაუბრუნდა.ამ ფორმას ხანდახან საშინაო მატჩებშიც იყენებენ.
2009 წლის 28 მარტს სლოვაკებთან მატჩში შედგა ახალი ფორმის პრეზენტაცია–უმბროს რეტრო სტილი,რომელიც მთლიანად თეთრ მაისურზეა.ამ ახალმა ფორმამ ჩაანაცვლა ტრადიციული მუქი ლურჯი შორტები,თუმცა უკრაინელებთან 1–0 წაგებულ შეხვედრაში ინგლისელებს მუქი ლურჯი შორტები ეცვათ.
[რედაქტირება] მესამე ფორმა
ინგლისის ნაკრებს იშვიათად აცვია მესამე ფორმა.1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკის ნაკრების წინააღმდეგ ინგლისელთა მესმაე ფორმა იყო ღია ლურჯი მაისური,შორტები და წინდები.
1973 წელს ჩეხოსლოვაკიის,პოლონეთის და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ინგლისელებმა გამიყენეს ბრაზილიელების მაგავსი ყვითელ–ლურჯი ფორმა.
1986–1992 წლებში იყო ღია ლურჯი მესამე ფორმა,მაგრამ ფეცბურთელები მას ძალიან ისვიათად იყენებდნენ.
რაც შეეხება იმ მესამე ფორმას რაც აცვიათ ხოლმე დროგამოშვებით ინგლისელებს,მისი დიზაინერია დევიდ ბლანჩი.
[რედაქტირება] 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
[რედაქტირება] 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო – UEFA ჯგუფი 6
| ადგილი | გუნდი | თ | მ | ფ | წ | გბ | გბ | სხ | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 10 | 9 | 0 | 1 | 34 | 6 | 28 | 27 | |
| 2 | 10 | 6 | 3 | 1 | 21 | 6 | 15 | 21 | |
| 3 | 10 | 6 | 2 | 2 | 19 | 13 | 6 | 20 | |
| 4 | 10 | 4 | 1 | 5 | 19 | 14 | 5 | 13 | |
| 5 | 10 | 2 | 0 | 8 | 11 | 29 | 6 | ||
| 6 | 10 | 0 | 0 | 10 | 3 | 39 | 0 |
საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისი ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო 10–დან 9 თამაში,წააგო უკრაინასთან და ორჯერ დაამარცხა ევრო 2008–დან გამომგდებელო ხორვატია
[რედაქტირება] 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
| 12 ივნისი 2010 20:30 |
|||
| 1 – 1 | როიალ ბექოფენ სთეიდიუმი, რუშტენბურგი მაყურებელი: 38 646 მსაჯი: კარლოს ეუხელიო სიმონი, ბრაზილია |
||
| სტივენ ჯერარდი 4. | კლინტ დემპსი 40. |
| 18 ივნისი 2010 20:30 |
|||
| 0 – 0 | კეიპ ტაუნ სთედიუმი, კეიპ ტაუნი მაყურებელი: 68 100 მსაჯი: რავშან ირმატოვი, უზბეკეთი |
||
| 23 ივნისი 2010 16:00 |
|||
| 0 – 1 | ნელსონ მანდელა სთედიუმი, პორტ-ელიზაბეთი მაყურებელი: 36 893 მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი,გერმანია |
||
| ჯერმეინ დეფო 23. |
| 27 ივნისი 2010 16:00 |
|||
| 1 – 4 | ფრი სტეიტ სთედიუმი, ბლუმფონტეინი მაყურებელი: 40 510 მსაჯი: ხორხე ლარიონდა,ურუგვაი |
||
| მეთიუ აფსონი 37. | მიროსლავ კლოზე 20; ლუკას პოდოლსკი 32; თომას მიულერი 67;70. |
[რედაქტირება] ამხანაგური მატჩები
| მეტოქე | სტადიონი | თარიღი | ანგარიში |
|---|---|---|---|
| უემბლი, ლონდონი | 6 თებერვალი 2008 | 2–1 | |
| სტად დე ფრანსი,პარიზი | 26 მარტი 2008 | 0–1 | |
| უემბლი,ლონდონი | 28 მაისი 2008 | 2–0 | |
| ჰესლი კროუფორდ სთედიუმი, პორტ სპეინი | 1 ივნისი 2008 | 3–0 | |
| უემბლი,ლონდონი | 20 აგვისტო 2008 | 2–2 | |
| ოლიმპია შტადიონი, ბერლინი | 19 ნოემბერი 2008 | 2–1 | |
| რამონ სანჩეს პისხუანი, სევილია | 11 თებერვალი 2009 | 0–2 | |
| უემბლი, ლონდონი | 28 მარტი 2009 | 4–0 | |
| ამსტერდამ არენა, ამსტერდამი | 12 აგვისტო 2009 | 2–2 | |
| უემბლი, ლონდონი | 5 სექტემბერი 2009 | 2–1 | |
| ხალიფა ინტერნაიშენელი, დოჰა | 14 ნოემბერი 2009 | 0–1 | |
| უემბლი, ლონდონი | 3 მარტი 2010 |
[რედაქტირება] ამჟამინდელი შემადგენლობა
ბრაზილიასთან ამხანაგური თამაშისთვის,2009 წლის 14 ნოემბერი.
