სიონი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „სიონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სიონი.
სოფელი
სიონი
Village sioni.jpg
სოფელი სიონი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი სიონი
კოორდინატები 42°36′16″ ჩ. გ. 44°35′00″ ა. გ. / 42.60444° ჩ. გ. 44.58333° ა. გ. / 42.60444; 44.58333
ცენტრის სიმაღლე 1860
მოსახლეობა 325[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სიონი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სიონი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
სიონი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სიონი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
სიონი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიონი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

სიონისოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდინარე თერგის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1860 მეტრზე, სტეფანწმინდიდან 8 კმ.

სიონის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას IX-X საუკუნეების მიჯნის სამნავიანი ბაზილიკა, ე. წ. ხევის სიონი. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრატებით. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გზაზე სიონი ხევის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. სტრატეგიული თვალსაზრისით მას ადრინდელ შუა საუკუნეებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ნ. ბერძენიშვილის აზრით, მთიულეთისაგან ადმინისტრაციულად ცალკე გამოყოფილ ხევს თავიდანვე სამხედრო-ადმინისტრაციული მოხელე განაგებდა. „ძეგლისდების“ მიხედვით, XIV საუკუნეში ამ მოხელეს „სიონის ერისთავი“ ერქვა და, მაშასადამე, ხევის მმართველის ადგილსამყოფელიც სიონი უნდა ყოფილიყო. სიონის ერისთავი საქართველოს სამეფო კარს ემორჩილებოდა. XVII საუკუნეში სამეფო ხელისუფლების დასუსტებისა და ხევზე არაგვის ერისთავთა უფლებების გავრცელების შემდეგაც, მათ კვლავ ძველი სახელით სიონის ერისთავებად იხსენიებდნენ. სიონში თავდაცვით ნაგებობათა მშენებლობას ადრინდელ შუა საუკუნეებში უნდა ჩაყროდა საფუძველი. სოფელს დამატებითი სახიზრებიც ჰქონდა. ეკლესიის მახობლად, ბორცვზე, ორი გამოქვაბულია („ზემგორის ქოხნი“), უფრო შორს, მწვერვალ ქაბარჯინის სამხრეთ-აღმოსავლეთითაც კიდევ რამდენიმე სახიზარ-გამოქვაბულია. არაგვის საერისთავოს გაუქმების შემდეგ სიონი უშუალოდ აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარს, ერთ-ერთ ბატონიშვილს ექვემდებარებოდა. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ, რუსეთის მმართველობა საქართველოს სამხედრო გზასთან ერთად სიონსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სიონის ციხეში გამაგრდნენ 1804 წელს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები. დიდი ბრძოლების სემდეგ რუსების ჯარმა ციხე აიღო. XIX საუკუნის II ნახევრიდან სოფელი გაშლილ ადგილზე გადავიდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 325 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 453 196 257
2002[3] Decrease2.svg 384 187 197
2014[1] Decrease2.svg 325 157 168

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი, 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II