ბრიტანეთის კუნძულები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბრიტანეთის კუნძულები — არქიპელაგი ჩრდილოეთ-დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთის ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის. ფართობი დაახლოებით 325 ათ. კმ². ბრიტანეთის კუნძულების შემადგენლობაში შედის ორი დიდი კუნძული — დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; არქიპელაგები: ჰებრიდის კუნძულები, ორკნის კუნძულები ანგლსი, მალი, მენი, სკაი და სხვა. ბრიტანეთის კუნძულებს ზოგჯერ მიაკუთვნებენ ნორმანდიის კინძულებსაც, როგორც დიდი ბრიტანეთის მიწებს, თუმცა ეს კუნძულები საფრანგეთის სანაპიროებთან მდებარეობს.
ბრიტანეთის კუნძულებზეა ორი სახელმწიფო — დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 527, თბ., 1977 წელი.