| სახელი | დაბ.თარიღი | კლუბი | თამაში (გოლი) | დებიუტი | |
|---|---|---|---|---|---|
| მეკარეები | |||||
| რობერტ გრინი | 18 იანვარი 1980 | 13 (0) | v კოლუმბია, 31 მაისი 2005 | ||
| ბენ ფოსტერი | 3 აპრილი 1983 | 9 (0) | v ესპანეთი, 7 თებერვალი 2007 | ||
| ჯო ჰარტი | 19 აპრილი 1987 | 6 (0) | v ტრინიდადი და ტობაგო, 1 ივნისი 2008 | ||
| მცველები | |||||
| ჯონ ტერი | 7 დეკემბერი 1980 | 63 (8) | v სერბია-ჩერნოგორია, 3 ივნისი 2003 | ||
| უეინ ბრიჯი | 5 აგვისტო 1980 | 41 (1) | v ჰოლანდია, 13 თებერვალი 2002 | ||
| ვეს ბრაუნი | 13 ოქტომბერი 1979 | 27 (4) | v უნგრეთი, 28 აპრილი 1999 | ||
| მეთიუ ეფსონი | 18 აპრილი 1979 | 23 (2) | v სამხრეთ აფრიკა, 22 მაისი 2003 | ||
| ჯოლეონ ლესკოტი | 16 აგვისტო 1982 | 14 (2) | v ესტონეთი, 13ოქტომბერი 2007 | ||
| სტეფან უორნოკი | 12 დეკემბერი 1981 | 6 (1) | v ტრინიდადი და ტობაგო, 1 ივნისი 2008 | ||
| გარი ქეილი | 19 დეკემბერი 1985 | 0 (0) | N/A | ||
| ნახევარმცველები | |||||
| გარეთ ბერი | 23 თებერვალი 1981 | 40 (4) | v უკრაინა, 31 მაისი 2000 | ||
| შონ რაით ფილიპსი | 25 ოქტომბერი 1981 | 34 (10) | v უკრაინა, 18 აგვისტო 2004 | ||
| მაიკლ კერიკი | 28 ივლისი 1981 | 25 (3) | v მექსიკა, 25 May 2001 | ||
| ჯერმეინ ჯენასი | 18 თებერვალი 1983 | 26 (5) | v ავსტრალია, 12თებერვალი 2003 | ||
| ეშლი იანგი | 9 ივლისი 1985 | 12 (4) | v ავსტრია, 16 ნოემბერი 2007 | ||
| ჯეიმს მილნერი | 4 იანვარი 1986 | 11 (2) | v ჰოლანდია, 12 აგვისტო 2009 | ||
| ტომ ჰადელსთოუნი | 28 დეკემბერი 1986 | 6 (1) | v ბრაზილია, 14 ნოემბერი 2009 | ||
| თავდამსხმელები | |||||
| უეინ რუნი | 24 ოქტომბერი 1985 | 57 (25) | v ავსტრალია, 12 თებერვალი 2003 | ||
| ჯერმეინ დეფო | 7 ოქტომბერი 1982 | 43 (17) | v შვედეთი, 31 მარტი 2004 | ||
| პიტერ კრაუჩი | 30 იანვარი 1981 | 41 (18) | v კოლუმბია, 31 მაისი 2005 | ||
| დარენ ბენტი | 6 თებერვალი 1984 | 5 (0) | v ურუგვაი, 1 მარტი 2006 | ||
[რედაქტირება] ბოლო დროს გამოძახებულები
გამოძახებულები ბოლო 1 წლის მანძილზე.
