ახალციხე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ახალციხე | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| თემი | სნო |
| კოორდინატები | 42°35′23″ ჩ. გ. 44°39′42″ ა. გ. / 42.58972° ჩ. გ. 44.66167° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1800 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 35[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 97,1 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ახალციხე[2] — ისტორიული ძეგლი, სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს თემში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1800 მეტრი, სტეფანწმინდიდან 12 კილომეტრი. სოფელში დგას IX-X საუკუნის ბაზილიკა, რომელიც აღდგენილია XIX საუკუნეში.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი შედიოდა არაგვის საერისთავოში, მისი მოურავი იყო არაგვის ერისთავის ყმა მარტია ღუდუშაური. 1439 წლის საბუთში გერგეტელ საყდრისშვილთა მძევლებს შორის მოხსენიებულია ორი ახალციხელიც. სოფელში იყო სალოცავი ხატები — კვირეხვთიშვილის (კვირელობის) ნიში, ლანგურის წმინდა გიორგი, კოპალე (ბიჭების), ელია (გოგონების).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 კაცი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1926[4] | 155 | 70 | 85 |
| 2002[5] | 66 | 63 | |
| 2014[1] | 13 | 22 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 100.
- ჯამბურია ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 438.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ ღამბაშიძე ნ., ალავერდაშვილი ქ. (2018). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა. თბილისი: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||