ბიუსტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიუსტი (ფრანგ. buste < ლათ. bustum - კრემაციის ადგილი, საფლავის ძეგლი), ადამიანის გამოსახულება მკერდამდე (უმთავრესად პორტრეტული) მრგვალ ქანდაკებაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მიიღო ძველ რომში, სადაც ბიუსტს დასადგმელი გაუკეთეს. შემდეგ ფართოდ გავრცელდა აღორძინების ეპოქასა და მომდევნო პერიოდში. პორტრეტულ ბიუსტს ქმნიდნენ: დასავლეთ ევროპაში — დონატელო, დეზიდერიო და ზეტინიანო, მინო და ფიეზოლე, ფრანჩესკო ლაურანა, ჯან ლორენცო ბერნინი, ჟან ანტუან ჰუდონი, ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი, შ. დესპიო და სხვა. რუსეთში — ფედოტ შუბინი, სამუელ გალბერგი, ვერა მუხინა და სხვა, საქართველოშიიაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, ნ. წერეთელი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]