| სახელი | დაბ.თარიღი | კლუბი | თამაში (გოლი) | დებიუტი | ბოლოს ითამაშა |
|---|---|---|---|---|---|
| მეკარეები | |||||
| დევიდ ჯეიმსი | 1 აგვისტო 1970 | 49 (0) | v მექსიკა, 29 მარტი 1997 | v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009 | |
| პოლ რობინსონი | 15 ოქტომბერი 1979 | 41 (0) | v ავსტრალია, 12 თებერვალი 2003 | v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009 | |
| სკოტ კარსონი | 3 სექტემბერი 1985 | 3 (0) | v ავსტრია, 16 ნოემბერი 2007 | v გერმანია, ნოემბერი 19, 2008 | |
| მცველები | |||||
| გლენ ჯონსონი | 23 აგვისტო 1984 | 20 (0) | v დანია, 18 ნოემბერი 2003 | v ბრაზილია, ნოემბერი 14, 2009 | |
| ეშლი კოული | 20 დეკემბერი 1980 | 77 (0) | v ალბანეთი, 28 მარტი 2001 | v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009 | |
| რიო ფერდინანდი | 7 ნოემბერი 1978 | 76 (3) | v კამერუნი, 15 ნოემბერი 1997 | v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009 | |
| გარი ნევილი | 18 თებერვალი 1975 | 85 (0) | v უკრაინა, 3 ივნისი 1995 | v ანდორა, ვნისი 10, 2009 | |
| ლედლი კინგი | 12 ოქტომბერი 1980 | 19 (1) | v იტალია, მარტი 2002 | v უკრაინა, აპრილი 1, 2009 | |
| ფილ ჯაგეიკა | 17 აგვისტო 1982 | 3 (0) | v ტრინიდადი და ტობაგო, 1 ივნისი 2008 | v უკრაინა, აპრილი 1, 2009 | |
| ლეიტონ ბეინზი | 11 დეკემბერი 1984 | 0 (0) | N/A | v უკრაინა, აპრილი 1, 2009 | |
| ლუკ იანგი | 19 ივლისი 1979 | 7 (0) | v ამერიკის შეერთებული შტატები, 28 მაისი 2005 | v ესპანეთი, თებერვალი 11, 2009 | |
| ნახევარმცველები | |||||
| დევიდ ბექჰემი | 2 მაისი 1975 | 115 (17) | v მოლდოვა, 1 სექტემბერი 1996 | v ბრაზილია, ნოემბერი 14, 2009 | |
| ფრენკ ლამპარდი | 20 ივნისი 1978 | 76 (20) | v ბელგია, 10 ოქტომბერი 1999 | v ბრაზილია, ნოემბერი 14, 2009 | |
| სტივენ ჯერარდი | 30 მაისი 1980 | 77 (16) | v უკრაინა, 31 მაისი 2000 | v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009 | |
| აარონ ლენონი | 16 აპრილი 1987 | 15 (0) | v იამაიკა, 2 ივნისი 2006 | v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009 | |
| თეო უოლკოტი | 16 მარტი 1989 | 8 (3) | v უნგრეთი, 30 მაისი 2006 | v ჰოლანდია, აგვისტო 12, 2009 | |
| სტიუარტ დაუნინგი | 22 ივლისი 1984 | 23 (0) | v ჰოლანდია, 9 თებერვალი 2005 | v უკრაინა, აპრილი 1, 2009 | |
| თავდამსხმელები | |||||
| ემილ ჰესკი | 11 იანვარი 1978 | 57 (7) | v უნგრეთი, 28 აპრილი 1999 | v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009 | |
| გაბრიელ აგბონლაჰორი | 13 ოქტომბერი 1986 | 3 (0) | v გერმანია, 19 ნოემბერი 2008 | v უკრაინა, ოქტომბერი 10, 2009 | |
[რედაქტირება] წინა ნაკრებები
- მსოფლიო ჩემპიონატებზე
- 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი
