ვიქტორ დოლიძე (პოლიტიკოსი)
იერსახე
ვიქტორ დოლიძე | |
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ნოემბერი, 2016 – 15 დეკემბერი, 2017 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | დავით ბაქრაძე |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ოქტომბერი, 2012 – 18 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
თავმჯდომარე | დავით უსუფაშვილი |
დაბადებული | 4 ივლისი, 1973 (47 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
პროფესია | იურისტი პოლიტიკოსი |
ვიქტორ დოლიძე (დ. 4 ივლისი, 1973, თბილისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი.
1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1997 წელს — ნატოს თავდაცვის კოლეჯი (რომი), 1998 წელს — შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯი, 1999 წელს — თავდაცვის რესურსების მართვის ინსტიტუტი (ქ. მონტერეი, კალიფორნია), 2004 წელს — ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპული ცენტრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ჩუღურეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2017 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიქტორ დოლიძე (პოლიტიკოსი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვიქტორ დოლიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)