გორისციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გორისციხე
Village goristsixe.jpg
სოფელ გორისციხის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი გორისციხე
კოორდინატები 42°36′06″ ჩ. გ. 44°34′05″ ა. გ. / 42.60167° ჩ. გ. 44.56806° ა. გ. / 42.60167; 44.56806
ცენტრის სიმაღლე 1870
მოსახლეობა 187[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
გორისციხე — საქართველო
გორისციხე
გორისციხე — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გორისციხე
გორისციხე — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
გორისციხე

გორისციხესოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყარშეტის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირას, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ტყარშეტი, ფხელშე, ყანობი, ხურთისი). ზღვის დონიდან 1870 მეტრი, სტეფანწმინდიდან 10 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბაგრატიონი გორისციხეს მოიხსენიებს „გორის სოფლის“ სახელწოდებით. სოფელში შემორჩენილია ორი კოშკის ნანგრევები, რომელთაგან ერთს „ავსაჯანიანთ ციხე“ ეწოდება, მეორეს — „მამაწმინდის ხატი“.

ქალების ხატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორისციხიდან დასავლეთით, მთაზე მდებარეობს სრულიად დაშლილი უზარმაზარნი ნაგებობები, რომლებიც ციკლოპურ ნაგებობებს ჰგავს. მათ გვერდითაა აკლდამები. ამ ნაგებობებს შორისაა მოქცეული გორიციხის ქალების ხატი. ქალების ხატი წარმოადგენს ლოდს, რომელიც ჩრდილოეთ მხრიდან ყორით არის შემოზღუდული. ყორეს შესასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან კლდე ამოშენებულია[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 187 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[3] 385 174 211
2002[4] Decrease2.svg 283 128 155
2014[1] Decrease2.svg 187 81 106

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. ღამბაშიძე ნ., ალავერდაშვილი ქ. (2018). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა. თბილისი: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, გვ. 108. 
  3. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II