- ევროპის ჩემპიონატებზე
- 1968 წლის ევროპის ჩემპიონატის გუნდი
- 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის გუნდი
- 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის გუნდი
- 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის გუნდი
- 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის გუნდი
- 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის გუნდი
- 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის გუნდი
[რედაქტირება] ყველა დროის შედეგები
| მეტოქე | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | გატ.გოლი | გაშ.გოლი | სხვაობა |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| 4 | 4 | 0 | 0 | 12 | 1 | +11 | |
| 4 | 4 | 0 | 0 | 16 | 0 | +16 | |
| 14 | 6 | 6 | 2 | 21 | 15 | +6 | |
| 6 | 3 | 2 | 1 | 6 | 5 | +1 | |
| 18 | 10 | 4 | 4 | 58 | 27 | +31 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 3 | 0 | +3 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 1 | +5 | |
| 20 | 14 | 5 | 1 | 69 | 25 | +44 | |
| 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 0 | +4 | |
| 23 | 3 | 9 | 11 | 19 | 31 | -12 | |
| 8 | 4 | 4 | 0 | 9 | 2 | +7 | |
| 1 | 0 | 1 | 0 | 2 | 2 | +0 | |
| 4 | 3 | 1 | 0 | 9 | 4 | +5 | |
| 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | |
| 5 | 2 | 2 | 1 | 4 | 3 | +1 | |
| 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 0 | +3 | |
| 5 | 3 | 2 | 0 | 10 | 3 | +7 | |
| 7 | 4 | 1 | 2 | 18 | 10 | +8 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 0 | +6 | |
| 2 | 1 | 1 | 0 | 4 | 2 | +2 | |
| 12 | 7 | 3 | 2 | 25 | 15 | +10 | |
| 17 | 10 | 4 | 3 | 33 | 18 | +15 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 3 | 0 | +3 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 5 | 0 | +5 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 6 | 0 | +6 | |
| 11 | 9 | 2 | 0 | 36 | 7 | +29 | |
| 27 | 16 | 4 | 7 | 65 | 33 | +32 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 4 | 0 | +4 | |
| 11 | 5 | 2 | 4 | 23 | 15 | +8 | |
| 4 | 3 | 1 | 0 | 7 | 3 | +4 | |
| 16 | 7 | 3 | 6 | 24 | 19 | +5 | |
| 9 | 7 | 2 | 0 | 23 | 3 | +20 | |
| 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | |
| 21 | 14 | 2 | 5 | 54 | 29 | +25 | |
| 2 | 1 | 1 | 0 | 7 | 2 | +5 | |
| 98 | 75 | 16 | 7 | 323 | 81 | +242 | |
| 14 | 5 | 7 | 2 | 19 | 12 | +7 | |
| 4 | 2 | 2 | 0 | 5 | 1 | +6 | |
| 22 | 7 | 6 | 9 | 28 | 26 | +2 | |
| 1 | 1 | 0 | 0 | 6 | 0 | +6 | |
| 2 | 1 | 1 | 0 | 3 | 2 | +1 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 9 | 1 | +8 | |
| 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | +0 | |
