აბანო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბანო.
სოფელი
აბანო
Georgia, Khevi, Truso Valley - Villages of Abano and Zakagori.jpg
ხედი თრუსოდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი კობი
კოორდინატები 42°36′16″ ჩ. გ. 44°23′18″ ა. გ. / 42.60444° ჩ. გ. 44.38833° ა. გ. / 42.60444; 44.38833
ცენტრის სიმაღლე 2160
მოსახლეობა 3 (2014)[1]
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აბანო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
აბანო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
აბანო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
აბანო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)
აბანო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
აბანო (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი)

აბანო[2][3]სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, (კობის თემში).[4] მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2160 მეტრზე. სტეფანწმინდიდან დაშორებულია 28 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბანო თრუსოს ხეობის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. ფაქტობრივად, ამ ხეობის ცენტრი. სოფელზე გადიოდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელი გზის ერთ-ერთი განშტოება. აბანოს მოსახლეობა ძველთაგანვე ქართული იყო. XVII საუკუნიდან შეერია ოსური წარმომავლობის ელემენტი. ადრინდელ შუა საუკუნეებში აბანო წანართის ხევში შედიოდა. XIV საუკუნიდან ქსნის ერისთავებს ემორჩილებოდა, ხოლო XVI–XVIII საუკუნეებში არაგვის საერისთავოს. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ჯერ ანანურის, შემდგომ დუშეთის მაზრის მთის ოლქის გამგეობაში იყო. აბანო შუა საუკუნეებში, როგორც თრუსოს ხეობის ცენტრი და აქ გამავალი გზის დამცველი, გარკვეულ სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 3 ადამიანი ცხოვრობს.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[5] 121 51 70
1989 18 - -
2002[6] Decrease2.svg 0 0 0
2014[4] Increase2.svg 3 1 2

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=2152&lang=geo
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 13, თბ., 2009.
  3. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 13, თბ., 1987.
  4. 4.0 4.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 27 ივლისი 2016.
  5. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 21.
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II