კარკუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
კარკუჩა
Village Karkucha, Georgia (7335673400).jpg
სოფელი კარკუჩა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი სნო
კოორდინატები 42°34′38″ ჩ. გ. 44°40′49″ ა. გ. / 42.57722° ჩ. გ. 44.68028° ა. გ. / 42.57722; 44.68028
ცენტრის სიმაღლე 1900
მოსახლეობა 50[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98,0 %)
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კარკუჩა — საქართველო
კარკუჩა
კარკუჩა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
კარკუჩა
კარკუჩა — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
კარკუჩა

კარკუჩასოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიცპალიტეტში (სნოს თემი), მდებარეობს მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1900 მეტრი. სტეფანწმინდიდან 13 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1774 წლის აღწერით, შედიოდა არაგვის საერისთავოში. სახლობდნენ ყამარაულები და მარსაგიშვილები. სოფელში წმ. გიორგის სახელობის სამი ნიში დგას — ნადარბაზევის, ღალანგურის და ყანანოზისა. ნადარბაზევის ნიში სოფელ ჯუთისაკენ მიმავალ გზაზეა. ხატობა იმართება ზაფხულობით, შაბათ დღეს. ნიშს საყანე მიწებიც ჰქონდა, რასაც ყამარაულები ამუშავებდნენ. ღალანგურის ნიში ართხმოელების, ჯუთელებისა და ხევსურების სალოცავია. აქ ხატობა იმართება 14 ივლისს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 50 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 294 121 173
2002[3] Decrease2.svg 82 38 44
2014[1] Decrease2.svg 50 25 25

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 19.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II