| 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | +1 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 4 | 0 | +4 | |
| 9 | 9 | 0 | 0 | 47 | 3 | +44 | |
| 4 | 2 | 2 | 0 | 5 | 3 | +2 | |
| 1 | 1 | 0 | 0 | 4 | 2 | +2 | |
| 3 | 3 | 0 | 0 | 8 | 1 | +7 | |
| 8 | 5 | 1 | 2 | 20 | 3 | +17 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 7 | 0 | +7 | |
| 2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | +1 | |
| 18 | 5 | 9 | 4 | 26 | 21 | +5 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 3 | 0 | +3 | |
| 2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | +1 | |
| 10 | 5 | 3 | 2 | 26 | 7 | +19 | |
| 3 | 3 | 0 | 0 | 8 | 0 | +8 | |
| 2 | 1 | 0 | 1 | 5 | 4 | +1 | |
| 17 | 10 | 6 | 1 | 27 | 10 | +17 | |
| 22 | 9 | 10 | 3 | 45 | 25 | +20 | |
| Europe 1st XI | 1 | 1 | 0 | 0 | 3 | 0 | +3 |
| World 1st XI | 2 | 1 | 1 | 0 | 6 | 5 | +1 |
| 11 | 2 | 6 | 3 | 10 | 10 | +0 | |
| 2 | 1 | 0 | 1 | 4 | 2 | +2 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 13 | 1 | +12 | |
| 2 | 0 | 2 | 0 | 1 | 1 | +0 | |
| 110 | 45 | 24 | 41 | 192 | 169 | +23 | |
| 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 1 | +1 | |
| 3 | 3 | 0 | 0 | 8 | 2 | +6 | |
| 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 1 | +1 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 4 | 2 | +2 | |
| 22 | 11 | 3 | 8 | 38 | 24 | +14 | |
| 21 | 6 | 9 | 6 | 32 | 26 | +6 | |
| 20 | 13 | 4 | 3 | 47 | 16 | +31 | |
| 2 | 2 | 0 | 0 | 5 | 0 | +5 | |
| 2 | 1 | 1 | 0 | 3 | 1 | +2 | |
| 10 | 8 | 2 | 0 | 31 | 0 | +31 | |
| 9 | 7 | 0 | 2 | 35 | 8 | +27 | |
| 11 | 5 | 3 | 3 | 19 | 13 | +6 | |
| 4 | 3 | 0 | 1 | 7 | 2 | +5 | |
| 10 | 3 | 3 | 4 | 10 | 13 | -3 | |
| 99 | 64 | 21 | 14 | 242 | 90 | +152 | |
| 14 | 5 | 5 | 4 | 23 | 20 | +3 | |
| ჯამში | 877 | 498 | 211 | 168 | 1964 | 884 | +1080 |
[რედაქტირება] შეჯიბრებათა ისტორია
ოქროსფერი აღნიშნავს ინგლისის ჩემპიონობას,ხოლო წითელი ჩარჩო მასპინძლობას.
[რედაქტირება] შედეგები მსოფლიო ჩემპიონატებზე
| წელი | რაუნდი | პოზიცია | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | - | |
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | - | |
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | - | |
| 8 | 3 | 1 | 0 | 2 | 2 | 2 | ||
| მეოთხედფინალი | 6 | 3 | 1 | 1 | 1 | 8 | 8 | |
| პირველი ჯგუფური ეტაპი | 11 | 4 | 0 | 3 | 1 | 4 | 5 | |
| 8 | 4 | 1 | 1 | 2 | 5 | 6 | ||
| ჩემპიონი | 1 | 6 | 5 | 1 | 0 | 11 | 3 | |
| მეოთხედფინალი | 8 | 4 | 2 | 0 | 2 | 4 | 4 | |
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | - | |
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | - | |
| მეორე ჰგუფური ეტაპი | 6 | 5 | 3 | 2 | 0 | 6 | 1 | |
| მეოთხედფინალი | 8 | 5 | 2 | 1 | 2 | 7 | 3 | |
| მეოთხე ადგილი | 4 | 7 | 3 | 3 | 1 | 8 | 6 | |
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | - | |
| მეთექვსმეტედფინალი | 9 | 4 | 2 | 1 | 1 | 7 | 4 | |
| მეოთხედფინალი | 6 | 5 | 2 | 2 | 1 | 6 | 3 | |
| მეოთხედფინალი | 7 | 5 | 3 | 2 | 0 | 6 | 2 | |
| გავიდა | - | - | - | - | - | - | - | |
| სულ | 13/19 | 1 ტიტული | 55 | 25 | 17 | 13 | 74 | 47 |
[რედაქტირება] შედეგები ევროპის ჩემპიონატებზე
| წელი | რაუნდი | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | |
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | |
| მესამე ადგილი | 2 | 1 | 0 | 1 | 2 | 1 | |
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | |
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | |
| პირველი რაუნდი | 3 | 1 | 1 | 1 | 3 | 3 | |
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | |
| პირველი რაუნდი | 3 | 0 | 0 | 3 | 2 | 7 | |
| პირველი რაუნდი | 3 | 0 | 2 | 1 | 1 | 2 | |
| ნახევარფინალი | 5 | 2 | 3 | 0 | 8 | 3 | |
| პირველი რაუნდი | 3 | 1 | 0 | 2 | 5 | 6 | |
| მეოთხედფინალი | 4 | 2 | 1 | 1 | 10 | 6 | |
| ვერ გავიდა | - | - | - | - | - | - | |
| სულ | 7/13 | 23 | 7 | 7 | 9 | 31 | 28 |
[რედაქტირება] ტიტულები
[რედაქტირება] მთავარი გუნდი
-
- მესამე ადგილი (1): 1968
-
- გამარჯვებული (54)
[რედაქტირება] მცირე ტურნირები
| წელი | რაუნდი | პოზიცია | თ | მ | ფ | წ | გტ | გშ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ჯგუფური ეტაპი | 3rd | 3 | 0 | 1 | 2 | 2 | 7 | |
| ჯგუფური ეტაპი | 2nd | 3 | 2 | 0 | 1 | 6 | 4 | |
| 1 მატჩი | მე–2 | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | |
| ჯგუფურ ეტაპი | მე–3 | 2 | 0 | 0 | 2 | 1 | 3 | |
| ჯგუფური ეტაპი | მე–2 | 2 | 1 | 0 | 1 | 3 | 1 | |
| ჩემპიონი 1 მატჩი | პირველი | 1 | 1 | 0 | 0 | 2 | 1 | |
| ჯგუფური ეტაპი | მე–2 | 2 | 0 | 2 | 0 | 1 | 1 | |
| ჩემპიონი ჯგუფური ეტაპი | პირველი | 2 | 1 | 1 | 0 | 2 | 1 | |
| ჩემპიონი ჯგუფური ეტაპი | პირველი | 2 | 1 | 1 | 0 | 2 | 0 | |
| ჩემპიონი ჯგუფური ეტაპი | პირველი | 2 | 1 | 1 | 0 | 5 | 3 | |
| ჯგუფური ეტაპი | მე–4 | 3 | 0 | 1 | 2 | 2 | 5 | |
| ჯგუფური ეტაპი | მე–2 | 3 | 1 | 1 | 1 | 6 | 7 | |
| ჩემპიონი ჯგუფური ეტაპი | პირველი | 3 | 2 | 0 | 1 | 3 | 1 | |
| ჯგუფური ეტაპი | მე–2 | 2 | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | |
| ჩემპიონი ჯგუფური ეტაპი | პირველი | 2 | 1 | 1 | 0 | 7 | 2 | |
| სულ | 6 ტიტული | 55 | 25 | 17 | 13 | 74 | 47 |
[რედაქტირება] ფეხბურთელები
[რედაქტირება] ცნობილი ფეხბურთელები
- ტონი ადამსი 1987–2000
- ვივ ანდერსონი 1978–1988
- ჯიმი არმფილდი 1959–1966
- ალან ბოლი 1965–1975
- გორდონ ბენქზი 1963–1972
- ჯონ ბერნზი 1983–1995
- პიტერ ბირდსლი 1986–1996
- კოლინ ბელი 1968–1975
- სტივ ბლუმერი 1895–1907
- ბობი ჩარლტონი 1958–1970
- ჯეკ ჩარლტონი 1965–1970
- დიქსი დინი 1927–1932
- დუნკან ედვარდსი 1955–1957
- ტომ ფინი 1946–1958
- პოლ გასკოინი 1988–1998
- გარი გლიტერი 1970–1996
- ჯიმი გრივსი 1959–1967
- ჯონი ჰეინზი 1954–1962
- გლენ ჰოდლი 1979–1988
- ემლინ ჰაგლზი 1969–1980
- როჯერ ჰანტი 1962–1969
- ჯოფ ჰარსტი 1966–1972
- კევინ კიგანი 1972–1982
- ლოიდ გროსმენი 1987–1990
- ტომი ლოუტონი 1938–1948
- გარი ლინეკერი 1984–1992
- ნეტ ლოფტჰაუზი 1950–1958
- ვილფ მენიონი 1946–1951
- სტენლი მეთიუზი 1934–1957
- ჯეკ მილბერნი 1948–1955
- ბობი მური 1962–1973
- რობერტ ენკე 2009–2009
- სტენ მორტენსენი 1947–1953
- მარტინ პიტერსი 1966–1974
- ბრაიან რობსონი 1980–1991
- პოლ სქოულზი 1997–2004
- ალან შირერი 1992–2000
- პიტერ შილტონი 1970–1990
- ნობი სთილზი 1965–1970
- რეი უილსონი 1960–1968
- ბილ რაითი 1946–1959
- იან რაითი 1991–1998
[რედაქტირება] ბომბარდირები
| # | ფეხბურთელი | პერიოდი | გოლი (თამაში) |
|---|---|---|---|
| 1 | ბობი ჩარლტონი | 1958 - 1970 | 49 (106) |
| 2 | გარი ლინეკერი | 1984 - 1992 | 48 (80) |
| 3 | ჯიმი გრივსი | 1959 - 1967 | 44 (57) |
| 4 | მაიკლ ოუენი | 1998 - | 40 (89) |
| 5 | ტომ ფინი | 1946 - 1958 | 30 (76) |
| = | ნეტ ლოფთაუსი | 1950 - 1958 | 30 (33) |
| = | ალან შირერი | 1992 - 2000 | 30 (63) |
| 8 | ვივიენ ვუდვორდი | 1903 - 1911 | 29 (23) |
| 9 | სტივ ბლუმერი | 1895 - 1907 | 28 (23) |
| 10 | დევიდ პლატი | 1989 - 1996 | 27 (62) |
[რედაქტირება] ფეხბურთელების მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობა
| # | ფეხბურთელი | პერიოდი | თამაში | გოლი |
|---|---|---|---|---|
| 1 | პიტერ შილტონი | 1970 - 1990 | 125 | 0 |
| 2 | დევიდ ბექჰემი | 1996 - | 115 | 17 |
| 3 | ბობი მური | 1962 - 1973 | 108 | 2 |
| 4 | ბობი ჩარლტონი | 1958 - 1970 | 106 | 49 |
| 5 | ბილი რაითი | 1946 - 1959 | 105 | 3 |
| 6 | ბრაიან რობსონი | 1980 - 1991 | 90 | 26 |
| 7 | მაიკლ ოუენი | 1998 - | 89 | 40 |
| 8 | კენი სანსომი | 1979 - 1988 | 86 | 1 |
| 9 | გარი ნევილი | 1995 - | 85 | 0 |
| 10 | რეი ვილკინსი | 1976 - 1986 | 84 | 3 |
[რედაქტირება] მწვრთნელები
ვალტერ ვინთაბოთომი 1946–1962
სერ ალფ რამსი 1963–1974
ჯო მერსერი 1974
დონ რევი 1974–1977
რონ გრინვუდი 1977–1982
სერ ბობი რობსონი 1982–1990
გრეჰემ ტეილორი 1990–1993
ტერი ვენეიბლზი 1994–1996
გლენ ჰოდლი 1996–1999
ჰოვარდ ვილკინსონი 1999 & 2000 (two stints)
კევინ კიგანი 1999–2000
პიტერ ტეილორი 2000
სვენ გორან ერიქსონი 2001–2006
სტივ მაკლარენი 2006–2007
ფაბიო კაპელო 2007–2012
როი ჰოჯსონი 2012–
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|

